კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

პაუსტოვსკი: ბედნიერება ეძლევა მხოლოდ მცოდნეებს. რაც უფრო მეტი იცის ადამიანმა, მით უფრო გამოკვეთილად, უფრო ძლიერად ხედავს იგი პოეზიას იქ, სადაც ვერაფერს ვერ ნახავს ღარიბი ცოდნის მქონე.

დიდრო: ხალხი აზროვნების უნარს მაშინ კარგავს, როდესაც კითხვას თავს ანებებს.

***

მდუმარება თანმხლებია სიდიადისა.

ოთარ ჭილაძე: ყველა ქვეყანაში ქალაქის მოსახლეობა, რასაკვირველია, პროვინციების ხარჯზე ივსება, მაგრამ ჩვენში ეს ბუნებრივი პროცესიც დარღვეულია და ისევ ქვეყნის საზიანოდ – ქალაქში ჩამოსახლებული პროვინციალი ქალაქურ ყაიდაზე ცხოვრობს. კი არ სწავლობს, რაც აუცილებელია მისთვისაც და ქალაქისთვისაც, არამედ სოფლურ ყოფას ამკვიდრებს ქალაქშიც, რის გამოც სულიერ პროვინციალიზმში იძირება თვითონაც ქალაქთან ერთად.

გერცენი: ცალკეული ადამიანის ზნეობა მდგომარეობს იმაში, რომ ყველგან, ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, იმოქმედოს თანახმად საკუთარი შინაგანი რწმენისა.

ლაროშფუკო: თავმოყვარეობა ზრდის ან ამცირებს ჩვენი მეგობრების სიქველეს, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კმაყოფილნი ვართ ამ ხალხით, მათ სიქველეზე ჩვენდამი მათი დამოკიდებულებების მიხედვით ვმსჯელობთ.

კუმორი: კრიტიკოსი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კითხვა და სხვასაც ასწავლის მას.

გოეთე: არსებობენ ადამიანები, რომლებიც მაშინაც კი იტყუებიან, როცა სიმართლეს ამბობენ.

ჩაპეკი: ეშმაკი იბრძვის მანამ, სანამ ჭკვიანი არ დაუთმობს.

სენეკა: ახალგაზრდობა იდეალური მდგომარეობა იქნებოდა, ცოტა გვიან რომ მოდიოდეს.

კაპიცა: ადამიანი ახალგაზრდაა მანამ, სანამ არ ეშინია სისულელეების ჩადენა.

შოუ: რა ძნელია დუმილი, როცა არ გეკითხებიან.

ციცერონი: ჯერ სამჯერ დაფიქრდი და შემდეგ გაჩუმდი.

ჟვანეცკი: როდესაც ღმერთს უნდა კურდღლის დასჯა, მას გამბედაობას ანიჭებს.

ფრანკლინი: ცხოვრების დონე ის არის, რის ზევითაც გვინდა ჩვენ ცხოვრება.

კოენი: თეორიებს, რომლებისაც გვჯერა, ვუწოდებთ ფაქტებს, ხოლო ფაქტებს, რომლებისაც არ გვჯერა, ვუწოდებთ ჭორებს.

უაილდი: სიბერის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ბერდები, არამედ ის, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ.

ეჟი ლეცი: ვირის ძალა იგრძნობა მაშინ, როცა ის ადგილიდან არ იძვრის.

კლუჩევსკი: თვითონ თუ არ შეგიძლია, ასწავლე სხვას.

ბალზაკი: შიშველი ქალი უთუოდ ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ჩაცმული, მით უმეტეს მაშინ, თუ ისე ოსტატურადაა შემოსილი, რომ ყველაფერს, რასაც მალავს, იმავდროულად აშკარად აჩენს.

კლემანსო: სუსტი ქალები სუსტ მამაკაცებს ვერ იტანენ.

скачать dle 11.3