კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად შედგება ანიტა რაჭველიშვილისა და მისი მეუღლის „ცალმხრივი სიყვარულის“ დებიუტი და როდის აპირებს ანიტა თავის „მუსიკალურ ნათლიასთან“ სამუშაოდ დაბრუნებას

რეპეტიციაზე რამდენიმე წუთით მისი მოსმენა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოეხდინა. ამიტომაც არის, რომ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავის, ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლას მაყურებელი, კრიტიკოსები, პროფესიონალები გულგრილად ვერ უსმენენ და მის შესაფასებლად ნებისმიერი დიდი მომღერლისთვის  ყველაზე სასურველ და მნიშვნელოვან ეპითეტებს იყენებენ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა‚ მაინც მოახერხა თბილისში ჩამოსვლა და, 18 იანვარს, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, ქართველ მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

ანიტა რაჭველიშვილი: ეს კონცერტი რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. „ფეისბუქის“ მესინჯერში ვსაუბრობდით მე და ნიკა, ერთმანეთი მოვიკითხეთ და შემდეგ ვთხოვე, იქნებ როგორმე გავაკეთოთ მანუელ დე ფალიას „ჯადოქრის სიყვარული“-მეთქი. იანვარში ორივეს გვეცალა და ამიტომ ეს კონცერტი უნდა გაგვეკეთებინა. ნაწარმოები, რომელზეც ვსაუბრობდი‚ 25 წუთი გრძელდება, ამიტომ, სხვა ნაწარმოებიც ჩავურთეთ; ასევე‚ ჩავსვით ჩემი მეგობარი ირინა ბორისოვა, რომელიც ესპანურ ნაწარმოებებს იმღერებს. (ინტერვიუ ჩაწერილია 16 იანვარს, – ავტორი). კონცერტი მთლიანად ესპანურ მუსიკაზეა აგებული და იქნება საინტერესო და გასართობი. ნიკა კლასიკურ მუსიკასაც არაჩვეულებრივად ასრულებს, დირიჟორიც და ორკესტრიც ჩემთვის ყველანაირად იდეალურია. როგორც ყოველთვის‚ ბედნიერი ვარ ნიკასთან მუშაობით, რადგან, არაჩვეულებრივად კომფორტულია მუშაობისას და მასთან მუშაობა ადრინდელ კონცერტზეც და ახლაც დიდი სიამოვნებაა.

– კიდევ ვისთან მუშაობაა, დირიჟორს ვგულისხმობ, თქვენთვის კომფორტული? 

– იშვიათად‚ ვინმე იყოს ასეთი კომფორტული, რადგან, ძნელია‚ უცხოეთში იპოვო დირიჟორი, რომელიც კომფორტულია და მომღერალს ეხმარება ინტერპრეტაციაში. არის რამდენიმე ფრანგი დირიჟორი, რომლებთანაც ძალიან კარგად ვმუშაობ, ასევე, მაესტრო  ბარენბოიმი, რომელთანაც არაჩვეულებრივად ვმუშაობ. ხშირად მოგვდის მომღერლებს დირიჟორებთან კონფლიქტი ტემპების გამო, ასევე‚ იმის გამო, რომ არ გვაძლევენ სიმღერის დროს სუნთქვის საშუალებას. ეს ძირითადად რეპეტიციებზე გვარდება, მაგრამ, ხშირად, დირიჟორების პრინციპის გამო, სცენაზე, სპექტაკლის დროს მომხდარა კონფლიქტი მომღერალსა და დირიჟორს შორის.

– თქვენ ასეთი რამ არასდროს დაგმართნიათ?

– ერთხელ მოხდა მსგავსი რამ – წავედი სცენიდან და გავაუქმე სპექტაკლი, რომელიც იტალიის პატარა თეატრში მქონდა. დირიჟორი უცნაური ადამიანი იყო, უნდოდა‚ სპექტაკლის განმავლობაში გამუდმებით მისთვის მეყურებინა თვალებში, მაგრამ, მე‚ რა თქმა უნდა‚ ამას არ ვაკეთებდი, რადგან „კარმენს“ ვმღეროდი და უნდა მეთამაშა, ჩემი პარტია უნდა შემესრულებინა. ის რაღაც მომენტში გაბრაზდა, მოტრიალდა და რეჟისორს ვითომ ხუმრობით უთხრა: „ხაბანერა“ მოვხსნათ, რადგან, მომღერალი რაღაც ვერ მღერისო. რა თქმა უნდა‚ ძალიან მეწყინა, გავედი სცენიდან, გავაუქმე სპექტაკლი და ვუთხარი: ასეთ ხუმრობას ვერ და არ მივიღებ, ჩემს პროფესიონალიზმზე ხუმრობა არ შეიძლება-მეთქი. ეს არ იყო მხოლოდ ხუმრობა, ნაწილობრივ სერიოზულად ნათქვამი იყო, რადგან, არ ვემორჩილებოდი მის ნებას. ამიტომ, ჯობდა‚ თანამშრომლობა მშვიდობიანად დაგვესრულებინა და წავსულიყავი. ბუნებრივია‚ ამ დირიჟორთან არასდროს აღარ მიმუშავია. 

– დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, თუ ახერხებთ მეუღლესთან ერთად სადმე დასვენებას?

– ზაფხულის თვეებში, აგვისტოს ბოლოს ვახერხებთ ერთად სადმე წასვლას, მაგრამ‚ მაინც ძალიან ცოტა დრო გვრჩება იმისთვის, რომ ერთად დავისვენოთ. ვცდილობთ, საქართველოშიც ერთად ჩამოვიდეთ, რადგან, ძალიან მოსწონს ქართველი ხალხი‚ უყვარს ქართული საჭმელები. ზაფხულში ჩემი დედამთილიც მყავდა ჩამოყვანილი და ისიც გაოცებული დარჩა ქართული სამზარეულოთი, ქართველი ხალხით, ჩვენი სტუმართმოყვარეობით, კულტურით. 

– 2012 წელი თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იყო – გქონდათ დებიუტი „მეტროპოლიტენ ოპერაში“, რამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა და ძალიან კარგი გამოხმაურებაც ჰქონდა. 

– „მეტროპოლიტენი“ დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრია, ალბათ‚ ყველა თეატრს შორის. არაჩვეულებრივი თეატრია, ძალიან კარგად ორგანიზებული, მაღალ დონეზე კეთდება ყველა სპექტაკლი. წელს მეორედ ჩავედი ამერიკაში, „მეტროპოლიტენში“ ვიმღერე „კარმენი“, თებერვალში ვბრუნდები ისევ „კარმენის“ სამღერლად. შემდეგში ჩემი დაბრუნება „მეტროპოლიტენში“ არის დებიუტი რუსულ ოპერაში – „თავადი იგორი“, იდირიჟორებს მაესტრო გიორგიევი. ეს იქნება ახალი დადგმა, ამიტომ, დაახლოებით ორთვე-ნახევარი ვიცხოვრებ ნიუ-იორკში, მოვამზადებთ ახალ სპექტაკლს, რომელიც‚ ჩემი აზრით‚ ძალიან საინტერესო იქნება. რაც შეეხება კრიტიკას, საკმაოდ საინტერესო კრიტიკები, რეცენზიები დაიბეჭდა „კარმენის“ შემდეგ „ნიუ-იორკ თაიმსში“ და „ნიუ-იორკ პოსტში“. საუბრობდნენ ხმის სიდიდეზე, მადარებდნენ თანამედროვეობის დიდ მეცო-სოპრანოს – დოლორა ზაჟიკს ხმის სიდიდითა და სილამაზით და ეს იყო ჩემთვის დიდი აღიარება. ასევე‚ ლაპარაკი იყო ჩემს სამსახიობო მონაცემებზე. 

– როგორც ვიცი‚ მალე გექნებათ დებიუტი მეუღლესთან ერთად.

 – დეტროიტში  ვერდის „აიდაში“ გვექნება დებიუტი: მე ვიმღერებ მეფის ასულის – ამნერისის პარტიას, რომელსაც უზომოდ უყვარს მთავარსარდალი რადამესი, მაგრამ, რადამესს არ უყვარს ამნერისი და უყვარს აიდა, რომელიც მსახურია. რადამესი არის ჩემი მეუღლე და სხვა ქალი უყვარს. 

– მერე, როგორ „ეგუებით“ ამ ამბავს?

– რას იზამ‚ ხდება ხოლმე. ჩვენს შემთხვევაში, სცენაზე ცალმხრივი სიყვარული იქნება – მე მეყვარება და მას არ ვეყვარები, მაგრამ‚ როცა საქმე მოითხოვს‚ ამისთვისაც მზად ვარ, შევეგუები. საინტერესო ის არის, რომ ერთად გვიწევს მუშაობა. დეტროიტში‚ მიჩიგანის შტატში, თვეზე მეტხანს ვიქნებით და მოვამზადებთ ამ სპექტაკლს. 

– გარდა საქმისა, ალბათ, ერთად ყოფნისთვისაც გამოიყენებთ დროს, რადგან, ამის ფუფუნება ხშირად არ გაქვთ.

– შანსი იქნება, რომ ერთად ვიყოთ და ეს ნამდვილად ფუფუნებაა ჩვენთვის. ბოლოს გერმანიაში, დორტმუნდში ვიმღერეთ ერთად „გალა“ და, სიმართლე გითხრათ‚ მივხვდი, რომ იოლია ერთად სიმღერა, რადგან, დიდხანს ვიმუშავეთ და საინტერესო იყო. პირველი სპექტაკლები იყო რთული, რადგან ორივე გამოუცდელი ვიყავით და ერთმანეთზე ვნერვიულობდით, დიდი იყო მზრუნველობის მომენტი. ახლა ამან გაიარა და კარგად ვმუშაობთ ერთად. ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, თან, ერთი და იმავე  ვოკალის მასწავლებელთან ვმეცადინეობთ, ერთმანეთის ვოკალური ტექნიკა ძალიან კარგად გვესმის. როდესაც მაესტრო არ გვყავს ხოლმე, ყოველთვის ერთმანეთს ვამღერებთ, ვამეცადინებთ.

– თქვენი პროფესია საკმაოდ რთულია და, ალბათ‚ სხვა პროფესიის ადამიანი რომ გყოლოდათ გვერდით, ასე კარგად ვერ გაგიგებდათ.

– რთულია‚ სხვა პროფესიის ადამიანმა გაიგოს ბოლომდე‚ ეს ყველაფერი რა დეტალებთან და სირთულეებთანაა დაკავშირებული. რაც უფრო მეტს მღერი, მუშაობ, სხეული უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება, ხმის იოგებზე აღარაფერს ვამბობ. პატარა შეცდომაზე, სიგარეტის ბოლზე, გამონაბოლქვზე, გაციებაზე – შეიძლება‚ პრობლემა გაჩნდეს. ამიტომ, ვცდილობთ, მოვუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, იოგებს, თუმცა‚ ვცდილობ‚ ამ ყველაფერს არ შევყვე. მოფრთხილება კარგია, მაგრამ, ზომიერება არ უნდა დაკარგო. ჩემი მეუღლე ჩემზე გაცილებით ენერგიულია, ის უფრო მეტად უფრთხილდება თავს, რადგან, ტენორია და მისთვის უფრო რთულია ეს პროფესია. კონფლიქტური არ ვარ, ყვირილამდე არასდროს მისულა საქმე. რომც გამიხდეს საყვირალი, ვერ ვიყვირებ, რადგან, ეს იქნება ძალადობა ჩემს იოგებზე. 

– როგორც ვიცი, 2014 წელი უკვე გაწერილი გაქვთ.

– 2014-იც, 2015-იც და იმის იქითაც. 2013 წელში მნიშვნელოვანია დეტროიტის დებიუტი ჩემს მეუღლესთან ერთად. მაქვს ვიზიტი ტოკიოში, ვმღერი ვერდის „რექვიემს“, ვბრუნდები „მეტროპოლიტენში“... და, ყველაზე უმთავრესი – 2013 წელს ვიმუშავებ მაესტრო ბარენბოიმთან, ბერლინის „შტაც-ოპერაში“, მასთან 2010 წლიდან აღარ მიმუშავია და ერთი სული გვაქვს ორივეს. ის ჩემი „მუსიკალური ნათლიაა“ – ასე უწოდა მან საკუთარ თავს, მისგან დაიწყო ყველაფერი, მან დამაკვალიანა, „დამაგდო“ „ლა სკალას“ სცენაზე. მისი ძალიან მადლობელი ვარ.

скачать dle 11.3