კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს 2000 წლის გამოშვება „გრანდ ჩეროკი“ 4.0 ძრავათი, რომელსაც აქვს ეგრეთ წოდებული კვადრო „რაზდატკა”. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ამ მოდელს დავუყენო ერთი და იმავე ზომის, მაგრამ სხვადასხვა ბრენდის საბურავები.

პასუხი: სხვადასხვა ბრენდის ერთი და იმავე ზომის საბურავების დაყენება შეიძლება, მაგრამ არა მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით. ვიზუალურადაც კარგად გადაამოწმეთ და თუ საბურავებს შორის ცდომილება იქნება, სავალ სისტემას იოლად დააზიანებს. არადა, არსებობს პრეცენდენტები, როცა საბურავებს ერთნაირი ზომა აწერია, მაგრამ რეალურად სხვა ზომისაა. ამას, რიგ შემთხვევებში, მარკეტინგული ხრიკისთვის იყენებენ. უკვე დისკზე გადაცმული და გაბერილი საბურავები ერთმანეთს მიადეთ და ზუსტად შეადარეთ, რადგან ცდომილება მხოლოდ ამ დროს შეიძლება, გამოჩნდეს.

კითხა: მყავს ავტომობილი „ჰონდა”. ამ ბოლო დროს ჩემს ავტომობილს ყველა პრობლემა ერთად დაეწყო – დააკლდა სიმძლავრე და წვამ მოიმატა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: ამ პრობლემას ძალიან მარტივად გადაჭრით, თუ ფილტრს შეცვლით. შეიძლება ბენზინის ფილტრი არ გაქვთ გამოცვლილი. ბენზინის წნევა შემდეგნაირად იქმნება – ჯერ ბენზინის ავზში, შემდეგ მილებით მიდის ფილტრთან და შედის საწვავის სისტემაში ძრავასთან. თუ ფილტრი გაჭედილია, მას გამტარობა არ ჰყოფნის და შესაბამისად, იყო წნევა, რასაც „ნასოსი” ქმნის, არ იქმნება ჩაფრქვევის სისტემაში. ანუ, ჩაფრქვევის მაგივრად, ხდება ჩაღვრა და შესაბამისად, ფეთქებაც ნაკლები აქვს, სიმძლავრეც და ნაკლებსაც წვავს. მაგრამ ხშირად არის ისეთი შემთხვევა, ბენზინის ფილტრს გამოვცვლით, მაგრამ პრობლემას აღარ შველის. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა, ფილტრის შეცვლაა დაგვიანებული, ან ჭუჭყი,  წყალი მოხვდა ავზში, ან უბრალოდ ტუმბოს როგორც დეტალს თავისი ცვეთა და რესურსი აქვს, ანდა შესაძლოა, თავიდანვე არ იყო კარგი ხარისხის, თვითონ „ნასოსი” კი ვერ ქმნის სათანადო წნევას, ამის გადამოწმება ძალიან იოლია. ნებისმიერ ხელოსანს, რომელიც ინჟექტორებს წმენდს აქვს ხელსაწყო, რომლითაც გასინჯავს მოეწოდება თუ არა სისტემას ბენზინი სათანადო წნევით. თუ დაზიანებულია „ნასოსი,” აღდგენა შესაძლებელია და არც მისი გამოცვლა წარმოადგენს დიდ პრობლემას. სხვადასხვა მოდელის „ნასოსიც” მიდის ერთმანეთზე, მთავარია მიდიოდეს და წარმადობა ჰყოფნიდეს. ანუ, იგივენაირ წნევას ქმნიდეს და გამტარობაც იდენტური ჰქონდეს. როგორც ორიგინალ ტუმბოს, ისე ახალსაც აწერია ეს ყველაფერი.

კითხვა: მყავს ავტომობილი „პასატი”, 1998 წლის. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა შეექმნა. ავტომობილს გახურების შემდეგ გავაჩერებ, ის აღარ იქოქება. მხოლოდ ცივზე იქოქება. სიცხეში კი, სადმე ხუთი წუთითაც რომ  გავჩერდე, მთელი საათი ველოდები ძრავას გაგრილებას. იქნებ ამიხსნათ, რის გამო ხდება ეს და როგორ გამოვასწორო სიტუაცია?

პასუხი: ამის ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად შეიძლება, ეს რელეს ბრალი იყოს. გირჩევთ, რელეები გადაამოწმოთ, რომელიც სადმე ერთ ბუდეშია მოთავსებული მცველებთან ახლოს. ყველაზე კარგია გამორიცხვის მეთოდი. იპოვეთ მსგავსი მოდელი, გააცხელეთ თქვენი ავტომობილი და როდესაც იმ კონდიციამდე მიხვალთ, რომ აღარ იქოქება, რელეები სხვა ავტომობილიდან სათითაოდ გადმოიტანეთ და ეცადეთ, დაიქოქოს. ასე, იოლად მიაგნებთ იმ ერთს, რომელიც დაზიანებულია. 

კითხვა: მაინტერესებს, რომელი უფრო სწრაფი ავტომობილია, 2012 წლის „მერსედესი ცეელესი” 6.3 (ანუ „5.5 ბი ტურბო“) ძრავათი თუ „ბეემვე ემ 6”? დრაგის შეჯიბრებებზე, 400 მეტრზე ერთი მანქანა მეორეს ასწრებს, მაგრამ მაინტერესებს უფრო გრძელ მონაკვეთებზე, როცა სიჩქარეს უფრო და უფრო უმატებენ, მაშინ რა ხდება? „ფორუმებზე“ სულ ვკითხულობ და ხან რას წერენ, ხან – რას, ორივეს ჰყავს მომხრეები. მონაცემების მიხედვით, რეალურად რისი საშუალება აქვთ ამ მოდელებს?

პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა „მერსედესსა“ და „ბეემვეს“ შორის ათწლეულებია გრძელდება და „მერსედესი“ სიმძლავრისთვის ყოველთვის უფრო მეტ ფულს ხარჯავს ვიდრე „ბეემვე“. მაგრამ, მაქსიმუმი, რასაც მიაღწია, მხოლოდ ისაა, რომ სტარტიდან „მერსედესი” ოდნავ წინ წასვლას ახერხებს. ეს ხდება იდეალური აქსელერაციის ხარჯზე, ავტომობილი თითქმის არ ბუქსაობს, რასაც ვერ ვიტყვით „ემ 6-ზე“. თუმცა, როგორც კი „ემ 6” ბუქსაობას მორჩება, ტყვიასავით ვარდება წინ და რამდენი ათეულიც ემატება სიჩქარეს, იმდენად წინ მიიწევს. მაგრამ ორივეს, ჯამში, ის პრობლემა აქვს, რომ ქარხნულად სპეციალური დამცავი მექანიზმი უყენია და როგორც კი სიჩქარე 270-ს მიაღწევს, მექანიზმი სიჩქარეს თიშავს. თუ სპეციალური ჩიპით არ არის რომელიმე მოდელი აღჭურვილი, ამაზე მეტ სიჩქარეს ვერ განავითარებს.

კითხვა: როგორ ხდება, რომ 3 000-4 500 დოლარის ფარგლებში ნაყიდი ავტომობილები ასწრებენ ისეთ ავტომობილებს როგორიცაა: ახალი „ემ 5”, „მერსედესი” „აემჯი”, „ფერარი იტალია” და სხვა. როგორ ხდება ეს, რას უკეთებენ ასეთს და თუ რაიმე ტიუნინგია შესაძლებელი, მაშინ ძვირიანი ავტომობილები რატომ არ აკეთებენ იგივეს?

პასუხი: ნებისმიერი ავტომობილი შეიძლება ისე მოვაწყოთ, რომ უსაზღვროდ სწრაფი იყოს, მით უმეტეს, თუ მისი ძრავი ტურბირებულია ან ტურბინა დამატებით დამონტაჟდა. რა თქმა უნდა, თვითონ ტურბინებშიც არის ძალიან დიდი სხვაობა, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. ამისთვის, მხოლოდ საჭიროა, ავტომობილი აღჭურვოთ კომპიუტერით, რომელიც პროგრამირდება და შემდეგ მიმართოთ გიორგი გელაშვილს, რომელსაც აქვს ფირმა „გელაშვილი პერფორმანსი”. ეს ფირმა სწორედ ამ საქმიანობით არის დაკავებული. მაგრამ, მეორე საკითხია, თუ რატომ არ უკეთებენ იგივეს ძვირად ღირებულ ავტომობილებს. საქმე ისაა, თუ რა რესურსი შერჩება ჩვენ ავტომობილს ასეთი ტიუნინგის შემდეგ. როდესაც ადამიანი ძვირად ღირებულ ავტომობილს ყიდულობს, მას სჭირდება ქარხნული გარანტიები, რომ რაღაც პერიოდი ეს ავტომობილი მას მოემსახურება. ამ ავტომობილმა კარგად უნდა იგრძნოს თავი როგორც დაბალ, ისე მაღალ სიჩქარეზე. თუ ასეთი ძვირად ღირებული ავტომობილის პატრონს მოუნდება, რომ ჰყავდეს ზესწრაფი ავტომობილი, ამ მანქანისთვისაც არსებობს ძვირად  ღირებული ტიუნინგი. მას იაფფასიანი ავტომობილი კონკურენციასაც ვერ გაუწევს, თუ მასაც იმავე ფასის ტიუნინგი არ აქვს გაკეთებული. 

 

скачать dle 11.3