კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქმარზე ეჭვიანობამ ცოლი ციხის კარამდე მიიყვანა

სამ პირთან ერთად ყაჩაღობისთვის ბრალდებული ელიზა ნ. გათავისუფლებიდან ზუსტად 9 დღეში ციხეში შებრუნდა. ახალგაზრდა ქალი, რომელმაც საპატიმროში სამ წელზე ცოტა მეტი გაატარა, მეორედ მეზობელი ქალის ცემისთვის დააკავეს. როგორც მან დაკითხვისას განაცხადა, ყველაფერი  ციხიდან გამოსვლამდე ჰქონდა დაგეგმილი და მოსალოდნელი შედეგიც წინასწარ ჰქონდა გათვლილი.

30 წლის ელიზა ნ. ციხეში ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის იჯდა. მას ბრალი ედებოდა სამ პირთან ერთად ჩადენილ დანაშაულში, რომელთაგან ერთ-ერთი მისი ქმარი – გია ნ. იყო. ქმრისგან განსახვავებით, ცოლი ჩავარდა. გამოძიება ვარაუდობდა, რომ მეუღლის დანაშაულის შესამსუბუქებლად, ძებნილი ქმარი აუცილებლად ჩაბარდებოდა, მაგრამ, გია ნ-ს ცოლის დახმარება არც უცდია. არადა, ის რომ არა, მისი ცოლი საპატიმროში არ აღმოჩნდებოდა. 

ელიზა ნ-ს დაპატიმრება კი, როგორც ოჯახისთვის, ასევე ახლობლებისთვის სრული შოკი იყო და მის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთეს. შედეგად, 9-წლიანი პატიმრობა 5 წელზე ჩამოუყვანეს. თუმცა, ასევე ადვოკატისა და ახლობლების ძალისხმევით, განსასჯელმა საპატიმრო 3 წლის შემდეგ დატოვა. ის ვადაზე ადრე გათავისუფლდა და, სწორედ ამიტომ, ცხრა დღეში მისი უკან შებრუნება უკვე ყველასთვის წარმოუდგენელი იყო...

როგორ გახადა ქმარმა ცოლი პატიმარი

როდესაც ელიზა და გია დაქორწინდნენ, გია პირველ ცოლთან, რომელთანაც ერთი წელიც კი არ უცხოვრია, ახალი გაშორებული იყო და ყოფილი სიმამრი მოსაკლავად დასდევდა. ეს ამბავი ყველამ იცოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ელიზას არც უფიქრია, რომ მის ცოლობაზე უარი ეთქვა. პირიქით, ქორწინების დასაჩქარებლად ყველაფერი იღონა. შეთანხმების თანახმად, მათი ქორწინება ელიზას მიერ სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ, არ მოიცადა და გიას ცოლად ჩუმად გაჰყვა. თუმცა, საქმიდან ჩანს, რომ ელიზას გარდა, მათ შეუღლებას ხელი ერთმანეთთან დაახლოებულმა მათმა მშობლებმაც შეუწყვეს. 

როგორც ჩანს, სწორედ ქორწინების შემდეგ იწყება კრიმინალისადმი ელიზას ინტერესი, რაც მას აშკარად ქმარმა გაუღვივა...

ელიზას ჩვენებით, რვა წლით უფროსი ქმარი იმდენად უყვარდა, რომ ყველაფერში უსიტყვოდ ემორჩილებოდა და სწორედ მის დამსახურებად მიიჩნევს, რომ ჯერ სიგარეტის, შემდეგ კი ეგრეთ წოდებული „პლანის” მოწევა დაიწყო. ქმარმა ნარკოტიკიც შემომთავაზა, მაგრამ, როგორც მომავალმა ექიმმა, ვიცოდი, რომ ჩვენს მომავალ შვილს, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეჰქმნოდა და წამალზე უარი ვთქვიო, – წერს გოგონა ჩვენებაში და არ მალავს, რომ „აკრძალულ ხილს” გემო ერთხელ, მაგრამ, მაინც გაუსინჯა და ნარკოტიკით მიღებული სიამოვნება იმდენად დიდი აღმოჩნდა, მიხვდა, რომ შესაძლოა, ქმრის მსგავსად, უკან ვეღარ დაეხია. ამიტომ, გადაწყვეტილება მიიღო  აღარასოდეს გაჰკარებოდა... 

ელიზას ჩვენებით, სწორედ ასეთმა ცხოვრებამ და ქმრის კრიმინალურმა წრემ მიიყვანა ციხემდე, რასაც დაემატა მათი უფულობა – მშობლების მიერ მიცემული ფული, მისი ქმრის ნარკომანობის გამო, რამდენიმე დღე თუ ჰყოფნიდათ. ამიტომ, აუცილებელი გახდა, დამატებითი შემოსავალი ეშოვათ და იშოვეს კიდეც – გია ნ-ს ნათესავის სახლიდან 11 000 დოლარი და ძვირფასი ნივთები გაიტანეს. ძარცვაში კი, ქმრის თხოვნით, თავადაც მიიღო მონაწილეობა...

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბოროტმოქმედებთან ერთად, ელიზა ნ. მისი მეუღლის ნათესავის ბინის ძარცვაში მონაწილეობდა. ნიღბებითა და იარაღებით აღჭურვილმა ოთხმა თავდამსხმელმა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ჯერ დააბეს და სცემეს, შემდეგ კი გაქურდეს. პირველი ვერსიით, იარაღი ელიზასაც ჰქონდა და ის უშუალოდ ბავშვზე, მისი ქმარი და დანარჩენები კი ბავშვის მშობლების ცემა-წამებასა და ამ გზით ნადავლის მოპოვებაზე „ზრუნავდნენ”. თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერსია შეიცვალა და გამოიკვეთა, რომ ელიზა ბინაში საერთოდ არ ყოფილა და, შესაბამისად, არც იარაღი ჰქონია. მართალია, ის საქმეში გადიოდა, მაგრამ, სხვა როლი ჰქონდა  – მას სახლისთვის გარედან უნდა ედარაჯა და, საეჭვო ვითარების შექმნის შემთხვევაში, ქმრისთვის ავტომანქანის სამჯერ დასიგნალებით ეცნობებინა. რომელი ვერსია იყო სწორი, სადავოა. ითქვა, რომ პირველი ვერსია გამოძიებამ დაკავებულის ქმრის გამო შექმნა, რათა პოლიციას ჩაბარებოდა და ცოლის დანაშაულიც საკუთარ თავზე აეღო, მაგრამ, ამ ვარიანტმა არ გაჭრა. ამიტომ, ელიზა ნ-ს ბრალდება თანდათან ისე შემსუბუქდა, რომ ცხრაწლიანი პატიმრობა 5 წლამდე შეუმცირდა, საბოლოოდ კი დადგინდა, რომ ელიზა დანაშაულში მხოლოდ დამხმარე იყო. მეტიც, გამოძიებით ისიც დადგინდა, თითქოს ელიზამ არც კი იცოდა, რომ მისი ქმარი და ქმრის თანამზრახველები ბინაში საყაჩაღოდ შევიდნენ. რაც შეეხება თანხასა და ძვირფასეულობას, ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნივთები მისთვის არავის უჩვენებია... 

არანაკლებ საინტერესოა, თუ როგორ გაიხსნა ყაჩაღობის საქმე. თავდამსხმელები, კერძოდ, გია ნ, 8 წლის ბავშვმა ხმით ამოიცნო. მშობლები სწორედ მან დაარწმუნა, რომ მათ ბინაში გია ნ. იმყოფებოდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე სანთებელა დარჩა, რომელზე აღებული თითის ანაბეჭდებითაც დადგინდა, რომ მისი მფლობელი წარსულში ნასამართლევი ზვიად თ. იყო. რაც შეეხება მესამე პიროვნებას, მისი ვინაობა ვერ დადგინდა. მართალია, ელიზა ნ-მ და ზვიად თ-მ გამოძიებასთან ითანამშრომლეს, მაგრამ, მათ განაცხადეს, რომ მესამის ვინაობა არ იცოდნენ. 

საგულისხმოა, რომ, დაზარალებულთა ჩვენებებით, ბინაში ყოფნისას ყველაზე მეტად ძებნილი გია ნ. აქტიურობდა. მართალია, ის არ ლაპარაკობდა, მაგრამ აგრესიულობით გამოირჩეოდა. ოჯახის უფროსის თქმით, სწორედ მისი ბრძანებით, მეორე თავდამსხმელმა იარაღის კონდახით მას თავი გაუტეხა, შემდეგ კი მეორე ოთახში გაათრიეს და იქ სცემდნენ. დაზარალებული ამბობს, რომ მას მაშინაც არ დაანებეს თავი, როცა ფულისა და ძვირფასეულობის სამალავი გაუმხილა. თუმცა, ამბობს, რომ ყველაზე მეტად ცოლზე და მცირეწლოვან შვილზე ნერვიულობდა, რომლებიც ცალ-ცალკე ოთახებში ჰყავდათ და არ იცოდა, მათ როგორ ექცეოდნენ...

რაც შეეხება ბავშვის მიერ თავდამსხმელის ამოცნობას, მცირეწლოვანი ჩვენებაში ირწმუნება, რომ, მიუხედავად ნიღბისა, გია ნ. მან თვალებით იცნო და იფიქრა, რომ მას არაფერს დაუშავებდა. ამიტომ, გაქცევა დააპირა, მაგრამ, გია ნ-მ მოგუდული ხმით დაუძახა, რომ არ განძრეულიყო და მის ყველა ბრძანებას დამორჩილებოდა, რადგან, ასე თუ არ მოიქცეოდა, მის მშობლებს დახოცავდა. ბავშვი ამბობს, რომ ამით დარწმუნდა, რომ გია იყო, მაგრამ, თვალი აარიდა და მის რჩევას დაემორჩილა, რადგან, მუქარის შეეშინდა...

საბოლოოდ, ბავშვის ჩვენებისა და შემთხვევის ადგილზე დატოვებული მამხილებელი ნივთების წყალობით, საქმე უტყუარად გაიხსნა, მაგრამ, ციხეში მხოლოდ ელიზა ნ. და ზვიად თ. აღმოჩნდნენ, რომლებმაც დანაშაული აღიარეს, თუმცა, ფაქტობრივად, ყველაფერი ძებნილებს დააბრალეს, მაგრამ, ელიზასგან განსხვავებით, ზვიად თ-ს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას იმედი ჰქონდა, რომ გარეთ დარჩენილები დაეხმარებოდნენ, მაგრამ, სულ ტყუილად.

მომხდარის შემდეგ რა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ელიზასა და გიას მშობლებს შორის, ადვილი წარმოსადგენია. ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთს აბრალებდნენ შვილების კრიმინალებად ჩამოყალიბებას. გიას მშობლებმა რძალს ქმრის ღალატიც კი დააბრალეს. ბრალდებებს ბოლო არ უჩანდა და, საბოლოოდ, მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო: ელიზა ნ-ს არა მხოლოდ ოჯახი დაენგრა, ვერც სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და რაც მთავარია, ქმრის გამო პატიმარი გახდა. ყველაზე „საინტერესო“ კი მისი ციხეში ყოფნის პერიოდში მოხდა: ქალმა შეიტყო, რომ მისმა ძებნილმა ქმარმა მეზობელი და მისი ახლო მეგობარი ნანა მ. გაიხადა საყვარლად, თუმცა, ვინაიდან გია საქართველოში ვერ ჩამოდიოდა, ნანა თავად ჩავიდა მასთან. რამდენიმე თვის შემდეგ კი ფეხმძიმე ქალი საქართველოში მარტო დაბრუნდა. აღმოჩნდა, რომ გია ნ-მ დანაშაული იქაც ჩაიდინა და დააპატიმრეს, რის გამოც ნანა მ. იძულებული გახდა, მშობლებთან დაბრუნებულიყო. 

ციხიდან გამოსულმა ელიზა ნ-მ ქმრის ნაცვლად სწორედ მასზე იძია შური. როგორც ის ჩვენებაში უსვამს ხაზს, გათხოვებამდე სწორედ ნანა იყო მისი გულშემატკივარი. მისი თქმით, ის და გია ერთმანეთს სწორედ ნანასთან ხვდებოდნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის მის ქმარს აეკიდა. მით უმეტეს, იცოდა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ელიზას გია თავდავიწყებით უყვარდა. 

ელიზა ნ-ს ჩვენებით, ამიტომ გადაწყვიტა მან ნანაზე შურისძიება და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მას ყველასგან მალულად ესტუმრა. როგორც ჩვენებებიდან ირკვევა, ძველი მეგობრები და მეზობლები ერთმანეთს თავიდან თბილად შეხვდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, პატიმრობიდან ახალგამოსულს ნერვებმა უმტყუნა და მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ნანა მ-ს სასტიკად სცემა. რომ არა სახლში მყოფი ნანას ბებია, შესაძლოა, ტრაგედიაც დატრიალებულიყო... 

ელიზა ნ. პოლიციამ გათავისუფლებიდან ზუსტად მეცხრე დღეს აიყვანა. დაუჯერებელია, მაგრამ, ცემის გამო მას მხოლოდ ჯარიმა შეუფარდეს, თუმცა, ვინაიდან ციხიდან ვადაზე ადრე იყო გათავისუფლებული, წარსულში მოუხდელი სასჯელი დაემატა და, საბოლოოდ, წელიწადი და 9 თვე პატიმრობა განესაზღვრა...

скачать dle 11.3