კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

21 იანვარი

1506 – რომის პაპის – იულიუს მეორის ბრძანებით შეიქმნა ვატიკანის შვეიცარიელთა გვარდია. ის მსოფლიოში დღეს არსებულთაგან ყველაზე ძველ სამხედრო შენაერთად ითვლება.

1954 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში პირველი ბირთვული წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“.

1993 – ქალაქ უტიკაში (ამერიკის შეერთებულ შტატებში)  გამოაცხვეს მსოფლიოში უდიდესი ფუნჩულა („პონჩიკი”), წონით 1,7 ტონა.

22 იანვარი

1964 – ზამბია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1970 – დაიწყო თვითმფრინავ „ბოინგ 747-ის“ რეგულარული ფრენები (დღეს ის ყველაზე უფრო გავრცელებული სამგზავრო თვითმფრინავია მსოფლიოში).

23 იანვარი

1556 – ჩინეთში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრა (9 ბალი), რომლის მსხვერპლი გახდა 820 ათასი ადამიანი. 

1960 – შვეიცარელმა მეცნიერმა ჟაკ პიკარმა და ამერიკელმა დონალდ უოლშმა ბატისკაფ, „ტირესტით“, მიაღწიეს რეკორდულ სიღრმეს – 10 915 მეტრზე ჩაეშვნენ მარიანის ღრმულში. 

24 იანვარი

41 – რომში შეთქმულებმა, კასიუს ხერეას მეთაურობით, მოკლეს იმპერატორი კალიგულა.

1848 – ჯეიმს მარშალმა კალიფორნიაში აღმოაჩინა ოქროს საბადო, რაც გახდა „ოქროს ციებ-ცხელების“ დასაწყისი.

1922 – ამერიკელმა კრისტიან ნელსონმა დააპატენტა ნაყინი „ესკიმო“.

25 იანვარი

1831 – პოლონეთის სეიმმა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი, პოლონეთის სამეფო ტახტიდან გადააყენა და პოლონეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1895 – შედგა პირველი საერთაშორისო მატჩი ბალახის ჰოკეიში. ირლანდიამ მოუგო უელსს,  ანგარიშით – 3:0.

1924 – ფრანგულ ალპურ კურორტ შამონში გაიხსნა პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

1971 – უგანდის ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი იდი ამინი. 8 წლის განმავლობაში მის მმართველობას შეეწირა 300 ათასამდე ადამიანი.

26 იანვარი 

1788 – ავსტრალიაში პირველად დასახლდნენ ინგლისელი კოლონისტები.

1875 – ამერიკელმა ჯორჯ გრინმა დააპატენტა კბილის  საბურღი მანქანა.

1886 – გერმანელმა კონსტრუქტორმა, კარლ ბენცმა, აიღო პატენტი სამბორბლიან ავტომობილზე შიდაწვის ძრავით.

1905 – სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი – „კულინანი“ (3 106 კარატი).

1924 – საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქ პეტროგრადს სახელი შეუცვალა და დაარქვა ლენინგრადი.

2000 – კრემლში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი და ბელორუსია ერთიან სახელმწიფოს ქმნიდნენ.

27 იანვარი

1593 – ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის ციხეში მოხვდა. 

1895 – სანკტ-პეტერბურგში, მარინის თეატრში, შედგა პრემიერა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტისა „გედების ტბა“.

1918 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ეკრანებზე გამოვიდა პირველი ფილმი ტარზანის შესახებ. ამ პერსონაჟზე დღესდღეობით გადაღებულია 100-ზე მეტი ფილმი.

1926 – ლონდონში შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდმა საზოგადოებას წარუდგინა პირველი ტელევიზორი.

скачать dle 11.3