კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თინა და ირინა წიქარიძეების „არჯუნი“ „ოსკარის“ ნომინანტობის კანდიდატების სიაშია

ქართველი დები – ტყუპები, ირინა და თინა წიქარიძეები ბომბეიში, ბოლივუდის 3D ანიმატორებად მუშაობენ. მათ არაერთი საინტერესო პერსონაჟი ჰყავთ შექმნილი. მუშაობენ როგორც ინდურ, ასევე, ჰოლივუდის მულტიპლიკაციაზე. არც მეტი, არც ნაკლები, „მადაგასკარის“ პინგვინები, რომლებიც ჩვენს პატარებს ასე უყვართ, სწორედ მათი შექმნილია. ანიმატორ დებს ბომბეიში დავუკავშირდით. 

 

თინა წიქარიძე: უკვე რვა წელია, ინდოეთში, ბომბეიში ვცხოვრობ. ჩვენ ვმუშაობდით „აჯუბაში“, მანამდე კი ინდური კინოს ფესტივალებზე მოსკოვში, თარჯიმნებად. უბრალოდ, მოგვინდა აქ ჩამოსვლა. პირველად სამი თვით წამოვედით ინდოეთში. საოცრად მოგვეწონა აქაურობა. გარკვეული ხნის შემდეგ თბილისში დავბრუნდით, თუმცა მერე ისევ ჩამოვედით ინდოეთში. ჩემი და, ირინა, დარჩა და „დრიმვორქ ფიქჩერზში“ საკმაოდ მაღალ, საპასუხისმგებლო პოსტს იკავებს. მოკლედ, ძალიან ბედნიერია ამით (იცინის). ინდური კულტურით ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავით დაინტერესებულები, 17 წლის ასაკში ჰინდის შესწავლა დავიწყეთ. სხვათა შორის, ფილმებსა და წიგნებში ნანახი ინდოეთი რეალურს არ დაემთხვა. ირინა 19 წელია აქაა, მე – 8. კინოში ყველაფერი ლამაზად არის ნაჩვენები, მაგრამ, დიდი სიღარიბეც არის ამ ქვეყანაში, თუმცა, ძალიან კარგი და კომუნიკაბელური ხალხია. უკვე კარგად ვიცით აქაური მენტალიტეტი და ტრადიციები. 

– რა დაემთხვა თქვენს წარმოდგენას?

– ქორწილები (იცინის). ზუსტად ისეთია, როგორც ფილმებში. ამას წინათ ვიყავით ერთი ძალიან ცნობილი ინდოელის ქორწილში. გოგო იყო ინდოელი, ბიჭი – ამერიკელი. ბევრი უცხოელი იყო ჩამოსული, მაგარი დრო ვატარეთ. ტრადიციული ტანსაცმელი – სავარკამიზი გვეცვა. ასე ქუჩაში არ ცეკვავენ და მღერიან (იცინის). ძალიან კარგად მიგვიღეს. კარგად ვართ, მაგრამ ქართული საჭმელი გვენატრება – ლავაში, სულგუნი, აჭარული ხაჭაპური, ლაღიძის წყლები, მწვადები. ჩვენ თვითონ მზადებისთვის მაინცდამაინც დრო არ გვრჩება. ხორცს მაინცდამაინც არ ჭამენ ინდოეთში და, სადაც ჭამენ, იმასაც სხვანაირი გემო აქვს. უკვე მივეჩვიეთ აქაურ საჭმელებს და ისე ცხარედაც აღარ გვეჩვენება. 

– მოსკოვში ინდური კინოს ფესტივალებზე რა ხდებოდა?

 – თარჯიმნებად ვმუშაობდით ლეილასთან ერთად. აქ რომ ჩამოვედით, შევხვდით და გავიცანით ამიტაბჰ ბაჩანი და ვეხმარებოდით ასისტენტების რანგში. მერე შაში კაპურს შევხვდით 1987 წელს. „აჯუბა ფილმი“ – ბოლივუდის უდიდესი სტუდია იღებდა იალტაში ფილმს და წავყევით თარჯიმნებად, მერე ბიშკეკშიც… კარგი დრო ვატარეთ. „პერესტროიკა” იყო დაწყებული და უცხოეთში წასვლა ისეთ პრობლემას აღარ წარმოადგენდა. ბევრი ხალხი გავიცანით – მწერლები, მსახიობები, მხატვრები...

– უშუალოდ ანიმაციით როგორ და როდის დაინტერესდით?

– ირინა ჯერ კიდევ თბილისში დადიოდა მულტიპლიკაციის კურსებზე – მოსკოვიდან იყვნენ ჩამოსულები სპეციალისტები და ისინი ასწავლიდნენ. ინდოეთში რომ ჩამოვედით, ვნახეთ, რომ აქ თითქმის არ იყო განვითარებული ეს სფერო – ინდური მულტფილმები თითქმის არ არსებობდა. მერე, ნელ-ნელა, 1996 წლიდან, კომპიუტერული ანიმაცია წამოვიდა და ირინა მიიწვიეს მულტიპლიკაციის პედაგოგად სტუდიაში ჰაიდარაბადში და იქ ასწავლიდა ანიმაციის ხელოვნებას. მერე, 3D ანიმაცია რომ შემოვიდა, მეც ჩამოვედი, დავინტერესდი და ირინამ შემასწავლა პროგრამები, რითაც მულტიპლიკაციურ პერსონაჟებს ვქმნით. მერე ერთი წელი მეც ვიყავი პედაგოგი – ინსტიტუტში ვასწავლიდი. ამჟამად ჩვენ ვართ ბანგალორში. ამერიკულ „დრიმვორქ ფიქჩერზში“ ვმუშაობდით, მე ამჟამად კონტრაქტი დამიმთავრდა და ამერიკიდან და ჩინეთიდან საკმაოდ სერიოზულ დაკვეთებს ველოდები. ბანგალორში ხუთი უდიდესი ამერიკული კინოსტუდიაა. ირინა ბომბეიში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დირექტორია. სხვათა შორის, მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული „მადაგასკარის“ პინგვინები ჩემი შექმნილია; ასევე, ვმუშაობდი „დრიმვორქის“ დაკვეთით „დრაკონების“ ცნობილ მულტიპლიკაციურ სერიალზე. დაინტერესება ამ სფეროთი ინდოეთში ძალიან გაიზარდა, ბევრი უნივერსიტეტი და კოლეჯია, სადაც ანიმაციას ასწავლიან. მიყვარს ახალგაზრდებთან მუშაობა,  თან, კარგადაც გვიხდიდნენ.

– კრიტიკულად აფასებთ საკუთარ ნამუშევრებს?

– რა თქმა უნდა, ძალიან! სცენებს გვაძლევენ შესასრულებლად და, ერთ სცენას რომ ვაბარებთ და მეორეს ვიწყებთ, უკვე პირველი აღარ მოგვწონს ხოლმე. ისე, ტელევიზორში არ გვინახავს, რადგან, სახლში არ გვაქვს ტელევიზორი. ვფიქრობთ, რომ შეგვეძლო, უკეთესად გაგვეკეთებინა. ანიმაცია ისეთი საქმეა, ტექნიკურად სულ ვითარდება და სულ უნდა ისწავლო. მე გამიმართლა, იმიტომ, რომ ჩემი და მუშაობდა, ვუყურებდი და ვსწავლობდი. მერე ვისწავლე სოფტვეა, რომელშიც კეთდება მულტფილმები. შეგიძლიათ, ნახოთ, ადრე როგორი მულტფილმები იქმნებოდა და ახლა როგორია. სამწუხაროდ, მე ხატვა არ ვიცი, ამიტომ, 3D ანიმაცია მირჩევნია, ხელით არ მიცდია ხატვა.

– როგორია თქვენი ჩვეულებრივი ინდური ცხოვრება?

– ძირითადად ბოულინგის ან ბილიარდის სათამაშოდ დავდივართ. შაბათ-კვირას მივდივართ ნაციონალურ პარკში, სადაც არიან ვეფხვები და სპილოები ვოლიერების გარეშე, საშიში არ არის არანაირად, გაძლევენ დახურულ მანქანას და იმით მოძრაობ პარკში, ძალიან მაგარია. 

– ბოლივუდურ მულტფილმებზეც გვითხარით ორიოდე სიტყვით. 

– სხვათა შორის, ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: ირინა მუშაობდა ძალიან პოპულარულ ინდურ მულტფილმზე „არჯუნი”, როგორც ანიმაციის დირექტორი. ეს არის ინდური მითოლოგიის ძალიან ცნობილი გმირი. კარგი გამოხმაურება ჰქონდა პრესაში, ხალხსაც ძალიან მოეწონა. ეს ხომ ინდოელი გმირია და უფრო კარგად გაიგეს ბავშვებმაც. საკმაოდ მაღალი დონის ანიმაციაა. „არჯუნი” „ოსკარის“ ნომინანტობის კანდიდატების სიაშია. 

– ინდური კინო თუ მოგწონთ?

– არის კარგი კინოებიც, მაგრამ, უმეტესობაში ძალიან დაეცა ხარისხი. ისინი აკეთებენ იმას, რასაც მოელის ხალხი – სიმღერებით, ცეკვებით, ანუ, გასართობ ფილმებს. 

ისე ქართული კულტურა და ინდური კულტურა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. სხვათა შორის, ინდურშიც ძალიან ბევრი სპარსული სიტყვაა, ისევე, როგორც ქართულში და, ამიტომ, არ გაგვჭირვებია სწავლა. ძალიან კარგად მიგვიღეს ინდოელებმა, სიხარულისგან გიჟდებოდნენ, უცხოელები ინდურად რომ ვლაპარაკობდით. ინდური კინოს ვარსკვლავებსაც ვიცნობთ. „არჯუნი” ერთმა ცნობილმა ინდოელმა მსახიობმა გაახმოვანა; ასევე ახლა გამოვიდა ჩვენი შექმნილი ახალი მულტფილმი, რომელიც კარინა კაპურმა გაახმოვანა. 3D ანიმაციის მთავარი სირთულე ისაა, რომ, მოახერხო და გმირი გააცოცხლო – პერსონაჟი უნდა იყოს ცოცხალი და დამაჯერებელი. ამიტომ, ანიმატორი მსახიობიც უნდა იყოს. ჩემი საყვარელი პერსონაჟია ჯულიანი; ასევე, რიკო-ჯულიანი, რომელიც თამამი და უსინდისო ვინმეა (იცინის). საინტერესო საქმეა მულტპერსონაჟების შექმნა. 

– ალბათ, სიამაყის გრძნობაც გაქვთ, რომ ასეთი ცნობილი მულტფილმების შემქმნელები ხართ.

– რა გითხრათ... დიდად არა, რადგან, ჩვენს შექმნილ პროდუქციას ძირითადად ბავშვები უყურებენ და ბავშვებთან ხომ არ დავიწყებთ თავის მოწონებას (იცინის). ისე, სასიამოვნოა, როცა  მთელი მსოფლიოს პატარებს მოსწონთ ჩვენი პერსონაჟები.

– ტრადიციული სამოსი გაცვიათ?

– სარი აქ არავის აცვია, უფრო სავარკამიზი, რომელიც ჩვენც გვაქვს. აქ ძალიან ჭრელად აცვიათ, თბილისში რომ ჩამოვედით, ყველაფერი გადაშავებული მოგვეჩვენა. აქ ხალხს ფერადი ტანსაცმელი უყვარს და უფრო ბედნიერი სახეები აქვთ, ხშირად იღიმებიან, თბილისში კი ყველა შეწუხებული და დაღვრემილი სახით დადის. მესმის, რომ არ არის კარგი სიტუაცია, მაგრამ, აქ უარესად ცხოვრობს ხალხი, ამიტომაც, აქ უფრო კარგად ვგრძნობთ თავს. ისინი მუშაობენ საკუთარ თავზე, ძალიან მიზანდასახული ხალხია. სიმართლე გითხრათ, ქართული ანიმაციის ბედიც მადარდებს, არც ვიცი, მანდ რა ხდება. 

– ესე იგი, ახალ შემოთავაზებებს ელოდებით. 

– რუსეთიდან და ჩინეთიდან მქონდა ძალიან სერიოზული შეკვეთები და სახლში ვმუშაობდი, ახლა კიდევ ველოდები. ჩინეთიდან იყო ორი 40-წუთიანი ფილმი, რუსეთშიც მალე გამოვა ეკრანზე ჩემი ნამუშევარი – დაახლოებით მაისის ბოლოს. სტუდიაში უფრო რთულია მუშაობა, ვიდრე სახლში – სტუდიაში მაინც დიდი კონკურენციაა, მოსწრებაზეა საქმე. 

– თქვენი გარეგნობა, ალბათ, ძალიან ხვდებოდათ თვალში.

– არც ისე. ბევრი თეთრია აქ, ევროპული გარეგნობის. 

– თქვენი შვილი არ გაჰყვა თქვენს გზას?

– არა, არ აინტერესებს, ინდოელი მეუღლე ჰყავს და ბომბეიში ცხოვრობს, ძალიან კარგი რძალი მყავს. ჩემი ვაჟი ერთი უმსხვილესი ფირმის ით-ჰედია. მყავს პატარა შვილიშვილი, რომელსაც ძალიან მოსწონს ჩემი მულტფილმები.

 

скачать dle 11.3