კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

NBA-ს ყველაზე ცნობილი და დაუმხობელი რეკორდები

 

NBA-ში მრავალი რეკორდია დამყარებული, რომელთა დამხობა, ან თუნდაც, გამეორება, კალათბურთის ექსპერტების აზრით, „შეუსრულებელი მისიის” ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ ლიგაში ამჟამად მრავალი ვარსკვლავი ასპარეზობს, იმ რეკორდების მოხსნა, რომელთაც ტოპ-ათეულის სახით წარმოგიდგენთ, ძნელად წარმოსადგენია.

 

„ჩიკაგო ბულზის” სეზონი (1995-1996)

1995-1996 წლების სეზონის დაწყებამდე „ჩიკაგო ბულზს,” სადაც მაიკლ ჯორდანი და სკოტი პიპენი ლიდერობდნენ, დენის როდმანი შეუერთდა და ფილ ჯექსონის გაწვრთნილი გუნდი დაუმარცხებელი გახდა. იმ სეზონის „ბულზის” მაჩვენებელი NBA-ს ისტორიაში დღემდე საუკეთესოდ ითვლება:  72 მოგება 10 მარცხი. მსგავსი შედეგი ჯერაც არ დაფიქსირებულა და როდესაც გასულ სეზონზე „მაიამი ჰითს”, სადაც ლებრონ ჯეიმსი ბრწყინავს, ამ სარეკორდო შედეგის განმეორებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაიამურმა კლუბმა ჩიკაგოელების შედეგთან მიახლოებაც კი ვერ მოახერხა – მხოლოდ 58 მატჩის მოგება შეძლო სეზონის ბოლომდე.

ხოსე კალდერონის საჯარიმო ტყორცნები

„ტორონტო რეპტორზის” გამთამაშებელმა ხოსე კალდერონმა 2008-2009 წლების სეზონზე 154 საჯარიმო ტყორცნა განახორციელა და აქედან მხოლოდ სამის ჩაგდება ვერ მოახერხა. ეს მიღწევა, იმ მოთამაშეებისთვისაც კი, რომელთა საერთო მაჩვენებელი სეზონში 88 პროცენტს შეადგენს, ფანტასტიკის დონეს წარმოადგენს. 98,1 პროცენტი – ასეთია კალდერონის ჩაგდებული საჯარიმოების შედეგი, რითაც მან 1980-1981 წლებში კელვინ მერფის 95,8-პროცენტიანი საჯარიმოების შესრულებით დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. კალდერონის რეკორდის მოსახსნელად მოთამაშემ სეზონში ყველა საჯარიმო იდეალურად ზუსტად უნდა შეასრულოს, რაც  საკმაოდ რთული საქმეა.

უილტ ჩემბერლენის ერთ სეზონზე ჩაგდებული 50,4 ქულა

NBA-ს მოთამაშისთვის საშუალოდ ერთ მატჩში 50 ქულის მოხვეჭა დიდი იშვიათობაა. გამონაკლისი იყო ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი, რომელმაც 1961-1962 წლების სეზონზე 42 მატჩში 50-ზე მეტი (50,4) ქულის ჩაგდება მოახერხა. ყველაზე ახლოს ჩემბერლენის რეკორდთან თვით მაიკლ ჯორდანი იყო, მაგრამ, ისიც მხოლოდ 1987-1988 წლების სეზონზე, როცა საშუალო 37,8 ქულით შემოიფარგლა. 

რაშიდ უოლესის 41 ტექნიკური ფოლი ერთი სეზონის განმავლობაში

2001-2002 წლების სეზონზე უოლესმა 80 მატჩში 41 ტექნიკური გაფრთხილება მიიღო. მსგავსი მაჩვენებელი NBA ისტორიას არ ახსოვს. იგივე შეიძლება ითქვას უოლესის მიერ დაგროვილ ტექნიკურ ფოლებზე კარიერის განმავლობაში, რომელთა რაოდენობა 304-ია და, იმის გათვალისწინებით, რომ ლიგის ახალი წესდების თანახმად, მე-16 ტექნიკური ფოლის შემდეგ მოთამაშეს დისკვალიფიკაცია ეძლევა, უოლესის მიღწევის თუნდაც განმეორება შეუძლებელია.

ბილ რასელის 11 საჩემპიონო ბეჭედი

რასელი და „ბოსტონ სელტიქსი” 1957-1969 წლებში დომინირებდნენ საკალათბურთო ასოციაციაში და 13 სეზონიდან 11-ში  ჩემპიონები გახდნენ. დროის იმ მონაკვეთში ლიგის კლუბების რაოდენობა 8-დან 14-მდე გაიზარდა, ამჟამად კი ლიგაში სულ 30 კლუბია და ამ შედეგის განმეორება პრაქტიკულად შეუძლებელია. რასელის რეკორდთან მიახლოებულთა შორის ვერც მაიკლ ჯორდანს და ვერც კობი ბრაიანტს ნახავთ, შვიდი საჩემპიონო ბეჭედის მფლობელია, რობერტ ორია, რომელიც შვიდჯერ გახდა  ჩემპიონი შემდეგი კლუბების შემადგენლობაში:  „ჰიუსტონ როკიტსი”, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” და „სან-ანტონიო სპურზი”.

ქარიმ აბდულ-ჯაბარის 38 387 ქულა კარიერის განმავლობაში

გაბარიტების, ათლეტური აღნაგობისა და ოსტატობის ხარჯზე, ლეგენდარული ქარიმ აბდულ-ჯაბარი თავისი კარიერის განმავლობაში მაღალი შედეგით გამოირჩეოდა. „სქაიჰუკის” დახმარებით კი, რომლის დაფარება შეუძლებელი იყო, ქარიმი 40 წლის ასაკშიც ახერხებდა ქულების მოხვეჭას. NBA-ში გატარებული 20 წელიწადში ყველაზე მეტი ქულის მოხვეჭა მოახერხა კალათბურთელებს შორის. მასთან ყველაზე ახლოს დგას კარლ მელოუნი 36 928 ქულით, თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, რაც ის დიდი სპორტიდან წავიდა. ლებრონ ჯეიმსი და კობი ბრაიანტი მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან აბდულ-ჯაბარს და, ძნელად სავარაუდოა, რომ ოდესმე მოახერხონ ამ შედეგის მიღწევა.

ეი სი გრინის ზედიზედ ჩატარებული 1 192 მატჩი

14 სეზონზე ეი სი გრინმა ზედიზედ 1 192 მატჩი ისე ითამაშა, რომ მოედნიდანაც კი იშვიათად გადიოდა. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე ეი სი გრინი იმითაც არის ცნობილი, რომ, მისი თქმით, კარიერის განმავლობაში მას არასდროს ჰქონია სექსი და ვაჟწულობა მხოლოდ მაშინ დაკარგა, როდესაც ბოლო მატჩი ითამაშა საკალათბურთო ასოციაციაში.

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” 33-მატჩიანი მოგებათა სერია

1971-1972 წლების სეზონზე „ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” ზედიზედ 33 მატჩის მოგება მოახერხა. ორ თვეზე მეტხანს ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა „ლეიკერსის” დამარცხებას. საგულისხმოა, რომ მოგებების სერია გუნდმა მაშინ დაიწყო, როცა კლუბიდან ელჯინ ბეილორი – იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე წავიდა. თუმცა, კლუბში კვლავ რჩებოდნენ გეილ გუდრიჩი, უილ ჩემბერლენი და ჯერი უესტი. ხანგრძლივობით მეორე მოგებების სერია „ჰიუსტონ როკიტსის” ანგარიშზეა, რომელიც 22 მატჩი გაგრძელდა 2007-2008 წლების სეზონზე.

ჯონ სტოქტონის 15 806 შედეგიანი გადაცემა

ჯონ სტოქტონი NBA-ის ისტორიაში უდიადესი გამთამაშებლის სახელით არის შესული. მისი და კარლ მელოუნის დუეტი 19 სეზონის განმავლობაში აწიოკებდა „იუტა ჯაზის” მეტოქე გუნდებს. სტოქტონის მიღწევის გამეორება პრაქტიკულად მიუღწეველია. ამ ლეგენდარულ შედეგთან ყველაზე ახლოს მყოფი ჯეისონ კიდი 4 000 „პასით“ ჩამორჩება ლიდერს. მესამეა სტივ ნეში, რომელსაც 6 ათასი ჩაწოდებით ნაკლები აქვს, კრის პოლს კი – 11 ათასით. გარდა შედეგიანი გადაცემებისა, სტოქტონის რეკორდი ჩაჭრების მხრივაც „მიუღწეველთა კატეგორიას“ განეკუთვნება – სულ 3 265 ჩაჭრა.

უილტ ჩემბერლენის 100 ქულა ერთ მატჩში

უილტ ჩემბერლენის ამ ლეგენდარული მიღწევის შესახებ კალათბურთის საერთოდ არმცოდნე ადამიანებმაც კი იციან: 1962 წლის 11 მარტს ლეგენდარულმა კალათბურთელმა „ნიუ-იორკ ნიქსთან” მატჩში 100 ქულის მოხვეჭა მოახერხა და ეს შედეგი დღემდე რეკორდად ითვლება, მხოლოდ ერთხელ, კობი ბრაიანტმა შეძლო, მიახლოებოდა ამ ციფრს, თუმცა, თამაში 81 ქულით დაასრულა.

 

скачать dle 11.3