კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

მესის მაისური – მიულერს

„ბარსელონის” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ „ფიფამ,” ზედიზედ მეოთხედ, მსოფლიოს 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, გერმანელი ფეხბურთის ლეგენდას, გერდ მიულერს, საკუთარი მაისური ავტოგრაფით საჩუქრად გაუგზავნა. „გერდ მიულერს, პატივისცემითა და აღტაცებით – ლიონელ მესი.” დაუწერა მაისურზე არგენტინელმა ფეხბურთელმა მიულერს, რომლის 40-წლიანი რეკორდი დაამხო და ერთ კალენდარულ წელს 91 გოლის გატანა მოახერხა, მაშინ, როცა 1972 წელს მიულერს 85 გოლი ჰქონდა ანგარიშზე. „თუკი ფეხბურთელი წელწადში ასამდე გოლის გატანას ახერხებს, იგი ნამდვილად საუკეთესოა,” – უპასუხა მესის საჩუქარს მიულერმა.

 

ბოლტის სისწრაფის საიდუმლო

მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა თავისი სისწრაფის საიდუმლოს ახადა ფარდა. აღმოჩნდა, რომ ბოლტის მასტიმულირებელი მისი ყოფილი „გერლფრენდის“ მეგან ედვარდსის უკანალი ყოფილა. ლონდონის ოლიმპიადაზე 100 მეტრზე შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბოლტის მობილურზე მეგანისგან რამდენიმე შეტყობინება გაიგზავნა, ფოტოებზე კი მეგანს თავისი უკანალი ჰქონდა აღბეჭდილი და მიწერილი: „როდესაც გადაკვეთ ფინიშის ხაზს, იფიქრე ჩემს უკანალზე”. ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ მეგანი და უსაინი დაშორდნენ და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისი უკანალი გახდება ბოლტისთვის სტიმულად შემდგომ შეჯიბრებებზე.

 

მსოფლიოს საკლუბო მწვრთნელებში მაურინიო ლიდერობს

 მსოფლიო ფეხბურთის სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მსოფლიოს 2012 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად მადრიდის „რეალის” თავკაცი ჟოზე მაურინიო დასახელდა, რომელმაც ეს ჯილდო კარიერაში მეოთხედ მოიპოვა. მაურინიოს გარდა, ტოპ-ათეულში შემდეგი ცნობილი სპეციალისტები მოხვდნენ: რობერტო დი მატეო, დიეგო სიმეონე, ჟოზეპ გვარდიოლა, ტიტე, იუპ ჰაინკესი, ალექს ფერგიუსონი, იურგენ კლოპი, მარსელო ბიელსა და რობერტო მანჩინი.

 

შარაპოვას ახალი რომანი

ევროპულ ტაბლოიდებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს ჩოგბურთელ მარია შარაპოვას ახალი რომანი აქვს. ვარსკვლავის რჩეულია 21 წლის ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი. წყვილი უკვე შენიშნეს მილანში ერთად სეირნობის დროს და ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე პაპარაცული ფოტოგრაფია. 2012 წლის დასაწყისში მარია თავის საქმროს კალათბურთელ საშა ვუიჩიჩს დაშორდა და დიმიტროვის გაცნობამდე მარტო იყო. ბულგარელ ჩოგბურთელს „პატარა ფედერერს” უწოდებენ ჩოგბურთის სამყაროში, რადგან მისი თამაშის სტილი წააგავს შვეიცარიელი სუპერვარსკვლავის თამაშის სტილს. 

 

დები უილიამსები „აიფონს” არეკლამირებენ

მსოფლიოში განთქმულმა კომპანია „ეფლმა” თავისი ახალი პროდუქტის – „აიფონ 5”-ის რეკლამირებისთვის დები სერენა და ვენუს უილიამსები მიიწვია. სარეკლამო რგოლის სცენარის თანახმად, ჩოგბურთის ვარსკვლავები „აიფონის” მფლობელს მაგიდის ჩოგბურთს ეთამაშებიან და, იმის მიუხედავად, რომ ორნი არიან, მაინც მარცხდებიან.

 

რამოსის და პიკეს „ასასინ კრიდი”

დებ უილიამსებს არ ჩამორჩნენ და კომპიუტერული თამაშის – „ასასინ კრიდის” სარეკლამო რგოლში მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავებმა, ხერარდ პიკემ და სერხიო რამოსმა. „ბარსელონისა” და „რეალის” ვარსკვლავურმა ტანდემმა „ექშენ” სცენებით თამაში გააცოცხლა და, როგორც ჩანს, გეიმერებს შორის ამ რგოლმა მოწონება დაიმსახურა. თამაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის 2012 წლის ოქტომბრიდან გამოვიდა და დღემდე ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს კომპიუტერული თამაშების ბაზარზე.

 

პრობლემები სოციალური ქსელის გამო

ინგლისური „ბოლტონის” ფეხბურთელს მარვინ სორდელს, კლუბის ხელძღვანელობამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა და სხვა მსგავსი ტექნიკური საშუალებების ხმარებაც აუკრძალა. საქმე ისაა, სორდელი იმდენად გაიტაცა „ტვიტერმა”, რომ ბლოგში წერის გარდა ის არაფერზე აღარ ფიქრობდა და ვარჯიშების დროსაც კი ხელიდან არ უშვებდა ტელეფონს. კლუბის ხელმძღვანელობის თქმით, „ტვიტერის” გამო სორდელს პრობლემები შეექმნა გარშემო მყოფებთან, იგი არავის აღარ ეკონტაქტებოდა, სოციალურ ქსელზე ნარკომანივით იყო დამოკიდებული. სწორედ ამ ფაქტით ახსნეს მისთვის ტელეფონის წართმევა. 

 

ბაჯო მწვრთნელობისთვის ემზადება

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო ახლო მომავალში შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგეს. ბევრისთვის საყვარელ ფეხბურთელს „ბრეშას” პრეზიდენტი ჯინო კორიონი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას სთავაზობს კლუბში. თავისი ვარსკვლავური კარიერის ბოლო წლები ბაჯომ სწორედ „ბრეშაში” გაატარა და იქაურ ქომაგებს თავი შეაყვარა; გარდა ამისა, მას აქვს მწვრთნელისთვის საჭირო ლიცენზია, რომ იტალიის ჩემპიონატში იმუშაოს. 

 

აგუერო – მარადონას ექსსიძე

„მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი სერხიო აგუერო დიეგო მარადონას ექსსიძეა. სერხიომ და მარადონას ქალიშვილმა ჯანინამ დაშორება გადაწყვიტეს და ამის შესახებ პირველმა საკუთარ „ტვიტერში” ჯანინამ გააკეთა განცხადება. უკვე ცნობილია, რომ ჯანინა და დიეგოს შვილიშვილი ბენჟამინი მანჩესტერიდან მადრიდში დაბრუნდნენ; სერხიოსთან დაკავშირებით კი ვრცელდება ცნობა, რომ დაშორების მიზეზი არგენტინელი მომღერალი კარინა ტეიდია, რომელთანაც ფეხბურთელს დიდი ხანია რომანი აქვს. ჯანინა ჯერჯერობით თავს იკავებს სერხიოს კრიტიკისგან, ხოლო დიდ დიეგოს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია სერხიოსთან დაკავშირებით, რომელიც მისი ფორმაციის არგენტინის ნაკრებში საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ.

скачать dle 11.3