კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიცვა დედაღვთისამ მონასტერი მეკობრეებისგან

 

იდგა 807 წლის ზამთარი. ვინმე ალჟირელი მეკობრე, სახელად ვარდუხანი, რომელიც კუნძულ მილონზე დაბანაკდა, თავისი 15 საბრძოლო გემით თავს ესხმოდა, ძარცვავდა და აოხრებდა ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიისა და მცირე აზიის სანაპიროებზე არსებულ ქალაქებს.

იმ წელს, იანვარში, ერთმა ყაჩაღმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა წმიდა მთას. მოამზადა ათი გემი, ორასი მეკობრე იახლა თან და გაეშურა ვათოპედის მონასტრის დასაძლევად. 21 იანვარს, გარიჟრაჟზე, ყაჩაღები გადმოსხდნენ ზღვის ყურეში, მონასტრის მახლობლად საბრძოლოდ დაეწყვნენ და სულგანაბულებმა დაუწყეს ლოდინი კარიბჭის გაღებას.

იმ დროისთვის ბერებმა ცისკრის ლოცვა დაასრულეს და თავიანთ სენაკებში მიდიოდნენ მცირე ხნით დასასვენებლად. ტაძარში მხოლოდ წინამძღვარი დარჩა, რომელიც კვლავ განაგრძობდა ლოცვას. უეცრად ბერს მოესმა ხმა, რომელიც ღვთისმშობლის ხატისგან მოდიოდა:

– დღეს კარიბჭე არ გააღოთ, გალავანზე ადით და მეკობრეები გარეკეთ! 

გაოგნებული ბერი შემობრუნდა, ღვთისმშობლის ხატს შეაცქერდა და მისმა თვალებმა იხილეს კიდევ უფრო განსაცვიფრებელი სასწაული: ღვთისმშობლისა და ღვთაებრივი ყრმის სახეები გაცოცხლდა! ყრმა იესომ ხელი გაიწოდა, რათა თავისი ყოვლადწმიდა დედის ბაგეები დაეფარა, სახე მისკენ მიაბრუნა და უთხრა:

– არა, დედა, ნუ ეუბნები ამას! თავი დაანებე, დაე, იწვნიონ ის სასჯელი, რომელიც დაიმსახურეს!

მაგრამ ღვთისმშობელმა ხელი მოჰკიდა ღვთაებრივი ყრმის ხელს, თავი ოდნავ მარჯვნივ შეაბრუნა და ისე გაიმეორა:

– არ გახსნათ დღეს მონასტრის ბჭენი!

მთელი არსებით შეძრულმა წინამძღვარმა სასწრაფოდ მოიხმო ბერები და ყველას უამბო, რაც ნახა და მოისმინა. მათაც იხილეს, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატზე წმიდა სახეებმა შეიცვალეს მდებარეობა და გამომეტყველება. შიშითა და მოწიწებით აღვსილებმა, მადლი აღუვლინეს დედაღვთისას მფარველობისთვის და სასწრაფოდ მიაშურეს გალავანს.

ბერებმა ზუსტად დროზე მოასწრეს გალავანზე ასვლა და კიბეებითა და ნაჯახებით ავაზაკებთან მიახლოება, შემდეგ ზეაღმართეს პატიოსანი ჯვარი და მისცეს შეტევის მოგერიების ნიშანი. გაჩაღდა ბრძოლა. ერთ საათში ათი თავდამსხმელი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა, დანარჩენებმა კი ხომალდებს მიაშურეს, რომ სასწრაფოდ შორს გასცლოდნენ წმიდა მთას.

აცრემლებული ბერები ტაძარში დაბრუნდნენ და კიდევ ერთხელ მთელი გულით აღუვლინეს მადლი ღვთისმშობელს. იმ დღიდან ხატს ეწოდა „პარამიფია“ ანუ „ნუგეშინისმცემელი“.

ხატზე სამუდამოდ დარჩა ის საოცარი ცვლილებები, რომელიც 807 წლის 21 იანვარს იხილა მასზე ვათოპედის მონასტრის წინამძღვარმა, სახსოვრად იმ შემწეობისა, რომელიც აღმოუჩინა დედაღვთისამ მონასტერს.

 

скачать dle 11.3