კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაჩნდა ნუგზარ ერგემლიძის ცხოვრებაში ფიდელ კასტრო და რა კავშირი აქვს მას ოქროყანაში „გახსნილ“ წყაროსთან

პოპულარული სერიალის – „ჩემი ცოლის დაქალების”  კინოვერსია – „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის” პრემიერა  ქართველმა მაყურებელმა უკვე იხილა.  ფილმში მოსკოვში „გადახვეწილი” მამაც გამოჩნდა, რომელსაც მომღერალი ნუგზარ ერგემლიძე ასრულებს. ნუგზარ ერგემლიძისთვის ფილმში გადაღება დებიუტი იყო,  თუმცა ცხოვრებაში იმდენი როლი აქვს მორგებული, როგორც თავად ამბობს, არც გოგი კირვალიძეობა გასჭირვებია.

 

– როგორ შედგა თქვენი კინოდებიუტი და  როგორ მოხვდით ამ როლზე?

– როგორც ხდება ხოლმე:  როცა  ფილმის სცენარი დაიწერა, გავახსენდი რეჟისორს, პროდიუსერს და დამიძახეს. ეძებდნენ ისეთ ტიპაჟს, როგორიც ჩემი პერსონაჟი – გოგი კირვალიძეა. მე ბევრი სერია არ მინახავს, მაგრამ, ვიცი, რომ შვილები ხშირად ახსენებდნენ მამას, რომელიც მოსკოვში იმყოფება. დედა ამერიკაშია, მამა – მოსკოვში. კარგად მოფიქრებული პარადოქსული სიტუაციაა პოლიტიკური ნიშნებით: ქორწილში  დედა ამერიკიდან ჩამოდის, მამა – მოსკოვიდან. კინო მაინც კინოა – მარტივი არაა, გახვიდე,  პირდაპირ პირი დააღო და  ისე ითამაშო. ტექსტს ისეთივე წაკითხვა უნდა, როგორც მუსიკალურ ნოტებს.  გიორგი ლიფონავა მასწავლიდა, რა როგორ უნდა მეთქვა, როგორ უნდა მეთამაშა. 

– გაგიჭირდათ როლის მორგება?

– როლის მორგება არა, მაგრამ, გადაღებები იოლი არ იყო. ათი დღე გვქონდა გადაღებები, დილიდან გვიან ღამემდე. ყველაზე ძნელი ისაა, ტექსტი არ უნდა შეგეშალოს. დიდ მსახიობებს ემართებათ ეს. როცა ოთხი-ხუთი ადამიანია გადაღებაში, ეს სხვაა და, როცა ხუთი დღე იღებ ქორწილს და ტექსტი მაინც გეშლება, ჩათვალე, რომ   მთელი ქორწილი გაგინებს, ხმამაღლა თუ არა, გულში მაინც (იცინის). ეს არის სტრესი, რომელსაც ყველა განიცდის გადაღების დროს. 

– გაქვთ საერთო გოგი კირვალიძესთან?

– როგორ არ მაქვს! გოგი კირვალიძე ყველა ქართველი კაცის „კრებულია”, თითქმის ყველა  ეგეთია – „შემყვანი”. იმ ქალს „აბამს,” ვინც გვერდით ჰყავს, მაშინ, როცა ლუდა შორს არის. როგორც ტექსტიდან ჩანს, ლუდას დედაც-მეთქი, ვამბობ, ისე გოგი კირვალიძე „სპასობნია,” ნანას რომ დაშორდება, „ნანას დედაცო,” თქვას (იცინის). გოგი ქარიზმატული კაცია, მასში ძველი სიყვარული იღვიძებს, მით უფრო, ცოტას რომ დალევს.  თან, სიძეც რომ მდიდარია, ამაშია მთელი „ხიბლი”. როცა ლიკუნა გათხოვდა, გოგი კირვალიძე არ ჩამოვიდა  თბილისში, აი, კატოს ქორწილი კი სხვაა – სიძე ძალიან შეძლებულია და გოგი ჩამოდის, რომ სიძეს დაუახლოვდეს – გაუჩნდა ახალი ბიზნესპერსპექტივა, ისე უბრალოდ  კი არაა საქმე! 

– არა მგონია,  თქვენი პერსონაჟის მსგავსად, ყველა ქალაქში შვილი გყავდეთ.

– არა, როგორ გეკადრებათ. ან, იქნებ, მყავს და არ ვიცი?! გერმანიაში მყავს პირველი ცოლ-შვილი. ჩემი შვილი, ირაკლი ერგემლიძე, რეჟისორია,  ჩემს პირველ ცოლსაც ნანა ერქვა. ერთი ქვეყანა არ დაემთხვა, თორემ, სახელი – კი. კიდევ ორი ბიჭი მყავს – გიორგი და ნიკა, გოგისგან განსხვავებით, მე სამი ბიჭის მამა ვარ.

– კინო ისე მოგწონებიათ, სერიალშიც ხომ არ გააგრძელებთ გადაღებას?

– არ ვიცი, თუ შემომთავაზებენ, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, რატომაც არა,  მივიღებ მონაწილეობას სერიალში; თუმცა, არჩევანზე რომ იყოს, კინო  მირჩევნია.  სერიალს ადამიანი  სხვაგან „მიჰყავს”, გინდა-არგინდა,  როცა გიღებენ, სერიალით უნდა იცხოვრო.  მე ბევრ რამეში ვარ ჩართული –  იცით, რომ ვხატავ და ახლა  გამოფენისთვის ვემზადები. მესამე რომანი დავწერე, დავიტრაბახებ, რომ ჩემი სამივე რომანი ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ახლა მინდა, რომ მესამე რომანის – „არმაგედონის მათრახის” პრეზენტაცია მოვაწყო. რომანი ეძღვნება ახალგაზრდა კაცს, რომელიც ეძებს თავის ბედს და ამაში სასწაულებიც ეხმარება. სადაც ჩავიდა, ყველგან არეული დახვდა ქვეყანა – ეგვიპტეში, ლონდონში, მოკლედ,  არმაგედონი  თავის მათრახს იქნევს. რომანში ვითარდება ასეთი თეორია და თქვენც გეტყვით.  ვცდილობ, როგორმე ჩავწვდე ეზოთერიკულ საიდუმლოებებს. მე ვნახე, როგორ იქცევა წყალი სხვადასხვა ბგერებზე – სიმღერაზე, მოფერებაზე, გაბრაზებაზე. ანკარა წყაროს წვეთს მიკროსკოპში დადებენ და მტკიცდება, რომ წყალი არის ცოცხალი არსება: კარგ მუსიკაზე ფიფქივით იშლება, ცეკვავს; როცა დაუძახებენ „ჰიტლერი!” – შავდება და ჰიტლერის ფორმას იღებს. ქართველმა უძველეს დროს იგრძნო, რომ წყალი ცოცხალი არსებაა, ამიტომაცაა ჩვენს ლექსიკონში ამდენი სიტყვა, რომლის ძირიც „წყალია:”  შემიწყალე, საწყალი, უმოწყალო, მოწყალე. ჩვენ ყველა წყლისგან ვართ შექმნილები – ჩვენში 80 პროცენტი წყალია. ადამიანს ცუდი სიტყვა არ უნდა უთხრა, რადგან, ასეთ დროს მისი წყალი იჭრება და ადამიანი ცუდად ხდება. როცა ქართველები ვილოცებით ღვინით, ის ღვინოც წყალია, დადებითად დამუხტული, რომლის ყოველი წვეთი ცეკვას იწყებს; ამიტომაც, როცა ღვინოს დალევ, კეთილშობილი ხდები – აი, ეს საიდუმლოა ქართულ სადღეგრძელოში.      

 – წყლის თეორიაზე ამდენი გიშრომიათ, ამიტომ გაჩნდა სოციალურ ქსელებში ვიდეო,  ოქროყანაში თქვენი სახელობის წყარო რომ გახსნეს?

– ეს ვიდეო ბოროტი ხუმრობაა, ჩემთან შეხება არ აქვს. ვიღაცამ „იღადავა“, მეც ვნახე ეს ვიდეო ინტერნეტში, მაგრამ, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და არც მაინტერესებს.

– თქვენი კიდევ ერთი როლი უნდა გაგახსენოთ – როცა წინა მოწვევის პარლამენტის წევრი იყავით.

– ეს როლი არ იყო. პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და  იქ ყველა პროფესიის ადამიანი  უნდა იყოს ოთხი წლით.  დამთავრდა ის დრო, ახლა სხვას აირჩევენ, მერე სხვას და ასე იქნება სულ. მე ჩემს გამოცდილებას  აუცილებლად გამოვიყენებ რომანში, რადგან, იმ ოთხ წელიწადში ბევრი ისეთი რამ გავიგე, რაც რეალობასთან არის დაკავშირებული;  ის, რაც არის ცხოვრება, რა პრობლემები აქვთ ადამიანებს. მე პოლიტიკურ წიგნებს ბავშვობიდან ვკითხულობდი, ფილოსოფიასა და დიამატში „ხუთიანები“ მყავდა.

– ეგ სხვაა და პოლიტიკოსობა – სხვა.  ტრიბუნასთან ამ ოთხ წელიწადში რამდენჯერ იდექით?

–  არაა სხვა, რატომ ფიქრობთ ასე?  დეპუტატობა მარტო ტრიბუნასთან ლაპარაკი კი არ არის. შიგნით იმდენი სხვა საქმეა მოსაგვარებელი, სწორედ ესაა საქმის კეთება. ყველაფერი ხომ არ ჩანს, მაგრამ, მე ბევრი ვიმუშავე.  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში ვიყავი და ვხვდებოდი დელეგაციებს. ეს მსოფლმხედველობრივი მომენტია ჩემთვის, ძალიან ბევრი საინტერესო რამ მოხდა ამ ოთხ წელიწადში. მე უმცირესობაში ვიყავი, რასაც ესენი ხელს მიაჭერდნენ, მეც ვეთანხმებოდი. როცა ხარ ფრაქციაში, მარტო ერთი კაცის პასუხისმგებლობა არ გაქვს. მე აქტიური ვიყავი  ხელოვნების საკითხებში, რაც ეხებოდა ფილმების ტიტრებით გახმოვანებას, მხატვართა კავშირის პრობლემებს. ძალიან არ მომწონდა ხელოვანების დაყოფა, ვინ რომელ ბანაკში იყო. მე ვიყავი საქართველოს ბანაკში და არავისტი არ გავმხდარვარ, არც ერთი პოლიტიკური ძალისთვის არ მიმღერია დითირამბები – ეს  საშინელ ტენდენციად მიმაჩნია. 

– სამაგიეროდ, პენსია გაქვთ გარანტირებული სიცოცხლის ბოლომდე.

– მერე რა მოხდა? ამდენი წელია, ბატონი ბიძინა ყველა მსახიობს უხდის  პენსიას და ჩემი 560 ლარი თუ გენანებათ, შემიძლია დაგითმოთ, ეგ ფული მაინც ბევრში არაფერში მყოფნის. 

– თქვენი თაობის მომღერლები ძირითადად  რესტორნებსა და კლუბებში მღერიან, თქვენ არა?

– ყოველდღე არ ვმღერი, მაგრამ, როცა მიწვევენ, მივდივარ. ვმღერი ყველგან – რესტორანში, მოხუცთა თავშესაფარში, სუფრაზე და ეს დამამცირებლად არ მიმაჩნია, ბოლოს და ბოლოს, რეი ჩარლზი მღეროდა რესტორანში.  ეს კარგი შემოსავლის წყაროა, თან გსიამოვნებს, ძალიან სასიამოვნოა, როცა იმ საქმეში იღებ ფულს, რომელიც გიყვარს.

– თქვენი ერთი სიმღერა რა ღირს?

– ასე არასდროს განმისაზღვრავს ფასი, რასაც შემომთავაზებენ სიყვარულით, იმ თანხას  ვიღებ. მე  ლექსებსაც ვწერ სიმღერებისთვის, იქაც ვიღებ ფულს და არცთუ ცუდად. ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს და უარი რატომ უნდა ვთქვა? ხელოვნებას არც მაშინ ჩამოვშორებივარ, როცა დეპუტატი ვიყავი – იქაც შეიძლება, დაწერო ლექსები შესვენებაზე, თუ მუზა მოგივა. მე  ლექსი დამიწერია ტროლეიბუსშიც,  ვაგონშიც და ამაზე განგებამ იზრუნა. რომ დავიბადე, ხელი გამექცა წერისკენ და მას შემდეგ ასე მოვდივარ. მამა მყავდა კარგი წამხალისებელი: რომ ნახა, რაღაც დავხატე, საღებავი და ტილოები მიყიდა. 4 წლის ვიყავი, როცა ფიდელ კასტრო დავხატე, მაშინ მოდაში იყო კუბის ლიდერი. ჩემი შვილი ხუთი წლის წინ კუბაში წავიდა. მე ვუთხარი: მამა, ეგ ფიდელ კასტრო, იქ რომ დაგხვდება, ბავშვობაში მყავს დახატული-მეთქი, ისე, წვერიანი კაცის დახატვას ბევრი არც არაფერი უნდოდა (იცინის).              

скачать dle 11.3