კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არიდებს ზოგიერთი ქალი თავს ღალატს და რისთვის სჭირდება მას „ცოტა ინტიმი“

„ადამიანების უმეტესობას პრობლემები იმიტომ აქვს, რომ ისინი საერთოდ არ იცნობენ საკუთარ თავს, არ ესმით საკუთარი სხეულის; ცუდად იციან იმის შესახებ, თუ რა სურთ რეალურად,“ – ასე მიაჩნიათ ფსიქოლოგებს და ამისი მაგალითებიც აქვთ. შედეგად, ხდება ისე, რომ ადამიანი მოულოდნელად აღმოჩნდება ხოლმე იმ პრობლემის წინაშე, რომელიც თავადვე შექმნა. თუ ისწავლი საკუთარი სხეულის ენას, თუ ინტუიციურად გაუგებ შინაგან „მეს“, მაშინ შეცდომებსაც ნაკლებს დაუშვებ, მით უმეტეს – საბედისწერო შეცდომებს მძიმე შედეგებით.

ვახო (37 წლის): თქვენ რომ ძალიან გაინტერესებდათ ეს თემა და მეც რომ დამიგროვდა სათქმელი, თორემ, ცოტა მერიდება ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკი, რადგან, რაღაც დოზით სხვის ცხოვრებაშიც ვიჭრები, უფრო სწორად – სხვების. თანაც, არა მარტო ქალთა სქესის, რომელთანაც უშუალო და ხშირი კონტაქტი მაქვს. მათი წყალობით, ჩემივე სქესის ბუნება გავიცანი კარგად და ის უხილავი შეცდომებიც დავინახე, რომლებსაც კაცები ხშირად ვუშვებთ.

– აღიარებთ მამაკაცების დაშვებულ შეცდომებს?

– რა თქმა უნდა, თუკი ამ ჩემი აღიარებით რამეს ან ვინმეს ეშველება, მაგრამ, ცოტა ეჭვი მეპარება – ზოგადად, ადამიანებს უჭირთ შეცდომების აღიარება.

– თუ, კაცებს უჭირთ?

– რატომ ასე რადიკალურად? ქალები, რა, ნაკლებად ჯიუტები არიან? მათაც ხშირად უჭირთ საკუთარ შეცდომებზე ხმამაღლა ლაპარაკი. ეს ადამიანია ასე მოწყობილი, ასეთი ფსიქოლოგია გვაქვს. სხვა აუცილებლად უნდა განვიკითხოთ და მისი შეცდომებიც კარგად გავქექოთ, საკუთარი კი – არა! მე არც ვლანძღავ ვინმეს, არც განვიკითხავ. პრობლემა არსებობს და ის არცთუ ცოტა ადამიანს აწუხებს. მე ვიცი ამ პრობლემის არსი.

– სიჯიუტე... ამაზე ლაპარაკობთ?

– ეს მხოლოდ ერთი ფაქტორია. თანაც, სხვა ფაქტორებთან შედარებით, უმნიშვნელო. თქვენ კომპლექსები გავიწყდებათ. უამრავი კომპლექსი, რომლებიც ყველა ადამიანს, ნებისმიერ ჩვენგანს საკმაო რაოდენობით გვაქვს. მაგალითად, მე ქალებზე საერთოდ სხვაგვარი წარმოდგენის ვიყავი. უფრო ზუსტად, სხვანაირად აღვიქვამდი მათ. მამაკაცები აზრზე არ არიან, რამდენ საიდუმლოს ინახავს ქალის ფიზიკური სხეული, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ სულზე. მამაკაცებს ეს ნაკლებად აინტერესებთ და ადარდებთ, არადა, უმნიშვნელოვანესი მომენტია. სხვაზე ჭკვიანი ნამდვილად არ ვარ – ამის დამტკიცებას არ ვცდილობ, მაგრამ თუ ჩემს სიტყვებს ირონიით კი არ წაიკითხავენ, არამედ, კარგად გაიაზრებენ, ისევ მათთვის იქნება სასარგებლო. 

– ანუ, გინდათ, მამაკაცებს გაუზიაროთ ის ცოდნა, რაც ქალებთან მიმართებაში დააგროვეთ?

– თქვენ გეღიმებათ, მაგრამ მართლაც სერიოზული გამოცდილება მაქვს. ქალები ჩემთან ბოლომდე „იხსნებიან“, ნელ-ნელა და ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მასაჟისტი ვარ, ოღონდ, ჩვეულებრივი მასაჟისტი არა.

– არაჩვეულებრივი მასაჟისტი როგორია?

– ჩემნაირი (იღიმება). გარეგნობა როგორი მაქვს, თავადაც ხედავთ და, შესაბამისად, საკმაოდ ადვილად ვხიბლავ ქალბატონებს. ეს პროფესია გააზრებულად და შეგნებულად ავირჩიე. თავიდან ექიმობა მინდოდა, მაგრამ, მესამე კურსზე შევცვალე გადაწყვეტილება. იმიტომ არა, რომ ჩემში „მექალთანეობის“ ჟინმა იმძლავრა. უბრალოდ, ამ პროფესიაში მეტი პერსპექტივა დავინახე, ვიდრე ექიმობაში, როგორც ფინანსური, ისე შემოქმედებითი თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოა. სხეულის ენას სწავლობ. საკუთარსაც, სხვათა შორის და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემთან ქალები სწორედ იმიტომ მოდიან, რომ მათ საკუთარი სხეულის შეცნობაში ვეხმარები. ღალატის გარეშე ახერხებენ თავისი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილებას.

– ანუ, თქვენთან სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალები დადიან?

– ასეც ნუ იტყვით. ის, რომ ქალს სექსუალური სიამოვნების მიღება სურს, სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას არანაირად არ ნიშნავს. ბევრი ქალი ძალიან დიდ ფულს გადაიხდის და იხდიან კიდეც, რომ არც ქმარს უღალატონ და ცოტა ინტიმის უფლებაც მისცენ თავს და მე მომწონს, რომ ამაში ვეხმარები. არც არაფერს ვხედავ ცუდს. იცით, რამდენწლიანი კლიენტები მყავს?! არაჩვეულებრივი ქალბატონები არიან.

–  თქვენი კლიენტების ასაკი როგორია?

– 25 წლიდან ზემოთ. აბა, თქვენ რა გგონიათ?! ქალები ძალიან საინტერესო არსებები არიან და ცუდია, რომ უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე.

– ვინ არის ამაში დამნაშავე?

– ერთი მიზეზი არ არსებობს. ჯერ ერთი, ჩვენს საზოგადოებას ძალიან აკლია ამ მიმართულებით განათლება. სწავლობენ, თავს იკლავენ სხვადასხვა, ზოგჯერ უსარგებლო ინფორმაციების მიღებით. იღებენ ზოგად, პროფესიულ განათლებას და საერთოდ არ ფიქრობენ, როგორი აუცილებელია ინტიმური განათლება. დამნაშავეები არიან კაცებიც, რომლებიც არ ზრუნავენ თავიანთი ცოლების ინტიმურ განათლებაზე და არც მიაჩნიათ ეს საჭიროდ. სამაგიეროდ, სიამოვნებით მირბიან ინტიმურად განათლებულ ქალებთან. სასაცილოები არიან და უვიცები. ჯერ კიდევ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ. გულახდილად გეუბნებით, მიკვირს. რატომ არ უნდათ ამ მამაკაცებს, ვითომ ძალიან ევროპულებს, ცოლებად ისეთი ქალები ჰყავდეთ, საკუთარი ქალობა ბოლომდე რომ აქვთ გაცნობიერებული?! მგონი, საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რამხელა ბედნიერებაა ასეთი ქალის გვერდით ცხოვრება.

– თქვენ ფიქრობთ, ვისთანაც კაცები საკუთარ ცოლებს ღალატობენ, ისინი ინტიმურად განათლებული ქალები არიან და არაჩვეულებრივად ესმით საკუთარი სხეულის ენა?

– მე ამას ვერ ვიტყვი. მეეჭვება, ასეთი დონის მეძავები ჩვენთან ბევრნი იყვნენ. ჩემს ყურადღებასა და ინტერესს იწვევს ქალის სხეულის ის ნაწილები, რომლებიც მამაკაცების უმრავლესობისთვის შეუმჩნეველი რჩება.

– ეს პროფესიულია?

– თითქმის. მამაკაცების ინტერესს ვულგარულად ჩაცმული ქალები იწვევენ. ძირითადად – გრძელი ფეხები უნდა ჰქონდეთ, თუნდაც დაგრეხილი. ასევე, მნიშვნელოვანია დეკოლტე და უგემოვნო, გამომწვევი მაკიაჟი. მე კი ქალში ქალს ვხედავ. მიხვდით, რასაც ვგულისხმობ? თანაც, ვხედავ ქალს, რომელსაც „სძინავს“, შებოჭილია და „აწყვეტას“ ლამობს.

– უფრო კონკრეტულად?

– კი, ბატონო, გეტყვით. როცა ქალი თვითრეალიზებას ვერ ახდენს, ის ფეთქებადსაშიში ხდება, სულერთია, რომელ საკითხში. ჩაკეტავ სახლში და მუშაობის საშუალებას არ მისცემ?! – ერთხელაც იქნება, ამოხეთქავს და გააცამტვერებს ყველაფერს. ინტიმურ შესაძლებლობებს შეუკვეცავ და ამ სფეროში ბოლომდე გახსნის საშუალებას არ მისცემ?! – მომენტი ჩაუვარდება და ამ საშუალებას სხვასთან გახსნის. თქვენ არ იცით, რომ ბოლომდე პატიოსანი ქალები არ არსებობენ? რამდენიმე ფაქტორის, ანუ გარემოებათა თანხვედრაა საჭირო და, ყველაზე პატიოსანი ქალიც კი მზად არის ღალატისთვის.  სიტუაცია, შესაფერისი „ობიექტი“ და განწყობა – სულ ეს არის... ჩემთან ჩემი კლიენტები ძალიან თავისუფლები არიან ხოლმე, და ფაქტობრივად, აღარ არსებობს ტაბუდადებული თემები. ყველაფერზე ვლაპარაკობთ. მე ვიცი მათი პრობლემების, ფარული სურვილების შესახებ.

– ინტიმური სიახლე არ შემოუთავაზებიათ?

– ეგეთიც ყოფილა, მაგრამ, მე ჟიგოლო არ ვარ. არაფერში მჭირდება ასეთი ურთიერთობები. საკმარისი შემოსავალი მაქვს და მყოფნის. იყო შემთხვევა, ერთმა  საკმაოდ ახალგაზრდა და მიმზიდველი გარეგნობის ქალბატონმა, ინტიმური სიახლოვე შემომთავაზა. ნამდვილად არ ვიტყოდი უარს, დარწმუნებული რომ ვყოფილიყავი, ეს მართლა უნდოდა.

– ეჭვი რატომ შეგეპარათ?

– იმიტომ, რომ, როგორც გითხარით, მე უკვე ძალიან კარგად ვიცნობ ქალურ ფსიქოლოგიას. ის იმ მომენტში ჩემთან „გაიხსნა“, ჩემთან შეიგრძნო საკუთარი ქალობა და გადაწყვიტა, რომ ჩემთან სიახლოვეც უნდოდა. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ მერე ინანებდა ამას – სინდისი აუცილებლად შეაწუხებდა. მე კი ჩემი კლიენტების სულიერ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ძალიან ვუფრთხილდები და ამიტომაც მოდიან ისინი ჩემთან. უმრავლესობა, როგორც გითხარით, ამით ღალატისგან თავის დაცვას ახერხებს. ისეთ სიამოვნებას იღებენ იმ პროცედურებით, რომლებსაც ვუკეთებ, რომ ბედნიერების განცდა უბრუნდებათ, რადიკალურად იცვლებიან და ხალისიანები ხდებიან. მზერაც კი სხვანაირი უხდებათ. ძალიან ბევრს ქმართანაც ეცვლება ურთიერთობა – სექსუალურ ურთიერთობას ვგულისხმობ, რაც მერე ბუნებრივად აგვარებს სხვა დანარჩენ პრობლემებსაც.

– ამას თავად გეუბნებიან?

– დიახ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემთან ყველაფერზე ლაპარაკობენ. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა ქმარი მოვიდა მადლობის სათქმელად.

– თუ, ეჭვიანობამ მოიყვანა თქვენთან?

– არა, არა, ეჭვი არაფერ შუაშია. მე ეროტიკულ მასაჟს არ ვაკეთებ. თუმცა, ესეც შემიძლია. ჩემი მასაჟი სულისა და სხეულის თანაბრად გაჯანსაღებას ემსახურება. პაციენტები ლამის ხელის გულზე მატარებენ და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

– პირადი ცხოვრება გაქვთ?

– ანუ, გაინტერესებთ, მყავს თუ არა საყვარელი ადამიანი?! ჯერ არა. ოღონდ იმიტომ არა, რომ რამე განსაკუთრებული მოთხოვნები მაქვს პარტნიორის მიმართ, ან, ამდენ ქალთან ურთიერთობამ მათ მიმართ ინტერესი გამიქრო. არანაირად. უბრალოდ, ჯერ ჩემი გონება პროფესიული წინსვლით არის დაკავებული. ჩემი ცოლისთვის მე ყველაფერი ვიქნები, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

– ანუ, ბედნიერებისთვის მასაჟები არ დასჭირდება?

– რატომაც არა. მასაჟი არაჩვეულებრივი სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი საშუალებაა და ყველამ უნდა გაიკეთოს. მას მხოლოდ სარგებელი მოაქვს და არაფერს ვნებს და ჩემი პაციენტების მაგალითზე ეს უკვე დავამტკიცე. არანაირი სასიყვარულო და ამურული ინტრიგები – ამისგან შორს ვარ თუმცა, დიდი სიამოვნებით ჩავუტარებდი ქმრებს „ტრენინგებს“ და ვასწავლიდი, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ცოლებთან. ქალი არც ლამაზი თოჯინაა, რომ მორთო და უყურო, არც უფასო მომვლელ-დამლაგებელი. ქალი არის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი არსება, რომელიც უნდა შეიცნო და საკუთარი თავის შეცნობაშიც დაეხმარო. მაშინ თავადაც ბედნიერი და დაკმაყოფილებული იქნები და არც შენს ცოლს დასჭირდება „ღალატის  ალტერნატივის“ მოძებნა.

скачать dle 11.3