კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2012 წელს ცნობილი ქართველი წყვილების ოჯახებში დაბადებული ბავშვები

ალბათ‚ მკითხველი დამეთანხმება, რომ 2012 წელი საკმაოდ შფოთიანი, სტრესული და, იმავდროულად‚ ცვლილებებით აღსავსე იყო, ბევრ ოჯახში ეს ცვლილება გამრავლებით, ოჯახში ახალი წევრის შემატებით გამოიხატა. სხვათა შორის‚ სწორედ 2012 წლის 18 მაისს დაიბადა ჩემი დისშვილი – ვაჩე, რომელმაც მთელი ჩემი ცნობიერება და აზროვნება თავდაყირა დააყენა, ცხოვრებისადმი, ადამიანებისადმი უფრო მეტი სიყვარული გამიჩინა და, შეიძლება ითქვას, ამ სტატიის დაწერის მიზეზი სწორედ ამქვეყნად ჩემთვის ყველაზე საყვარელი არსება, ვაჩე გახდა – ერთი კბილითა და მუდამ გაღიმებული სახით. დრაკონის წელი ბევრი ცნობილი ქართველი წყვილისთვისაც ძალიან ფეხბედნიერი იყო და ისინი  უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი წევრებით – შვილებით შეხვდნენ 2013 წელს.  

„სეზონი“ 2 თებერვალს „გახსნა” მომღერალმა, ჯეოსტარელმა ანანო მჟავიამ. ანანოს მეუღლე ბექა ბეშკენაძეა, ხოლო პატარა ვაჟკაცს, რომელიც მალე 1 წლის გახდება, ნიკოლოზი დაარქვეს. 

შემდეგ გვანცა დარასელია გახდა დედა. მისი ულამაზესი, ცისფერთვალება ერეკლე მჭედლიძე 6 თებერვალს მოევლინა ქვეყანას და დედიკოს გადარევა დიდი ხანია‚ მოახერხა. 

მშვენიერი ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ოჯახში უსაყვარლესი ბიჭი, საბა ვარძელაშვილი, 8 თებერვალს დაიბადა და დედიკოს ცხოვრება მთლიანად შეცვალა. როგორც თავად ირინა ამბობს: „ჩემს შვილს რომ ვუყურებ, ზოგჯერ მეშინია‚ ჭკუიდან არ გადავიდე. ხელში რომ მიჭირავს, გულზე მყავს მიკრული და, ყველაზე საშინელი რამეც რომ მითხრან‚ არ მექნება რეაქცია, იმხელა ძალას, ენერგიას, ცხოვრების სტიმულს მაძლევს“. 

აპრილი განსაკუთრებულად ბედნიერი იყო გიორგი ყიფშიძისა და ანი ჩიკვილაძისთვის – მათი პატარა ალექსანდრე 17 აპრილს დაიბადა. როგორც იცით‚ გიორგისთვის ის მეორე შვილია, პირველი შვილი, ნატალია ყიფშიძე, მას და კრისტი ყიფშიძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავთ. 

3 მაისს პატარა და უსაყვარლესი ალექსანდრე კირკიტაძის დედა გახდა სალომე წაქაძე, რომელსაც წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. 8 თვის ალექსანდრე წელს ოჯახის მეკვლეც იყო. 

2012 წლის 4 მაისს  ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძისა და დიზაინერ ანუკა არეშიძის ოჯახში მეორე ვაჟი – კახაბერი დაიბადა, რომელიც ძალიან ჰგავს დედას, ლევანი კი უფრო მამიკოს დაემსგავსა. ასე რომ‚ მათ პატარა ოჯახში უკვე სამი კალაა. 

17 მაისს პატარა უტა მაჭავარიანის დედა გახდა მომღერალი და დიჯეი ეშლი მალიანი. ის მისი პირველი შვილია. როგორც შევიტყვეთ‚ უტას განსაკუთრებულად მოსწონს დედიკოს სიმღერები, რაც მომღერალს საკუთარი საქმის კეთების კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევს. 

29 მაისს მეორე შვილის დედა გახდა ყოფილი წამყვანი და ქორწინების სახლის დირექტორი თამთა ძლიერიშვილი. პატარა ვაჟკაცი, ანდრია გოგუაძე, რომელიც მალე 8 თვის გახდება ძმასთან‚ ზუკა გოგუაძესთან ერთად,  მხიარულად შეხვდა ახალ წელს. 

19 ივნისს ტელეწამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მისი მეუღლე, ტელეჟურნალისტი მაია ბოკერია პატარა დემეტრეს მშობლები გახდნენ. 

მესამე შვილი გაუჩნდათ ზაზა ფაჩულიასა და თიკა ალავიძეს. ორი ვაჟკაცის შემდეგ მათი ოჯახი ნანატრმა გოგონამ – მარიამმა დაამშვენა, რომელიც ზაფხულში ატლნტაში დაიბადა. 

29 ივლისს კი მშვენიერი მანიკა ასათიანისა და კალათბურთელ ბექა წივწივაძის ოჯახში გიორგი წივწივაძე დაიბადა, რომელიც „ასფურცელასავით“ იზრდება და ისეთი საყვარელი და „გემრიელი“ ბიჭია, დედიკო და მამიკო სულ მთლად გადაიყვანა ჭკუიდან. 

ასევე‚ ვაჟკაცის მამა გახდა ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი. პატარა ალექსანდრე 13 სექტემბერს მოევლინა ქვეყნიერებას და, რადგან მამას ძირითადად უკრაინაში უწევს ცხოვრება და თამაში, ბავშვის აღზრდაზე მისი მშვენიერი დედიკო – ლიკა მუზაშვილი ზრუნავს, რა თქმა უნდა‚ თორნიკესა და თავის მშობლებთან ერთად. 

ასევე‚ 1 ოქტომბერს პატარა დათოს დედა გახდა მომღერალი ეკა გაბიტაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ამ სტატიის სტატისტიკის მიხედვით, 2012 წელს ცნობილ ქართულ ოჯახებში ძირითადად ბიჭები დაბადებულან, გამონაკლისი მხოლოდ ზაზა ფაჩულიას მშვენიერი მარიამია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბედნიერ მშობლებს ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი არსებების დაბადებას და მათ ჯანმრთელობას, მშვიდობიან და წარმატებულ ცხოვრებას ვუსურვებ! ხოლო, ვინ დაიბადება 2013 წელს, ამას უკვე 2014 წელს მოგახსენებთ.

скачать dle 11.3