კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უპრეცედენტო სიახლე აბიტურიენტებისთვის – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში!

უნიკალური სასწავლო პროგრამები საჯარო მოხელეებისა და იურისტებისათვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს აბიტურიენტებს უპრეცედენტო სიახლეს სთავაზობს: უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა, რომლის მიზანიც პროფესიონალი სახელმწიფო მოხელეების აღზრდა-სწავლებაა. ამასთან, განხორციელდა იურიდიული ფაკულტეტის რეორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც დაფუძნდა სამართლის სკოლა სამივე – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის – მიმართულებით. უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს ახალ საუნივერსიტეტო შენობაში დაიწყებს, რომელიც დიღომში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გვერდით მდებარეობს და სადაც თანამედროვე სწავლებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ეს ის სავიზიტო ბარათია, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის როგორც სამართლის, ისე საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლებს სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან გამოარჩევს. არის კიდევ ერთი სიახლე, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ: ის აბიტურიენტები, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლების არჩევისას პირველ ადგილას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მიუთითებენ, 15-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ სწავლის საფასურის დაფარვისას. აქვე გეტყვით, რომ სამართლის სკოლის დეკანია გერმანელი პროფესორი დიტერ უმბახი, გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი, კონსტიტუციური სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, გერმანიის კონსტიტუციის კომენტარების ავტორი. მისი არყოფნისას დეკანის მოვალეობას ადმინისტრაციულ სამართალში სამართლის სკოლის პროფესორი პაატა ტურავა ასრულებს, რომელიც, იმავდროულად, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი გახლავთ. ახალი პროგრამების თავისებურებებსა და გამორჩეულობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები: ბატონები ლევან იზორია  და პაატა ტურავა გაგვაცნობენ.

– რატომ გადაწყვიტეთ საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის შექმნა და რა არის მისი უპირატესობა?
ლევან იზორია: საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა არის სიახლე და ეს პროგრამა სამ – სამართლის, ბიზნესის მართვისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა – სკოლებს მოიცავს. პროფესიონალი საჯარო მოხელეების აღზრდა ისეთივე მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორიც სასამართლო რეფორმა. სამართლის რეფორმა ერთიან კონტექსტში უნდა იქნას დანახული.იმისთვის, რომ მივიღოთ პროფესიონალი საჯარო მოხელე, აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები.
– სწორედ პროფესიონალ საჯარო მოხელეთა ფენის შექმნა არის სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურების შექმნის აუცილებელი პირობა.
– რა თქმა უნდა. ამიტომაც შევქმენით საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის პროგრამა, რომელმაც ბაკალავრიატის დონეზე უნდა მოამზადოს საჯარო მოხელე. ჩვენ შევისწავლეთ საქართველოში არსებული პროგრამები, უცხოეთის გამოცდილება და შევქმენით, როგორც აკრედიტაციის ექსპერტებმა განაცხადეს, უნიკალური პროგრამა, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის. ეს არის პრაქტიკაზე ორიენტირებული პროგრამა, რომლის მიზანია, სტუდენტმა მიიღოს ის სრულყოფილი ცოდნა, რაც სჭირდება საჯარო მოხელეს. ასევე, მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ამ პროგრამით არჩევნის საშუალებას ვაძლევთ სტუდენტს: მას შეუძლია, აირჩიოს ძირითადი პროგრამა და ერთი მაინორი, ანუ დამატებითი პროგრამა; ან ერთი ძირითადი და ორი მაინორი. დამატებითი პროგრამებია: ტურიზმი, ჟურნალისტიკა, ფინანსები და ბიზნეს-ადმინისტრირება. გარდა ამისა, ამ პროგრამის უნიკალურობა არის ის, რომ, თუ სტუდენტი აპირებს დასაქმებას თვითმმართველობაში ან ჯანდაცვის სექტორში, რაც სპეციფიურ ცოდნას მოითხოვს, შეუძლია, ძირითად პროგრამასთან ერთად აირჩიოს თვითმმართველობის ან ჯანდაცვის მიმართულება. აი, ეს მოქნილობაცაა ამ პროგრამის უნიკალურობა. 
პაატა ტურავა: ამ პროგრამის მთავარი უპირატესობა არის ისიც, რომ მის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ ადამიანები, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს უცხოეთში და რომლებიც დღეს თავად არიან საქართველოს საჯარო მმართველობაში და ისინი არა მარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ცოდნას აძლევენ სტუდენტებს. სახელმწიფო მოხელის მომზადებისას შეჯერებული უნდა იყოს ერთმანეთთან თეორია და პრაქტიკა. ჩვენს პროგრამაში გათვალისწინებულია სამი კომპონენტი: აკადემიური პერსონალი, კონტაქტი უცხოეთთან, პრაქტიკოსი მუშაკების მონაწილეობა. რადგან, რაც უნდა შესანიშნავი უცხოელი ექსპერტი მოვიწვიოთ, თუ არ იცნობს საქართველოს პრაქტიკას, მისი თეორიული ცოდნა არაფერს მოგვცემს.
– როგორც საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის, ისე სამართლის სკოლაში ასწავლიან პედაგოგები, რომელთა სახელმძღვანელოებითაც საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში ეუფლებიან სამართალმცოდნეობას სამივე საფეხურის სტუდენტები.
– მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი, მათ, რომლებიც სახელმწიფოს უმაღლეს რგოლებში მსახურობენ: ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საჯარო მმართველობის სპეციალისტი, ხარისხი დაიცვა გერმანიაში და შპაიერის ფედერალური საჯარო მმართველობის უმაღლეს სკოლაში იყო ჰუმბოლდტის სტიპენდიანტი. ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პროფესორი, რომელიც უშუალოდაა ჩართული პრაქტიკულ საქმიანობაში. დავით ნარმანია, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი და მისი მოადგილე შოთა მურღულია, ასევე პრაქტიკოსი მუშაკები არიან, პლუს თეორეტიკოსები სამეცნიერო ხარისხით.  რამაზ საყვარელიძე: ცნობილი ექსპერტი.
– რეორგანიზაცია განიცადა იურიდიულმა ფაკულტეტმა, რას სთავაზობს თქვენი სამართლის სკოლა მსურველებს?
– იმ რეფორმის შედეგად, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში 2011 წელს განხორციელდა, იურიდიულ ფაკულტეტს, რეორგანიზაციის შედეგად ეწოდა სამართლის სკოლა. გვაქვს სამივე მიმართულება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. შეიცვალა არა მხოლოდ სახელი, არამედ  შეიცვალა პროგრამა, გარდა ამისა, გადახალისდა აკადემიური პერსონალი. სრულიად ახალი გუნდი მოვიდა: ადმინისტრაციულ სამართალში – მე, პაატა ტურავა და ლევან იზორია; კერძო სამართალში – ზურაბ ძლიერიშვილი, სისხლის სამართალში გაიხსნა ცალკე ინსტიტუტი, რომელიც თანამშრომლობს გერმანიის ცნობილ მაქს პლანკის ინსტიტუტთან. ასე რომ, ყველა მიმართულებით შემოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ქმნიან სახელმძღვანელოებს, მონაწილეობას იღებენ სამართლის რეფორმირების პროცესებში,   კანონშემოქმედებით საქმიანობასა და ამ კანონების აღსრულებაში. ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოში სამართლის  დარგის განვითარებაში იღებს მონაწილეობას, წარმოდგენილია ჩვენს უნივერსიტეტში, რაც მას, უდავოდ, გამოარჩევს.
სხვათა შორის, სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციისას, გაკეთდა ჩანაწერი, რომ ამ პროგრამას ანალოგი არ აქვს საქართველოში. მართლაც, მთლიანად შეიცვალა სწავლების მეთოდოლოგია, დაიხვეწა შეფასების სისტემა და ჩვენ ვართ პირველები, ვინც ეს ნოვაციური მეთოდი დავნერგეთ საქართველოში.
– ბუნებრივია, ერთ ინტერვიუში ვერ ამოვწურავთ ყველა საკითხს, სად შეიძლება, დაგიკავშირდნენ უფრო სრულყოფილი ინფორმაციიის მისაღებად დაინტერესებული პირები?
– ჩვენი მისამართია: ჯანო ბაგრატიონის ¹6, ტელეფონის ნომერია: 238-44-06, ასევე, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ელექტრონულ მისამართზე info@gruni.edu.ge ან ეწვიონ ჩვენი უნივერსიტეტის ვებ-გვერდს www.gruni.edu.ge.

скачать dle 11.3