ბირთვული სოკოს უნიკალური ფოტო
იაპონიის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში იპოვეს ჰიროსიმაში ჩამოვარდნილი ატომური ბომბის – ორად გაყოფილი სოკოს უნიკალური შავ-თეთრი ფოტო. ვარაუდობენ, რომ ქალაქის თავზე აღმართული ატომური სოკოს სურათი გადაღებულია აფეთქებიდან 30 წუთის შემდეგ, ეპიცენტრიდან 10 კილომეტრი მანძილიდან, სადაც ამერიკელებმა ბომბი „ნამცეცა“ ჩამოაგდეს. როგორც ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალური მუზეუმის კურატორი ამბობს, ისტორიკოსებმა იცოდნენ ამ ფოტოსურათის შესახებ, მაგრამ, მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს სხვა მრავალ ისტორიულ მასალასა და წიგნებს შორის, რომელიც ქალაქ ჰიროსიმას სკოლის დირექტორს, ხონკავას ეკუთვნოდა.
იაპონურ ქალაქებში – ჰიროსიმასა და ნაგასაკიში 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკელებმა ჩამოყარეს ატომური ბომბები – „ნამცეცა“ და „მსუქანა“, რის შედეგადაც ჰიროსიმაში დაიღუპა 140 ათასი ადამიანი, ნაგასაკიში კი – 70 ათასი.