სიახლე გერმანელთა შეიარაღებაში
შეიარაღების გერმანულმა მწარმოებელმა Rheinmettal-მა მაღალენერგეტიკული ლაზერი გამოსცადა. სიახლე ისაა, რომ ის ორი მოდულისგან შედგება. დამუშავებული ტექნოლოგიის დახმარებით, ერთი აღმოაჩენს მიზანს და ასხივებს, შემდეგ კი მას გადასცემს მეორე მოდულს, რომელიც ანადგურებს. გამოცდის დროს, რომელიც შვეიცარიაში, ოქსენბოდენის პოლიგონზე ჩატარდა, სისტემამ 3 კილომეტრ მანძილზე აღმოაჩინა მიზანი, შემდეგ მონაცემები გადასცა 30 კილოვატი სიმძლავრის ქვემეხს, რომელმაც დაასხივა მფრინავი აპარატის სხივი და, შედეგად, 2 კილომეტრის დაშორებით მყოფი მიზანი 2 წამში განადგურდა. ამას გარდა, მოწყობილობამ გამოავლინა უმცირესი მიზნის განადგურების უნარი – 1 კილომეტრ მანძილზე გაანადგურა ფოლადის 15-მილიმეტრიანი ღერო, ასევე, ააფეთქა წამში 50 მეტრი სიჩქარით მოძრავი 82 მილიმეტრი დიამეტრის მქონე ფოლადის სფერო. გერმანელი მწარმოებელი ამჟამად მუშაობს ამ იარაღის შემცირებულ ვარიანტზე, რათა მისი გამოყენება სახმელეთო ჯარის მეომრებმა პირდაპირ ბრძოლის ველზე შეძლონ.