კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გავაშინგტონებული

რეინკარნებული აბრაამ ლინკოლნი

იმ მარტივი მიზეზით, რომ ფრიად აქტიურია და გამონაკლისი არც წინა კვირა იყო, ჩემი მუზაც, ნებსით თუ უნებლიეთ, მისით სულდგმულობს.  ერთი სიტყვით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის ერთ-ერთი გააფთრებული მოწინააღმდეგე ხალხის რჩეული ბ-ნი ბობოხიძეა, რაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის დასავლეთ საქართველოს მკვიდრია (თუმცა, თუ დაგვღუპავს, კუთხურობა დაგვღუპავს და ეს სულაც არ არის ჩემ მიერ აღმოჩენილი თეზა), მთლად გაუგებარიც არ უნდა იყოს.

უფრო მეტიც, ბ-ნი ბობოხიძე მთავრობის თბილისიდან ქუთაისში გადატანის მომხრეა, არათუ საკანონმდებლო ორგანოთი კვლავ თბილისის დამშვენებით, ამიტომაც, ბრძანებს, რომ „პარლამენტის ქუთაისში არდარჩენა ეს არის ანგაჟირებული პროცესი.“

ხოლო, დარჩენის შემთხვევაში, მისეული ხედვით, ქუთაისისგან, თუ მთლად მეგაპოლისს ვერა, პატარა მასშტაბის ვაშინგტონის მნიშვნელობის ქალაქს ხომ მაინც მივიღებთ?! ბუნებრივია, არც მე და, რატომღაც, მგონია, რომ არც თქვენ არაფერი გვაქვს ქუთაისის გამოვაშინგტონების საწინააღმდეგო, ოღონდ, ვფიქრობთ, იმ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ბ-ნი ბობოხიძე რეინკარნებული აბრაამ ლინკოლნი აღმოჩნდება!

скачать dle 11.3