კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზემოდან – ქვემოთ

შეუფასებელი ნაგავი

ამომრჩეველს საქმე ჯერჯერობით სამაღარიჩოდ აქვს, რადგან, აქეთ – „ქართული ოცნებაა“ დაქიჩმაჩებული მისთვის დანაპირებების შესასრულებლად, იქით – თბილისის მერია ძვრება კანიდან (მე რომ 100-ლარიან ვაუჩერებს ვარიგებ, ის ჯობია ელექტროენერგიის გაიაფებასო, არადა, მე რომ მკითხოთ, ორივენიცა!). თუმცა, მაგალითად, დედაქალაქის მესვეურები არ იმჩნევენ კოალიციის საკანონმდებლო ინიციატივას საბავშვო ბაღებში გადასახადის გაუქმების შესახებ (მაგალითად, მე ველი, რომ საპასუხოდ მერია ყოველ მომდევნო ბავშვზე, თუ 100-ს არა, 10 ლარს მაინც დაუწესებს ბავშვებიან ოჯახებს). 
როგორც ირკვევა, ზემოდან არა მხოლოდ ამ, არამედ, ნაგვის საკითხსაც გადმოსწვდებიან. რაკი ჩვენმა მშობლიურმა მერიამ ნაგვისა და შუქის გაყრა არ ისურვა (ერთი ისაა, რომ, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თითოეულ მოხმარებულ ელენერგიაზე ზამთარში 5-ის ნაცვლად 2,5-თეთრს გადავიხდით), კოალიცია სხვა გზით წავიდა: ცვლილებებს ამზადებს ორ კანონში – „საქართველოს დედაქალაქის – თბილისისა“ და „მოსაკრებლის შესახებ“.
ჯერჯერობით ის ვიცით, რომ ზღვრულმა მოსაკრებელმა ნარჩენების გატანაზე 3 ლარიდან, შესაძლოა, 2,5-მდე დაიკლოს, ხოლო სულადობრივი ზღვარი კი 10 ლარით განისაზღვროს (ანუ, ოჯახები, რომლებიც 4 და მეტი სულისგან შედგებიან, მაინც 10 ლარს გადაიხდიან). თითქმის ისიც გადაწყდა, რომ საკრებულოსაც მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება, კერძოდ, მასაც შეეძლება საკუთარი შეხედულებისამებრ დაუწესოს ტარიფი სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას (მერიაც გაირიეს მარაქაში?!).
ერთი სიტყვით, დასუფთავების გადასახდელის ბედი კვლავაც ბუნდოვანია, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ვერაფრით დაუთვლიათ, ბოლოს და ბოლოს, რა უჯდება თბილისის მერიას ნარჩენების გატანა, აშკარაა, რომ დედაქალაქური ნაგვის ფასი შეუფასებელია!

скачать dle 11.3