კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პარლამენტარის ნაკვალევი

იმისთვის, რომ თბილისისთვის პარლამენტი ჩამოერთმია, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა, რომელმაც ერთ წელს ღვარა ოფლი, რათა, საერთო ჯამში, ექვს-ნახევარ თაბახის ფურცელზე რომ დაეტეოდა, იმდენი საკონსტიტუციო ცვლილებები შეეტანა მოქმედ და მრავალგზის გადაწერილ-გადმოწერილ კონსტიტუციაში (თამამად შეიძლება ითქვას, რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი, რამდენიც ამ ჩვენს კონსტიტუციას – ცვლილება).

მართალია, ამ ცვლილებებით და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის ნებით, პარლამენტმა ქუთაისში დაივანა, თუმცა, ახლა უკვე მერვე მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა მის გადმოტანას ისევ დედაქალაქში აპირებს, რასაც, ბუნებრივია, აწ უკვე ყოფილი მმართველი გუნდი, აწ უკვე უმცირესობიდან ეწინააღმდეგება.

პრეზიდენტს ასეთი ფატალური შედარებაც კი მოჰყავს: „თუ არ იქნება ქუთაისში პარლამენტი, აღარ იქნება ახალგაზრდების პერსპექტივა.“

უფრო მეტიც, თვით ტურისტებიც კი აღარ ესტუმრებიან, თურმე, ქუთაისს (იმიტომ რომ ვეღარ ნახავენ პარლამენტარის ნაკვალევს და მხოლოდ დინოზავრის ნაკვალევით მოუწევთ დაკმაყოფილება!). სიტუაციის დრამატულობის უფრო მძაფრად შესაგრძნობად მოვიყვან ვრცელ ციტატას პრეზიდენტის გამოსვლიდან: ,,თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, არ იქნება უამრავი ტურისტული ობიექტი… შესაბამისად, ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგება. ქუთაისის აეროპორტი ვერ განვითარდება, რომელიც, გვსურდა, რომ, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ, ევროპის უდიდესი აეროპორტი ყოფილიყო.“

რაც მთავარია, პრეზიდენტმა ვერდიქტიც გამოიტანა (თითქოს სამყაროს მბრძანებელი ყოფილიყოს): „თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, ქუთაისი იქნება მკვდარი ქალაქი. მკვდარი ქუთაისი კი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს.“

პირადად მე ვერ დავეთანხმები პრეზიდენტის აზრთა მდინარებას, ხოლო, თუ მის ლოგიკას მივყვებით (რომ პარლამენტის შენობაა ქალაქებისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი), გამოდის, რომ საქართველოს ყველა ქალაქში, თუ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხარ, თითო-თითო რას მიქვიან, ორ-ორი პარლამენტი უნდა გვქონდეს!

скачать dle 11.3