კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორიგინალური საჩუქარი დირექტორისთვის და მზრუნველი მოწაფეები

კურორტ საირმის მისადგომებთან „ფუნქციონირებს“ პატარა და უსაყვარლესი სოფელი – ფერსათი.

ბიძაჩემი (მამის მხრიდან), ვალიკო მერკვილიშვილი ცხოვრობდა იმ სოფელში. 165 კილოგრამი გახლდათ წონით; სიმაღლე – 230 სანტიმეტრი.

მოკლედ, უზარმაზარი კაცი იყო სკოლის დირექტორი ვალიკო.

ვსარგებლობ შემთხვევით და ვიტყვი, რომ მისი აღზრდილი მოსწავლეები სულ დიდი პროკურორები გამოვიდნენ საქართველოს მასშტაბით.

ამ უზარმაზარ კაცს წლებიც რომ მოემატა და წონაც, მთავრობაც (მაშინ კომუნისტები მართავდნენ ქვეყანას) შევიდა მდგომარეობაში და ღვაწლიც დაუფასეს: ცოტა იქით, ცოტა აქეთ და – „მოსკვიჩი“ აჩუქეს 60 წლის იუბილეზე.

ვალიკო ამას არ ელოდა და გახარებულმა გვარიანი სუფრა გაშალა. დიდიან-პატარიანად მოიწვია ყველა და გრიალ-გრიალით ჩაატარა იუბილე.

მეორე დილით, გახეულ „პახმელიაზე“ გამობანცალდა ეზოში და მზრუნველი მოწაფეების მიერ სახლში მოგელვებული მანქანა „მოსკვიჩი“ შეათვალიერა.

მერე მოკრძალებულად გამოაღო კარი საჭის მხარეს და უნდა ჩაჯდეს...

ვერ შეეტია:

შეყო თავი კაბინაში, მაგრამ ფეხების ადგილი აღარ დარჩა.

ისევ თავიდან დაიწყო – ახლა პირდაპირ ფეხებით „შეუტია“: შედგა მარჯვენა ფეხი, მერე მოიხარა, მაგრამ, არც ახლა გამოუვიდა არაფერი – თავი აღარ შედის.

გადმოვიდა ისევ და ახლა გვერდულად წავიდა...

არ გეტკინოთ არაფერი... ვერ შეეტია მანქანაში.

გასავათდა კაცი.

ბოლოს და ბოლოს, იფიქრა – ჯერ ხელს შევყოფ და მერე მივაწვებიო. შეყო მარჯვენა ხელი, მოეპორჭყიალა საჭეს, მაგრამ, ახლა უკანალი დარჩა გარეთ.

ამ წვალებასა და ტანჯვაშია და მეზობელმა გააღო მეორე სართულის ფანჯარა. უყურა, უყურა ამის უბედურებას და დინჯად ეუბნება:

– ვალიკო... გადააჯექი, ზემოდან გადააჯექი მაგ ჩემისას და შემოჰკარი წკეპლა...

скачать dle 11.3