ანეკდოტები
ქალის სხეულზე ყველაზე უცნაური ძუძუებია: თუ ცოლს დიდი აქვს‚ ქმარს პატარებისკენ მიუწევს გული‚ თუ პატარები – პირიქით...
***
ჩვენმა გუნდმა ულამაზესი გოლი გაიტანა‚ რასაც მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებმა შემთხვევითი სამი გოლით უპასუხეს.
***
პოლიციელი უყურებს გოგონას‚ რომელიც მდინარის პირას მივიდა‚ გაიხადა და, ის-ისაა‚ წყალში უნდა შევიდეს‚ რომ პოლიციელი მისკენ გამოემართა და მკაცრად უთხრა:
– აქ ბანაობა არ შეიძლება!
– კი მაგრამ, სანამ გავიხდიდი‚ რატომ არ მითხარით...
– გახდა არ არის აკრძალული!..
***
ჩავიდა მოსკოველი ამერიკაში. ათვალიერებს. შევიდა ბარში.
– მომეცით ერთი ბოთლი მაგარი ვისკი... არა‚ ორი...
– ზედმეტი ხომ არ მოგივათ?
– არა‚ მე მოსკოველი ვარ...
დალია. მოწევა მოუნდა.
– მაგარი სიგარეტი მომეცით... ორი კოლოფი...
– ზედმეტი ხომ არ არის?
– არა‚ მე მოსკოველი ვარ...
მოწია.
– ახლა კარგი იქნებოდა გოგო... არა ორი გოგო...
მოუყვანეს.
ნახევარი საათის შემდეგ გამოფორთხდა ოთახიდან...
– ხომ გაფრთხილებდით?
– აბა‚ რა ვიცოდი‚ რომ მოსკოველები იქნებოდნენ...
***
მატარებელი გვირაბში შევიდა. სიბნელეში და სიჩუმეში ლოყაში სილის გარტყმის ხმა გაისმა. გამოვიდნენ გვირაბიდან – კუპეში ყველა გაუნძრევლად თავის ადგილზე ზის.
„კარგი გოგო მყავს... პატიოსანი... თავი როგორ დაიცვა,“ – ფიქრობს დედა....
„დედაჩემი ნახე‚ კიდევ ფორმაშია და ვიღაც უზრდელებს პასუხსაც კი სცემს“...
„ამ კახპას უყურე‚ ყველას კალთაში უგორდება‚ მე კი რისთვის მტკიცა სილა‚ კაცმა არ იცის“... – ფიქრობს ზემდეგი.
„ნეტავი კიდევ შევიდეთ გვირაბში‚ მეორე ყბაშიც მოვცხო“... – გაიფიქრა ჯარისკაცმა.
***
კლიენტს მიმტანმა ანგარიში მიუტანა. კლიენტმა ჩახედა და ითვლის:
– ხინკალი – 18 ლარი‚ მწვადი – 14‚ სალათა – 5 ლარი‚ ყველის ასორტი – 6‚ მწნილის ასორტი – 4‚ ღვინო – 23‚ ლიმონათი – 2 ლარი‚ სულ 72 ლარი. თქვენ 110 როგორ გამოგივიდათ?
– ესე იგი‚ არ გამომივიდა...
***
ზარია. კარი დიასახლისმა გააღო. ზღურბლზე ფეხებმოჭერილი კაცი დგას...
– თუ შეიძლება‚ თქვენი ტუალეტით ვისარგებლებ‚ ძალიან მიჭირს...
– როგორ არ გრცხვენიათ‚ უცხო ოჯახში შემოვარდით‚ თანაც ასეთი მოთხოვნით...
– კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ქალბატონო‚ მართალი ბრძანდებით‚ მაშინ, სხვა გზა არ მაქვს და აქვე ვიზამ...
***
მილიციის აკადემიაში გამომცდელი ეკითხება კურსანტებს:
– თქვენ წინაშე დევს ეჭვმიტანილის პროფილი. რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ?
პირველი კურსანტი: ეჭვმიტანილს ერთი ყური აქვს.
– არ არის სწორი. აბა, თქვენ?
მეორე კურსანტი: ეჭვმიტანილს ერთი თვალი აქვს...
– არ არის სწორი. აბა‚ შემდეგი!
– ეჭვმიტანილს ლინზა აქვს...
– ყოჩაღ! აბა, აუხსენი შენს უტვინო მეგობრებს‚ როგორ გააკეთე ასეთი დასკვნა?
– ელემენტარულად: ცალ ყურზე სათვალე ხომ არ გაუჩერდებოდა?!.
***
ტიპი მივიდა სასტუმროში და ნომერი ითხოვა.
– არ გვაქვს ნომრები... მხოლოდ ერთი ადგილია თავისუფალი ორადგილიანში‚ ოღონდ, ვერავინ ძლებს – იქ დაბინავებული მამაკაცი ისე ხვრინავს‚ თვალს ვერ მოხუჭავ...
– არა უშავს...
დილით პორტიე ეკითხება‚ როგორ გეძინათო.
– ნორმალურად.
– არ ხვრინავდა?!
– ხვრინავდა კი არა, თვალი არ მოუხუჭავს... დაძინების წინ მივედი‚ ვაკოცე და ვუთხარი: ძილი ნებისა‚ საყვარელო-მეთქი...
***
მე ისევ ჩავხედე მას პირდაპირ თვალებში და დავიჩურჩულე: „შენ ყველაზე ძვირფასი ხარ‚ რაც მე გამაჩნია“... – და სარკეს მოვშორდი.
***
ქალმა ქმარი ქირურგთან მიიყვანა:
– რაც ავარიაში მოყვა‚ მას შემდეგ აღარ შეუძლია და ვინმესი გადაუნერგეთ...
ექიმმა შესანიშნავად გაუკეთა ოპერაცია...
გავიდა რამდენიმე თვე და ქალი ექიმს შემთხვევით შეხვდა.
– ექიმო‚ ეს რა მიქენით? ადრე ათასში ერთხელ მაინც ახერხებდა და ახლა საერთოდ აღარ მეკარება...
– მომიყვანეთ ქმარი და გავარკვევ.
მივიდა ქმარი ექიმთან.
– რა გჭირს‚ ვერ ახერხებ? – ეკითხება ექიმი.
– არა‚ რას ამბობთ‚ დღეში რამდენჯერმე: დილით – მდივანთან‚ შემდეგ – რამდენიმე თანამშრომელთან‚ საღამოს – მეზობელთან‚ მეგობრის ცოლთან...
– კი მაგრამ‚ ცოტა ენერგია ცოლისთვისაც შემოინახე!
– როგორ‚ ეს ხომ სხვისია და საკუთარ ცოლს ვაღალატებინო?!
***
– შენმა ცოლმა ჩააბარა გამოცდები მართვის მოწმობის ასაღებად?
– ნაწილობრივ.
– ეს როგორ?
– მხოლოდ ფული...
***
– ვაა‚ მერაბ‚ როგორ ხარ? შენზე მითხრეს ავარიაში მოყვაო...
– უკვე გამოვკეთდი.
– კი მაგრამ‚ მაგარი მძღოლი ხარ და ეს როგორ მოგივიდა?
– ეეჰ... მე და ჩემი ცოლი ახლობელთან მივდიოდით. ვხედავ, მაგარი გოგო დგას‚ ნახევრად შიშველი და ჩემმა შტერმა ცოლმა თვალებზე არ ამაფარა ხელი?!