ბრძნული აზრები
ჰორაციუსი: დღე – პატარა სიცოცხლეა და ისე უნდა გაატარო, თითქოს ამ დღეს კვდებოდი, მაგრამ უეცრად რამდენიმე დღე გაჩუქეს.
ვერგილიუსი: განათლებული ადამიანი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ უცხო საზოგადოებაშიც კი შინაურ ადამიანად აღიქმება.
ლუმისი: ნებისმიერი სულელი დაწერს წიგნს და უმეტესობა წერს კიდეც, მაგრამ სახლის აშენებას ჭკუა სჭირდება.
ჰეგელი: იდეები ცოცხლობენ მანამ, სანამ მისთვის ადამიანები კვდებიან.
გოეთე: ჭკვიანი ის ადამიანი კი არ არის, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კარგად იცნობს საკუთარ თავს.
კარლეილი: როგორც კი კამათი სიშმაგეში გადაიზრდება, ჩვენ უკვე სიმართლისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის ვიბრძვით.
კუშნერი: დიდი მეცნიერება – ეს ხელოვნებაა, ხოლო დიდი ხელოვნება – მეცნიერება.
კონფუცი: ბრიყვი უკმაყოფილოა იმით, რომ მას ვერ გაუგო ხალხმა. ბრძენი უკმაყოფილოა იმით, რომ მან ვერ გაუგო ხალხს.
უაილდი: გრანდიოზული იდეები ყოველთვის საშიშია.
ჰაბარდი: მასწავლებელი არის ადამიანი, რომელსაც მინიმუმ ორი შესაძლებელი ვარიანტი აქვს იქ, სადაც მხოლოდ ერთი არსებობს.
ჩერჩილი: მე მზად ვარ, ყოველთვის ვისწავლო, მაგრამ არ მომწონს, როცა ყოველთვის მასწავლიან.
შოუ: ეჭვიანობა სულელის სიბრძნეა.
დიზრაელი: როდესაც წიგნის წაკითხვა მინდა, მე მას ვწერ.
კანტი: ადამიანი არასდროს ფიქრობს სინათლეში სიბნელეზე, ბედნიერებაში – უბედურებაზე. სიმდიდრის ჟამს – სიღარიბეზე და პირიქით, ყოველთვის ფიქრობს სიბნელეში – სინათლეზე, უბედურებაში – ბედნიერებაზე, სიღარიბეში – სიმდიდრეზე.
ბეკონი: ათეიზმი არის თხელი ყინული, რომელზეც მხოლოდ ერთი ადამიანი გაივლის, ალბათ, დანარჩენი ხალხი კი ჩაიძირება.
მონტენი: ვინც ხალხს თავგანწირვას ასწავლის, ის ასწავლის მათ ცხოვრებას.
სენეკა: თუ არ მოსწონხართ ცუდ ადამიანებს, ესე იგი, შექების ღირსი ხართ.
სპინოზა: ადამიანის ხასიათის გამოცნობა მისი მოთხოვნილებების მიხედვით შეიძლება.
თეკერეი: დათესეთ საქციელი და თქვენ მოიმკით ჩვევას, დათესეთ ჩვევა და თქვენ მოიმკით ხასიათს, დათესეთ ხასიათი და მოიმკით ბედს.
ფეიერბახი: ოფლს კი არა სულს შეუძლია ადამიანის გაკეთილშობილება.
ფრანკლინი: მოსწრებული სიტყვა-პასუხი უნდა გამოვიყენოთ, როგორც ფარი და არა როგორც ხმალი, რომ ჭრილობა მივაყენოთ სხვას.
როულენდი: სისულელეები, რომლებზეც მთელი ცხოვრება სწუხს მამაკაცი ის სისულელეებია, რომლებიც არ ჩაუდენია, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა.
გოეცი: შეიძლება, ენდო ქალს, ვინც ქმარს თავად ირჩევს?