შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 14 ნოემბერს. მაინტერესებს, რომელ ქვეყნებში გამიმართლებს?
პასუხი: თქვენთვის უცხოეთი საშუალოა, მაგრამ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ სიყვარულის პლანეტა „ვენერა“ სწორედ უცხოეთის კუთხით არის თქვენთვის წარმატებების მომტანი. ასე რომ, უცხოეთი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით მისაღებია. ქვეყნებიდან კი წარმატებების მომტანია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ეგვიპტე, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინა პლანზე. ასევე, არის ქვეყნები, სადაც წარმატებების შანსი იმ შემთხვევაში გელით, თუ გადალახავთ ბარიერებსა და წინააღმდეგობებს. ასეთებია: ინგლისი, დანია, შეერთებული შტატებიდან – ალასკა; კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, მალაიზია, ჩინეთი.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 21 სექტემბერს, 12 საათზე. რა მელის ახლო მომავალში და გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?
პასუხი: თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი და აქტიური პერიოდი დაიწყო. ამიტომ, მეტად იაქტიურეთ წლის ბოლომდე. რაც შეეხება უცხოეთს, გეტყვით, რომ გამარჯვების ძირითადი ფაქტორი თქვენთვის უკავშირდება სამშობლოს – აქ მეტი წარმატების შესაძლებლობებია. უცხოეთი კი არც ცუდია და არც კარგი, ის თქვენთვის საშუალოა.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 11 მაისს. მაინტერესებს, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები სამუშაოდ და ბედის საძებნელად?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, არც გეკრძალებათ. ნუ ელით დიდ წარმატებებს სამშობლოს გარეთ. ქვეყნებიდან კი შედარებით იღბლიანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, იტალია, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ეგვიპტის ჩრდილოეთი ნაწილი, ბულგარეთი და ისრაელი.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 31 ივლისს. არის თუ არა წელს ჩემთვის დაოჯახება სასურველი და, კერძოდ, რომელ თვეში?
პასუხი: თქვენი ქორწინებისთვის კარგი პერიოდია 23 სექტემბრის შემდგომ, 23 ოქტომბრამდე. ამიტომ, უმჯობესია, ცვლილებები პირად ცხოვრებაში სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიოთ.