კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიბერუსაფრთხოებაზე საქართველოში პირველი წიგნი გამოიცა

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ 29 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში”, კიბერუსაფრთხოებაზე პირველი წიგნის პრეზენტაცია გამართა – ესაა  „კიბერკრიმინალი – ლეგალური და სადაზვერვო ასპექტები”. პრეზენტაციაზე განხილული იყო საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება სადაზვერვო ოპერაციებს, ეროვნულ უსაფრთხოებას, სამართლებრივ პრობლემებს და, ასევე, თანამედროვე ტენდენციებს გლობალური უსაფრთხოების სფეროში. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ როგორც უსაფრთხოების სფეროს წამყვანი ფროფესიონალები, ისე უცხოური ბეჭდვითი და ტელემედიის წარმომადგენლები. წიგნის მიზანია, მკითხველს სრული ინფორმაცია მიაწოდოს კიბერუსაფრთხოებისა და კიბერკრიმინალის ლეგალურ ასპექტებზე; სადაზვერვო საქმიანობასა და თანამედროვე საფრთხეებს შორის პარალელებზე;  აღჭურვოს მკითხველი ცოდნით ამ საფრთხეების ანალიზისთვის და სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციისთვის. „ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ჩატარდა, მიღებულ იქნა ახალი კანონმდებლობა კიბერკრიმინალთან მიმართებაში; სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებაში შეიქმნა ახალი ორგანიზაციული საშტატო ერთეულები; მოხდა პროკურორთა გადამზადება და დავდექით შემდეგი რეალობის წინაშე: ჩვენ გვაქვს კიბერკრიმინალის შემთხვევები, განახლებული კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ მასზეა მიმართული და კარგად არის მომზადებული პროკურორებისთვის. ის, ვინც მოჰყვება კიბერკრიმინალთან დაკავშირებულ ინციდენტში, სამართლებრივი დავის პროცესში სრულიად უძლურია, რადგან, საქართველოში ძნელად მოიძებნება ადვოკატი, რომელიც ერკვევა კიბერდანაშაულებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრინციპის – მხარეთა თანასწორობის დარღვევას იწვევს. ეს არის პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო საქართველოში, რომელიც კიბერუსაფრთხოებას ერთდროულად ლეგალურ, ტექნიკურ და სადაზვერვო კუთხით განიხილავს”, – აღნიშნავს წიგნის ავტორი ლაშა პატარაია.

   წიგნი განკუთვნილია იურისტების, ჟურნალისტებისა და უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის და აძლევს  მათ სრულიად ახალ პერსპექტივას, რომელიც დაეხმარება, უკეთ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში. წიგნი 1 იანვრიდან ხელმისაწვდომია თბილისის წიგნის მაღაზიებში.  უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ კიბერუსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი პუბლიცისტიკის განვითარებისთვის სპეციალური სერიაც შექმნა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი ღირებული სახელმძღვანელოს გამოცემა. 

 

скачать dle 11.3