კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნინი ბადურაშვილი ბავშვს მოსკოვში გააჩენს... ვერა ქობალიას მეუღლე ბიზნესმენი დავით კურცხალიაა...

 თბილისი ჭორების ქალაქი რომ არის‚ ალბათ‚ ამაზე ორი აზრი აღარ არსებობს. აქ ადამიანების დიდ ნაწილს‚ პოლიტიკის შემდეგ, ყველაზე მეტად ის აინტერესებს, ვინ გათხოვდა, სად გათხოვდა, როგორი ქორწილი ჰქონდა, რა ეცვა და ელოდება თუ არა ბავშვს. ჰოდა‚ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ‚ რომ მომღერალი ნინი ბადურაშვილი ფეხმძიმედ არის. როგორც ცნობილია‚ ის რამდენიმე თვის წინ რუსეთში მცხოვრებ ქართველს, ირაკლი კუტალაძეს გაჰყვა. ცოტა ხნის წინ ნინი თბილისში ჩამოვიდა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც არაერთხელ გამოჩნდა. როგორც ჩანს‚ ფხიზელ თვალს მისი ფეხმძიმობის ამბავი არ გამორჩენია. შევიტყვეთ‚ რომ ნინი ბავშვის გაჩენას რუსეთში აპირებს. ფეხმძიმობაზე გამახსენდა და, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი‚ ვერა ქობალიაც ბავშვს ელოდება. ბევრს აინტერესებდა‚ ვინ არის მისი შვილის მამა. როგორც თავად ვერამ განაცხადა, მისი მეუღლე დავით კურცხალიაა და, შესაბამისად‚ მისი შვილიც კურცხალია იქნება. ყოფილმა მინისტრმა მეუღლე, რომელსაც კერძო ბიზნესი აქვს, ოფიციალურად  გუდაურში, ახლობლების წრეში გაიცნო, თუმცა‚ მანამდე არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს, მაგრამ, მათ შორის სასიყვარულო ფლუიდები მხოლოდ რამდენიმე თვის  წინ გაჩნდა. ვერა ქობალია ბავშვის გაჩენას საქართველოში აპირებს, რადგან სურს, რომ მისი შვილი საქართველოს მოქალაქე იყოს.

скачать dle 11.3