კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი “ევროვიზიაზე„ დუეტით წარდგებიან

14 მაისს ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი საქართველოს სახელს ყველაზე მასშტაბურ კონკურსზე – „ევროვიზიაზე“ წარადგენენ. მათ ამის შესახებ 31 დეკემბერს შეიტყვეს და ახალ წელს ორმაგად ბედნიერები შეხვდნენ. რაც მთავარია‚ ორივე მაქსიმალურად მზად არის, რომ‚ როგორც დუეტმა‚ 39 ქვეყანას შორის დიდ წარმატებას მიაღწიოს და საუკეთესო ადგილი დაიკავოს. მათ ჩაცმულობაზე კი ავთანდილი იზრუნებს. 

ნოდიკო: „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გადაწყვიტა, რომ „ევროვიზიისთვის“  სოლისტები დაეწყვილებინათ. გოგონებიდან აარჩიეს სოფო გელოვანი, ბიჭებიდან – მე. ისე‚ „ევროვიზია“ საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში. შესაბამისად‚ ეს ჩემთვის და სოფოსთვის მოულოდნელი იყო და მიხარია, რომ სწორედ ჩვენ გვხვდა წილად ეს ბედნიერება. ჩვენთვის მთავარია‚ საქართველოს სახელი წამოვწიოთ წინ. სანამ იქ ჩავალთ‚ ძალიან რთული და ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ, ძალებს არ დავიშურებთ. ეს არის ორივესთვის დიდი ტრამპლინი, კარგი შანსი და აუცილებლად გამოვიყენებთ.

სოფო: „ევროვიზიაზე“ სრული კომფორტი გვექნება, რადგან, ძალიან კარგ და ძლიერ ჯგუფთან გვიწევს მუშაობა. რაც შეეხება სიმღერას, უკვე მიდის მოლაპარაკებები იმაზე‚ თუ ვინ დაწერს. გვინდა, რომ იყოს ძალიან კარგი და გემოვნებიანი. სიმღერის შესაბამისად, იქნება შოუს ელემენტებიც. მსმენელისა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. 

ნოდიკო: წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან წარდგება დუეტი. პროგნოზს ვერ გავაკეთებ – სიმღერა მოიგებს, ჩაცმულობა თუ შოუს ელემენტები – ეს არავინ იცის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაყურებლის წინაშე წარვდგეთ მაქსიმალურად გემოვნებიანი პროდუქტით და საქართველოს სახელი კარგად, ღირსეულად წარმოვაჩინოთ. 

скачать dle 11.3