კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

უნდელია

გვარის ფუძეა მეტსახელი უნდელი, რაც დაუმწიფებელს, შემოუსვლელს ნიშნავს.

გვარი უნდელია ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ სოფელ კერზუში, ფოთში.

უნდილია და უნდელია ერთი და იგივე გვარ-სახელებია.

საქართველოში 42 უნდელია ცხოვრობს: მარტვილში – 27, ჩხოროწყუში – 13, სენაკში – 2.

ბაციკაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი ბაცი, ბაციკა. 

ბაციკაძეები 1941 წელს ასურეთში გადასახლებულან საცხოვრებლად სოფელ კორტიდან.

ამავე ძირისაა გვარები: ბაცანკალაშვილი, ბაცანიძე, ბაცანაძე, ბაცაცაშვილი, ბაცელია, ბაცელაშვილი, ბაციაშვილი, ბაცილავა და ბაცაცია.

საქართველოში 468 ბაციკაძე ცხოვრობს: თბილისში – 151, გორში – 101, ქარელში – 76. არიან სხვაგანაც.

მსუქნიშვილი-მსუქნიძე

ქართული გვარ-სახელების ერთი ჯგუფი ნაწარმოებია ადამიანის გარეგნობის, ხასიათისა და თვისებების მაჩვენებელი სიტყვებიდან. ამ გზით გვარების წარმოქმნა სხვა ერის ხალხისთვისაც არ არის უცხო.

მსუქნიშვილის გვარის ეტიმოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა ალექსანდრე ღლონტმა და აი, რას წერდა ის: „მეტსახელი მსუქანი გვხვდება გვარში მსუქნიშვილი.”

ამავე ძირისაა გვარი მსუქნიძე.

საქართველოში 240 მსუქნიშვილი ცხოვრობს: თელავში – 146, თბილისში – 41, გურჯაანში – 8. არიან სხვაგანაც.

ავაქაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ავაქა, ავაგა. 

ავაგა მოიხსენიება 1744 წელს თუმანიანი პაპუას მიერ ჩარჩიანთ ქრისტესიას სახელზე გაცემული ყმის ნასყიდობის წიგნში.

ბერუა ავაქაშვილი იყო მოწმე შაყუბათა ბერუაშვილის მიერ დოლმაზა შანშიაშვილისა და დურმიშხან დემურაშვილის მიერ თავისი ბიძაშვილისთვის – ალიხანასთვის მიცემული ნასყიდობის წიგნისა.

ამავე ძირისაა გვარები: ავაგაისძე, ავაგაშვილი, ავაგუმაშვილი.

საქართველოში 160 ავაქაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 68, თბილისში – 56, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.

ნერსეზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნერსე. ამ სახელით ბევრი პიროვნებაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში.

საკუთარი სახელი ნერსო, ნერსუა გავრცელებულია სომხებშიც. მისგან კი მიღებულია გვარი ნერსესიანი.

გვხვდება გვარი ნერსეზოვიც, რომელიც რუსული გაფორმებით ასე ჩაუწერიათ. ამ გვარის წარმომადგენლები სინამდვილეში ნერსეზიშვილები არიან, ქართველები.

საქართველოში 186 ნერსეზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, თელავში – 29, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.

შემაზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შემაზა. 

1721 წელს, სამღერეთში მოიხსენიება გიორგი შემაზაშვილი. შემაზაშვილები იყვნენ მებატონეებიც. 1721 წლის აღწერით, მებატონე შემაზაშვილებს ჰყავდათ ყმები სოფელ კარაქაში.

საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს: ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.

ჩიფირაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩიფა.

ჩხიკვთაში მცხოვრებმა ზაქარია ჩიფირაშვილმა 1874 წელს, დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი, ნინო. მიმრქმელი იყო ჩხიკვთელი დიმიტრი საგინოვი.

1873 წელს სოფელ ჩხიკვთაში მოიხსენიება სოლომონ ჩიფირაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ჩიფარაშვილი, ჩიფრაშვილი და ჩაფაშვილი.

საქართველოში 46 ჩიფირაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 30, თბილისში – 4, თელავში – 2. არიან სხვაგანაც.

როსტობაია

როსტობაიას ადრინდელი გვარი იყო უგვარია. 

ვარაუდით, გვარის ფუძე წარმოიშვა ვინმე უგვარო კიცისგან, რომელსაც შემდეგ უგვარია გაუგვარდა.

ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უგვარიების ნაწილმა გვარი როსტობაიებად გადაიკეთა. როგორც ჩანს, გვარის ფუძედ აიღეს საკუთარი სახელი – როსტომი.

უგვარია 1834 წლის საბუთებში მოიხსენიება.

საქართველოში 383 როსტობაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 205, სენაკში – 32, თბილისში 26. არიან სხვაგანაც.

მანგოშვილი

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი მანგო. 

ქართულ საისტორიო წყაროებში გვხვდება, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი – მანგია.

ამავე ფუძისაა გვარი მანგიაშვილი.

მანგიაშვილები მთიულები არიან და ქართლის მთიანეთში ცხოვრობენ, მანგოშვილები კი კახელები არიან.

საქართველოში 607 მანგოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 167, სიღნაღში – 145, რუსთავში – 85. არიან სხვაგანაც.

გოგაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგა. 

ამავე ძირისაა გვარები: გოგაშვილი, გოგიძე, გოგიშვილი, გოგია, გოგილავა, გოგილაშვილი, გოგინაშვილი, გოგისვანიძე, გოგიტაური, გოგიჩაიშვილი, გოგლიჩიძე, გოგლიძე, გოგმაჩიძე, გოგიბერიშვილი, გოგნელაშვილი და ასე შემდეგ.

ილია მაისურაძის ვარაუდით, გოგა, გოგი – გიორგის შემოკლებულ სახელად ითვლება, მაგრამ, ირკვევა, რომ ის უძველეს ხანაში დამოუკიდებელი სახელი უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს ამ ძირეული სახელის ფართოდ გავრცელება და მისგან წარმოქმნილ ფორმათა სიუხვე. ის ეთნონიმური წარმოშობის ანთროპომად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოში 1 025 გოგაძე ცხოვრობს: თბილისში – 205, ვანში – 168, ქობულეთში – 83. არიან სხვაგანაც.

ხარატი-ხარატიძე-ხარატიშვილი

გვარის ფუძეა ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან და ლითონისგან ჩარხავს სხვადასხვა ნაკეთობას.

ამავე ძირისაა გვარები: ხარატიძე, ხარატიშვილი. 1721 წელს გვარეთში მოიხსენიება ხარატიშვილი მელიქა.

საქართველოში 136 ხარატი ცხოვრობს.

82 – ხარატიძე.

1 904 – ხარატიშვილი: თბილისში – 643, ქუთაისში – 186, ხარაგაულში – 139. არიან სხვაგანაც.

ხახანაშვილი-ხახაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხახანა.

1700-1719 წლებში თუმანიანთ ყმების განულების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე ხახანაშვილი. ამავე ძირისაა გვარები: ხახანიკაშვილი, ხახაშვილი, ხახოშვილი, ხახოძე, ხახუა, ხახიაური.

საქართველოში 806 ხახანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 785, გორში – 12, ქუთაისში – 9.

80 – ხახაშვილი: თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3