რა მოხდა ამ დღეს
14 იანვარი
1119 – იერუსალიმში დაარსდა ტამპლიერთა რაინდული ორდენი.
1900 – რომში შედგა ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას“ პრემიერა.
1953 – მარშალი ტიტო გახდა იუგოსლავიის პირველი პრეზიდენტი.
1972 – დანიაში გამეფდა დედოფალი მარგარეტ მეორე.
15 იანვარი
1200 – დაარსდა პარიზის უნივერსიტეტი.
1759 – გაიხსნა ბრიტანეთის მუზეუმი.
1797 – ლონდონში ჯონ ეტერინგტონი ქუჩაში გამოვიდა სრულიად ახალი ფორმის თავსაბურავით – ცილინდრით.
1880 – ლონდონის სატელეფონო კომპანიამ გამოუშვა პირველი სატელეფონო ცნობარი 255 ნომრის შემცველობით.
16 იანვარი
1920 – ამოქმედდა ამერიკის კონსტიტუციის მე-18 შესწორება – ქვეყანაში ძალაში შევიდა „მშრალი კანონი“.
1957 – ლივერპულში, Matthews Street-ზე, ყოფილ ღვინის სარდაფში, გაიხსნა The Cavern Club („გამოქვაბული“), სადაც შედგა „ბითლზის“ დებიუტი.
1963 – ხრუშჩოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირს აქვს 100-მეგატონიანი წყალბადის ბომბი.
1979 – ირანში მოხდა „ისლამური რევოლუცია“. ჩამოაგდეს შაჰი მუჰამედ რეზა ფეჰლევი. ყოფილი მმართველი ეგვიპტეში გაიქცა.
17 იანვარი
1475 – რუმინეთის ქალაქ ვასლუისთან მოხდა ბრძოლა მოლდავეთის ჯარებსა და ოსმალეთის იმპერიის ჯარებს შორის. მოლდავეთის მეფის, სტეფანე მესამის 47 000-იანმა არმიამ გაანადგურა სულეიმან ფაშას 120 000-იანი არმია.
18 იანვარი
1535 – ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ დააარსა პერუს დღევანდელი დედაქალაქი – ლიმა.
1995 – იაპონიაში მოხდა მიწისძვრა. დარტყმითმა ტალღამ გადაუარა ქალაქებს: კობეს, კიოტოს, ოსაკას, ნარას, ოკაიამას, კუნძულ ჰონსიუს. დაღუპულთა რიცხვმა 3 160-ს მიაღწია, 800 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
19 იანვარი
1826 – ნიუ-იორკში ეზრა დეგეტმა და მისმა ძმისშვილმა, ტომას კენსეტმა, დააპატენტეს თუნუქის ქილებში ორაგულის, ხამანწკებისა და ომარების კონსერვაციის მეთოდი.
1903 – პირველად გამოაცხადეს დღეისთვის ყველაზე პოპულარული ველორბოლის – „ტურ დე ფრანსის“ ჩატარების შესახებ.
1915 – პარიზელმა ჟორჟ კლოდმა დააპატენტა ნეონის სარეკლამო აბრა.
20 იანვარი
1265 – გრაფმა ლესტერსკიმ პირველად მოიწვია ინგლისის პარლამენტი.
1778 – ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ჰავაის კუნძულები. ერთი წლის შემდეგ ის ხელახლა მიადგა ამ კუნძულებს, სადაც ის აბორიგენებმა მოკლეს.
1841 – ჩინეთმა ჰონკონგი დიდ ბრიტანეთს დაუთმო.
1892 – ამერიკის პატარა ქალაქ სპრინგფილდში ჩატარდა პირველი ოფიციალური მატჩი კალათბურთში სტუდენტებს შორის.
1946 – ამერიკის პრეზიდენტმა ტრუმენმა დააარსა ცენტრალური სადაზვერვო ჯგუფი, შემდგომში მას „ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო“ ეწოდა.