სალათა „ხრამუნა“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ნაჭერი შებოლილი ქათმის მკერდის ნაჭერი, „ბატონის“ ან თეთრი პურის ნაჭერი, ცოტა კომბოსტო, მაგარი ყველის ნაჭერი, მაიონეზი და 2 კბილი ნიორი, მარილი.
მომზადების წესი: პურის ნაჭერი დაჭერით კუბიკებად და შებრაწეთ ცხელ ტაფაზე, უზეთოდ ან ძალიან ცოტა ზეთში. ქათმის შებოლილი ხორცი დაჭერით ჩხირებად. კომბოსტოს ფურცლები შედარებით მსხვილად დაჭერით ან ხელით დაფლითეთ, ყველი გახეხეთ წვრილკბილა სახეხზე. სოუსისთვის ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, დანაყილი ნიორი, ცოტა მარილი.
თასში მოათავსეთ ფილე, კომბოსტო, ორცხობილის კუბიკები, მოასხით სოუსი, ამოურიეთ, მოაყარეთ ყველი, კიდევ ამოურიეთ მიირთვით მაშინვე, რომ ორცხობილები არ დალბეს.