კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქათამი ვაშლითა და ფორთოხლით

საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი მომცრო ზომის ქათამი, 2 ცალი ვაშლი – ერთი მჟავე, ერთიც შედარებით ტკბილი, 1 ცალი ლიმონი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 3 კბილი ნიორი, საშუალო ზომის ფორთოხალი, ცოტა კამა და ოხრახუში. ცოტა ხმელი სუნელი და ზეთი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: ქათამი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ და ხელსახოცით შეამშრალეთ. წაუსვით მარილი, სუნელი, პილპილი. 

პატარა ფიალაში ერთმანეთში შეურიეთ თაფლი, მდოგვი, ზეთი, ლიმონის წვენი და ათქვიფეთ. ეს მასა წაუსვით ქათამს ყველა მხრიდან ისე, რომ კანქვეშაც შეაღწიოს და გააჩერეთ 2-3 საათი, კარგად რომ გაუჯდეს. ამასობაში გათალეთ ვაშლი და გაფცქვენით ფორთოხალი. ვაშლი დაჭერით ნაჭრებად და ქათამს ისე ჩაუწყვეთ მუცელში, რომ შუაში მთლიანი ფორთოხალიც მოთავსდეს. ვაშლის მომცრო ნაჭრები ქათამს კანქვეშაც შეუჩურთეთ, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი. წიწილას ფეხები ძაფით შეუკარით, მუცელი კი – ხის ჩხირებით. შეახვიეთ ფოლგაში და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. ერთი საათის შემდეგ გამოიღეთ. მოხსენით ფოლგა და ისევ შეაბრუნეთ აირღუმელში ნახევარი საათით, კარგად რომ შეიბრაწოს. პერიოდულად მოასხით ის წვენი, რომელსაც შეწვის პროცესში გამოყოფს.

გარნირად ძალიან უხდება ბოსტნეულის ნებისმიერი სალათა.

скачать dle 11.3