კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზამთრის დაავადებებს უმკურნალეთ ხახვით

დაახლოებით, 60-70 გრამი ხახვი მთლიანად აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნას ასკორბინის მჟავაზე. C ვიტამინის ასეთი წყარო განსაკუთრებით ცივ ამინდშია აუცილებელი. 

მინერალური მარილები, რომლებსაც ხახვი შეიცავს, წყალმარილოვანი ციკლის მუშაობას უწყობს ხელს. ის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. 

თუ სურდო შეგეყარათ, გახეხეთ სამი ცალი საშუალო ზომის ხახვი, ახალმომზადებული ხახვის ფაფის არომატი ათი წუთის განმავლობაში ღრმად შეისუნთქეთ. ეს გამოჯანმრთელებაში შეგიწყობთ ხელს. 

ამ დროს ინჰალაციაც დაგეხმარებათ. კერძოდ, ოთხ სუფრის კოვზ გვირილას დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ადუღეთ ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ. ცხელ ნაყენში ჩაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ხახვისა და ლიმონის ნარევი. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ და შეისუნთქეთ ჭურჭლიდან ამომავალი ორთქლი. გვირილის ეთეროვანი ზეთი და ხახვის სამკურნალო ფიტოციდები ისუნთქეთ 5-10 წუთის განმავლობაში. 

თუ თირკმელები და შარდ-სასქესო ორგანოები გაწუხებთ, ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ ხახვის, ნიახურის ძირებისა და ლიმონის წვენის თანაბარი რაოდენობის ნარევი. 40 მილიგრამი ნარევი ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით და ჭამამდე, 15 წუთით ადრე დალიეთ. სვით სამი კვირის განმავლობაში. 

ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის სასურველია, მიიღოთ შემდეგი სახის ნარევი: ას გრამ ხახვის წვენს დაუმატეთ სამი სუფრის კოვზი თაფლი და ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. მოათავსეთ ეს ნარევი მინის ჭურჭელში და თავზე მჭიდროდ დააფარეთ. შეინახეთ მაცივარში. ერთი ჩაის კოვზი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სასურველია, ეს გააკეთოთ ერთი თვის განმავლობაში.

 

როგორ ადამიანებს უვითარდებათ ნევროზი

ნევროზი ის დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა უდევს და რომლის სრული გამოსწორებაც შესაძლებელია მხოლოდ სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ. არსებობს რამდენიმე ტიპის ნევროზი, კერძოდ: ნევრასთენია, ისტერია და აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზებიც. 

ნევრასთენიის გამომწვევია ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, გადაქანცვა, უსიამოვნო განცდები, შინაგანი ორგანოების ინფექციური და სხვა სომატური დაავადებები. მისი ნიშნებია მომატებული აღგზნებადობა, ემოციურობა, სწრაფი გადაღლა, გაფანტული ყურადღება, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, დღისით მოთენთვა, უმადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, გულის ცემის გახშირება ან პირიქით, შენელება, არტერიული წნევის მერყეობა და ოფლიანობა. 

ისტერიული ნევროზი კი, ვითარდება თავისებური ხასიათის მქონე ადამიანებში. ის შეიძლება, გამოვლინდეს თითქმის ყველა დაავადების მსგავსი ნიშნებით. 

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს, ზოგად ნევროზის ნიშნებთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სახის აკვიატება, კერძოდ, აკვიატებული აზრები, მოქმედებები და შიშები. აკვიატებული იდეების დროს აღინიშნება ყოყმანი, შიში, სხვადასხვა დაავადების აკვიატებული შიში. ზოგს ეშინია ღია ან დახურული სივრცის და ასე შემდეგ. 

დეპრესიულ, იპოქონდრიულ და სექსუალურ ნევროზებს ნევრასთენიის ფარგლებში განიხილავენ. 

ნევროზი აბსოლუტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობისა და მისივე დანიშნული მკურნალობის კურსის ჩატარებით. წამყვან მეთოდად ითვლება ფსიქოთერაპია, ასევე, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რაციონალურ ფსიქოთერაპიას და ავტოტრენინგს, ისტერიის დროს – შთაგონებას და ჰიპნოზურ ზემოქმედებას. 

ნევროზული აშლილობა ბავშვებში მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ხშირია ამ დროს ენაბლუობა, ღამის შიშები, შარდის შეუკავებლობა, კრუნჩხვები, უმადობა, ჭირვეულობა, უაზრო მოქმედებები, ყვირილი და ასე შემდეგ. 

ბავშვთა ნევროზების სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოტრავმული მიზეზების აღმოფხვრას. ბავშვი ადვილად ემორჩილება შთაგონებას. ამიტომ, მის გვერდით, უფროსი ადამიანი მეტად დაკვირვებულად უნდა მოქმედებდეს, შეუქმნას მას საერთო ფსიქოთერაპიული გარემო და არ აჰყვეს მისი თანდასწრებით შიშსა და შფოთვას.

 

ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის

ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, ასევე, A პროვიტამინს, B და C ვიტამინს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძსა და თუთიას. 

ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის, და გვიცავს სავალალო შედეგებისგან. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთ დღეს მხოლოდ ფორთოხალს მიირთმევთ, დაახლოებით ექვს-შვიდ ცალს, ან, ახალგამოწურულ წვენს დალევთ. 

ფორთოხალი აძლიერებს იმუნიტეტს. დადგენილია, რომ ვიტამინები, იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს (რომელიც მას ყვითელ ფერს ანიჭებს), სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად. ეს კი, თავის მხრივ, აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას და სხვადასხვა ინფექციისგან დაცვას. ასევე, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. 

გარდა ამისა, ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს. კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს. მასში შემავალი C ვიტამინი კი, მათ წარმოქმნას აფერხებს. 

თუ ყოველდღიურად ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, შემცირდება თრომბის წარმოქმნის რისკიც. 

ჯანმრთელი ადამიანისთვის უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ფორთოხლის წვენის ინტენსიური სმა და საერთოდ, ციტრუსების მიღება, ალერგიულ რეაქციებს იწვევს. 

ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი საუზმეზე ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. ოღონდ, წვენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან ვიტამინების ნაწილი სწრაფად იშლება. სამხარზე კი მთლიანი ფორთოხალი მიირთვით, რადგან ქერქში არსებული პექტინები აკონტროლებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. 

თუ გსურთ, ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ, მაშინ კვირაში ერთი დღე განტვირთვის დღედ გამოაცხადეთ და საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ფორთოხალი მიირთვით. მასში მცირე კალორიებია, სამაგიეროდ, ბევრი უჯრედისია, რაც შიმშილის გრძნობას გარკვეული დროით თრგუნავს. 

ახლა სწორედ ფორთოხლის სეზონია. ამიტომ, გაითვალისწინეთ ამ ციტრუსის სასიკეთო თვისებები და გამოიყენეთ ის ორგანიზმის დასაცავად მთელი სეზონის განმავლობაში.

 

რა სიმპტომები ახასიათებს შაქრიან დიაბეტს

შაქტრიანი დიაბეტი ენდოკრინული დაავადებაა. მისი მკურნალობა ძნელია, რადგან შეუძლებელია დაავადების მიზეზის განსაზღვრა. დიაბეტის დროს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება მცირდება. ამის გამო შაქარი ცუდად შეითვისება და სისხლში მისი კონცენტრაცია მატულობს, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ნერვული დარღვევები, მხედველობის დაქვეითება, ინფექციები, სისხლის მიმოქცევის გაუარესება, გულისა და თირკმელების დაავადებები. ორგანიზმში ირღვევა ყველა სახის ნივთიერებათა ცვლა და დროთა განმავლობაში ყალიბდება დაავადებათა მთელი ჯაჭვი.

შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელია წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე, მომატებული მადა, სისუსტე, წონაში კლება, კანის სიმშრალე და ქავილი, ასევე, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა.

შაქრიანი დიაბეტი სერიოზული დაავადებაა, რომელსაც დროული გამოვლენა, ყურადღება და მკურნალობა სჭირდება. ხალხურ მედიცინაში არსებობს სამკურნალო ბალახების ნაყენები, რომელთა სისტემატური სმა აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და მეტ-ნაკლებად ებრძვის დაავადებას. რადგან შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება, გამოიყენეთ ნაცადი ხალხური მეთოდები: მიირთვით წიწიბურას ფაფა, ოღონდ, რძის გარეშე. კარგია, ასევე, ჭინჭრის ახალი, ქორფა ფოთლების ნაყენი. კერძოდ, 50 გრამ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით ორი საათით და დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა, დღეში 3-4-ჯერ.

დიაბეტის დროს ძალიან სასარგებლოა უმი კუნელის ნაყოფი. ის სისხლში შაქრის დონეს დაბლა სწევს. სასურველია, დღეში 100 გრამი კუნელის მიღება, ოღონდ, აუცილებლად ჭამის შემდეგ. მშიერ კუჭზე მან შესაძლოა, ნაწლავური სპაზმი გამოიწვიოს.

კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევისა და დათრგუნვის შემთხვევაში, სასარგებლოა დაფნის ფოთლების ნაყენი: 12 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ თერმოსში და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ ორი დღე. ნაყენი მიიღეთ 3 დღის განმავლობაში, დღეში 50 მილიგრამი.

ასევე, ხალხურ მედიცინაში ცნობილია ლობიოს პარკის სასარგებლო თვისებები: 3 კოვზ დაქუცმაცებულ ლობიოს პარკს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ერთი საათი. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

 

როგორ მოვახდინოთ გონების კონცენტრირება და დავეხმაროთ ტვინს, ბევრი ინფორმაციის მიღებაში

ყველა ჩვენგანს არა მარტო ბევრი ფიქრი, არამედ ბევრის დამახსოვრებაც სჭირდება. ხანდახან იმდენად ბევრის, რომ თავბრუ გვესხმის. მაგრამ, დამახსოვრების პროცესის შემსუბუქება შესაძლებელია, თუ გონებრივი დატვირთვის დროს სპეციალურად მივიღებთ საჭირო საკვებ პროდუქტს.

 სტუდენტებმა უნდა მიიღონ, რაც შეიძლება მეტი კომბოსტო, რადგან ის ხსნის ნევროზს და ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის აქტივობას. იმისთვის, რომ გამოცდების წინ გაუთავებლად არ გქონდეთ შიშის გრძნობა, რეგულარულად უნდა მიირთვათ კომბოსტოს სალათა. სესიებისთვის მზადების დროს კარგია მზესუმზირა ან გოგრის თესლი. მიირთვით ლიმონი და უკეთ იაზროვნებთ, რაშიც მასში შემავალი C ვიტამინი დაგეხმარებათ. ახალ ინფორმაციასაც ადვილად აღიქვამთ.

მოცვი იდეალური პროდუქტია მათთვის, ვისაც ხშირად ეძაბება მეხსიერება, ყურადღება, თვალები. ის ხელს უწყობს ტვინის სისხლით მომარაგებას. კენკრა აძლიერებს თვალის კუნთებს და მხედველობაზეც დადებითად მოქმედებს. მოცვი განსაკუთრებით საჭიროა მათთვის, ვინც კომპიუტერთან მუშაობს.

თუ გონების მაქსიმალური დაძაბვა გიწევთ, ან ავტომანქანას დიდხანს მართავთ, თან იქონიეთ თხილი ან კაკალი. მათი ხშირი მიღება კურნავს დაავადებულ ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს ტვინის უკეთესად მუშაობას.

ფსიქიკური და გონებრივი გადაღლილობის დროს, დაგეხმარებათ ხახვი. ის ათხელებს სისხლს, რითაც ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას. ყოველდღიური მინიმალური დოზა საშუალო სიდიდის ხახვის ნახევარია.

შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის აუცილებელია ლეღვი. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც შემადგენლობით ასპირინს წააგავს და ტვინს ჟანგბადით მომარაგებაში ეხმარება. ეთერზეთები, რომელთაც მისი თესლი შეიცავს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის მოწესრიგებას. ვისაც შემოქმედებითი აქტიურობა სჭირდება, მისთვის ძალიან სასარგებლოა ქინძის ჩაი, კერძოდ, 2 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე.

скачать dle 11.3