კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

მესი – წლის ფეხბურთელი ესპანეთში

„ბარსელონის” არგენტინელი ფორვარდი, ლიონელ მესი, ესპანეთის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოკითხვის ორგანიზატორი ესპანეთის ნომერ პირველი სპორტული გაზეთი „მარკა” იყო. მესიმ 115 ათასი ხმა მიიღო – გამოკითხულთა საერთო რაოდენობის 60 პროცენტი. 2012 წელს მესიმ გერმანელი გერდ მიულერის უნიკალური რეკორდი დაამხო – მან ერთ კალენდარულ წელს 91 გოლის გატანა მოახერხა, როდესაც მიულერის ანგარიშზე კი 85 გოლი იყო. მესის გარდა გამოკითხვაში  მონაწილეობას იღებდნენ: კრიშტიანუ რონალდუ, რადამელ ფალკაო, ჩავი, ანდრეს ინიესტა, იკერ კასილასი და სერხიო რამოსი. 2012 წლის საუკეთესო მწვრთნელად, იგივე „მარკას” ვერსიით, მადრიდის „ატლეტიკოს” მესაჭე დიეგო სომეონე დასახელდა.

 

„ზლატანერა“ – ახალი შვედური სიტყვა

სიტყვა „ზლატანერა”, რომელიც შვედეთის ნაკრების ვარსკვლავის ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახელიდან წარმოიშვა, შვედური ენის საბჭომ ახალ სიტყვად დაარეგისტრირა. „ზლატანერა”   ამიერიდან დომინირებას, ძალის გამოყენებას ნიშნავს. ლექსიკონში აღნიშნული იქნება, რომ ეს სიტყვა შვედურ ენაში ფრანგულიდან შემოვიდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დამსახურებით გაჩნდა, რომელიც ფრანგულ საფეხბურთო მოედნებზე დომინირებს და ძალას აჩვენებს. საგულისხმოა, რომ სიტყვა „ზლატანერა” პირველად ფრანგულ ტელეარხ „კანალ პლუსზე” გაჩნდა სატირულ გადაცემაში. ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენის” რიგებში მოასპარეზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი საფრანგეთის საუკეთესო ბომბარდირია 18 გატანილი ბურთით.

 

მიტოვებული ბოლტი

პლანეტის უსწრაფესი ადამიანი, იამაიკელი მორბენალი უსაინ ბოლტი შეყვარებულმა მიატოვა. 22 წლის მეგან ედვარდსმა, ჩვეულებრივმა ბუღალტერმა ლონდონიდან, სამსახური პირად ურთიერთობაზე მაღლა დააყენა და ოლიმპიური ჩემპიონი ბოლტი გულგატეხილი დატოვა. „ჩვენ ერთად ვიყავით იამაიკაზე და მშვენიერი დრო გავატარეთ. უსეინს სურვილი ჰქონდა, რომ მე კვირაში ერთხელ მასთან ლონდონიდან მეფრინა, მაგრამ, მე ასე არ შემიძლია – სამსახური მაქვს და ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება მირჩევნია ვარსკვლავურ ცხოვრებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მეგანმა, რომელიც ბუღალტრად მუშაობამდე მოდელობდა და ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე გაიცნო უსეინ ბოლტმა.

 

ვოზნიაცკი თხოვდება

ავსტრალიურ ბრისბენში, წლის პირველ ტურნირზე ჩასულ დანიელ ჩოგბურთელს კაროლინ ვოზნიაცკის ჟურნალისტებმა ნიშნობის ბეჭედი დაუნახეს და ამჟამად მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია, თუ როდის გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას ამ თემასთან დაკავშირებით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ქალი. ცნობილია, რომ კაროლინა დიდი ხანია მეგოლფე რორი მაკილროის ხვდება და, მათთან დაახლოებული პირების ცნობით, წყვილი ახლო მომავალში დაქორწინებას აპირებს, თუმცა, ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ გაკეთებულა, მანამდე კი კაროლინ ვოზნიაცკი გოლფის მოედნიდან, ხოლო რორი კორტიდან გულშემატკივრობენ ერთმანეთს. 

ძანეტის მომავალი „ნერაძურაში”

არგენტინელი ფეხბურთელი, მილანის „ინტერის” კაპიტანი და ცოცხალი ლეგენდა ხავიერ ძანეტი, რომელსაც 2013 წლის აგვისტოში 40 წელი შეუსრულდება, დიდი ფეხბურთიდან წასვლას არ ჩქარობს და მინიმუმ ერთი სეზონით აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას „ნერაძურისთან”. „ვფიქრობ, მშვენიერ ფორმაში ვარ და შემიძლია სარგებლის მოტანა კლუბისთვის. 40 წლის ვხდები და მგონია, რომ ასეთ კარგ ფორმაში ჯერ არ ვყოფილვარ”, – აცხადებს ფეხბურთელი, რომელიც „ინტერის” ღირსებას 1995 წლიდან იცავს და მილანური კლუბის სიმბოლოდ ითვლება.

 

შარაპოვას

მტვერსასრუტი-რობოტი

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დიდ დროს ატარებს კორტებზე, ვარჯიშებში, ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადაფრენებში და, აქედან გამომდინარე, სახლის დალაგებას ვერ ასწრებს. ალბათ, ამ მიზეზით, შარაპოვა მტვერსასრუტი-რობოტის მწარმოებელი კომპანიის სარეკლამო სახე გახდა და რეკლამირებას უკეთებს ყველა დიასახლისისთვის სასურველ „მეგობარს – მტვერსასრუტს, რომელიც ავტომატურად ანადგურებს მტვერს. შარაპოვამ უკვე მიიღო მონაწილეობა მტვერსასრუტი-რობოტის სარეკლამო ფოტოსესიაში და, ამბობენ, რომ თავადაც შეიძინა რობოტის რამდენიმე ეგზემპლარი, საჩუქრებად და საკუთარი სახლისთვის.


დიეგოს საჩუქარი ფალკაოს

„საუკეთესო საჩუქარი მივიღე – მარადონამ საკუთარი საათი მაჩუქა, ხელიდან მოიხსნა და მაჩუქა, რაზეც ძალიან ვნერვიულობ”, – ეს სიტყვები დაწერა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა, კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ. ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო ფალკაო, მაშინვე აჩუქა თავისი საათი და უთხრა, რომ სიამოვნებით ადევდნებს თვალს მის თამაშს. ფალკაო ამჟამად მადრიდის „ატლეტიკოს” ღირსებას იცავს, თუმცა ახლო მომავალში ვარაუდობენ, რომ ის რომელიმე ევროპული სუპერკლუბის ღირსებას დაიცავს, რადგან, მასზე აქტიურად ნადირობენ „რეალი”, „ბარსელონა”, „ჩელსი” და „იუვენტუსი”.

 

არასტანდარტული რუბლები სოჭის

ოლიმპიადისთვის

 რუსეთის სახელმწიფო ბანკმა არასტანდარტული ზომის მონეტები მოჭრა. ვერცხლის 3 რუბლის ნომინალისა და ოქროს 50 და 100 რუბლის ნომინალის მონეტები 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის აღსანიშნავად მოიჭრა, მონეტების ავერსზე რუსეთის გერბია გამოსახული, ხოლო რევერსზე – ოლიმპიადის ერთ-ერთი სიმბოლო, თეთრი დათვი. მონეტებს არასტანდარტული კვადრატული ფორმა აქვთ და სულ 700 ათასი ცალი მონეტაა გამოშვებული.

скачать dle 11.3