კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რის საფუძველზე არქმევენ მართლმადიდებელ ტაძრებს სახელებს?

პასუხი: როგორც წესი, მართლმადიდებლური ეკლესიები ეძღვნება მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენას, ან აგებულია წმიდანების სახელზე.

კითხვა: წირვიდან მომავალს, გზაში სურვილი გამიჩნდა დამეწერა ლოცვა. ასეთი სურვილი ხშირად მებადება. ცოდვას ხომ არ ჩავიდენ, თუკი ჩემს შეთხზულ ლოცვას გამოვიყენებ?

პასუხი: ამით ცოდვას ნამდვილად არ ჩაიდენთ. შეიძლება გამოიყენოთ თქვენი შეთხზული ლოცვა, ოღონდ მას შემდეგ, რაც დაამთავრებთ ლოცვით კანონს, ანუ იმ ლოცვებს წაიკითხავთ, რომლებიც წმიდა მამების მიერ არის დაწერილი. ერთ-ერთი ღირსი მამის თქმით: ასეთი ლოცვა, როგორც ბავშვის ტიტინი, ისე სიამოვნებს უფალს.

კითხვა: ზოგიერთ მორწმუნეს მთელი სახლი საეკლესიო ნივთებით – ხატებით, სანთლებით, სასულიერო ლიტერატურით აქვს სავსე. ზოგი კი გადაჭარბებულ საქციელად მიიჩნევს ამას. გთხოვთ, აგვიხსნათ, რომელი მიდგომაა სწორი?

პასუხი: ყოფით ცხოვრებაში ნებისმიერი ნივთი და საგანი აღძრავს ადამიანში ამა თუ იმ გრძნობას, აზრსა და სურვილს. ამიტომ, სულის ხსნისთვის უმჯობესია, ისეთი საგნების გარემოცვაში ვიმყოფებოდეთ, რომელიც ღმერთთან დაახლოების განცდას შეგვძენს და არა პირიქით – ბილწი ვნებებით აგვავსებს. თუმცა, ყველაფერში ზომიერების დაცვა სჯობს.

კითხვა: მაქვს ნათლობის რამდენიმე ჯვარი. შეიძლება თუ არა მათი გადადნობა და ერთ ჯვრად ტარება?

პასუხი: ნათლობის ჯვრების გადადნობით ერთი ჯვრის მიღება დაუშვებელია. ატარეთ ერთი რომელიმე ჯვარი, დანარჩენი კი სათუთად შეინახეთ.

скачать dle 11.3