კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ილია მეორე: როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი, სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ამ მიმართულებით დღესდღეობით არაფერი კეთდება.

დიმიტრი როსტოველი: ყრმა შეიძლება, შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული: რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე – ცუდს თუ კარგს, სიწმიდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს – ის დარჩება. ასევეა, ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზრდის დასაწყისში – ღვთისთვის სათნოს თუ ღვთისთვის საძაგელს, ანგელოზებრივს ასწავლიან თუ ეშმაკეულს – სწორედ იმ ზნეობით იცხოვრებს იგი.

პაისი მთაწმინდელი: პირჯვარი გადაიწერე, ჩემო კეთილო შვილო და აკეთე ის, რასაც გეუბნებიან. თუკი იტყვი: „ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთა“... ნუთუ ამდენი წმიდანიდან ერთიც არ დაგეხმარება? უფლის ნდობა არასოდეს დაკარგო. თავს ადამიანური ლოგიკით ნუ შეიზღუდავ: ასე თავადაც იტანჯები და საღვთო შემწეობასაც ხელს უშლი. თუკი შენი კეთილგონიერი ადამიანური ქმედების შემდეგ ყველაფერს, რასაც იქმ და საკუთარ თავსაც უფალს მიანდობ, ეს მეტად დაგეხმარება არა მხოლოდ შენ, არამედ – სხვებსაც. ღვთისადმი მინდობა – დიდებული საქმეა.

იოანე ოქროპირი: ნურასოდეს მიიღებ შენს გულში ცილისწამებასა შენი ძმის მიმართ. არამედ გააჩერე განმკითხველი და უთხარი: „დამეხსენ, ძმაო, თავად ყოველდღე უფრო მძიმედ ვსცოდავ, როგორღა უნდა განვიკითხო სხვები?!“

ეფრემ ასური: გეშინოდეს იმავე ცოდვებით დაცემისა, რომლებიც უკვე მიუტევებია შენთვის ღმრთის მოწყალებას სინანულის საიდუმლოში, მაგრამ თუკი შენი უძლურების გამო კვლავაც დაეცემი უწინდელი შეცოდებით, მაინც ნუ წარიკვეთ სასოს! ღმრთის მოწყალება უსაზღვროა, წრფელი სინანულის ძალა კი ადამიანში – განუზომელი.

ნიკოდიმოს ათონელი: ჯოჯოხეთის არანაირი ტანჯვა თავისი სიმძიმით არ შეედრება ერთ მომაკვდინებელ ცოდვას. სულიწმიდა ზირაქის პირით გვამცნობს, რომ „ჯოჯოხეთი ერთ მომაკვდინებელ ცოდვაზე უფრო მსუბუქია“. ასეთი დიდია ღვთის ნების თუნდაც ერთი მძიმე დარღვევა! მას, ვინც ასე კადნიერდება, ქვის გული აქვს. იგი მიემსგავსება პირუტყვსა და უგრძნობ ხეს. იგი ისე ადვილად და უშიშრად სცოდავს, თითქოს სურს, ზიანი მიაყენოს არა ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს, არამედ ცრუსა და დახატულს. ქრისტიანი, რომელიც სცოდავს და ასეთი კადნიერებით განარისხებს უფალს, აკეთებს იმას, რაზეც ვერ კადნიერდებოდნენ წარმართები თავიანთი ქვისა და ხის ცრუ ღმერთებით.

ისაკ ასური: დაუახლოვდი მართალთ და მათი საშუალებით ღმერთს მიუახლოვდები.

скачать dle 11.3