კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი დაკარგულმა ჯარის მეგობრებმა და დაუკავშირდებიან თუ არა ისინი ერთმანეთს

 

47 წლის ნურგაზ ბეკტურის ძე სიდიგალიევი ეძებდა 45 წლის რევაზ სულაქველიძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ჯარის მეგობარს, რევაზ სულაქველიძეს, რომელიც დაბადებულია 1967 წელს. 1985-1986 წლებში მე და რეზო ერთად ვმსახურობდით ქალაქ სამარყანდში, ¹52922 სამხედრო ნაწილში. 1986 წლის შემდეგ რეზოსთან კავშირი არ მქონია – ჯარის დასრულების მერე ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ძალიან მინდა ჩემი მეგობრის პოვნა. თავად მე სამარყანდში ვცხოვრობ. რეზო იმ დროს თბილისში ცხოვრობდა. მაქვს რეზოს ჯარის ფოტო, რომელსაც გიგზავნით. ფოტო გადაღებულია 1986 წელს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაბეჭდილი იყო ჩვენს რუბრიკაში, ჟურნალ „თბილისელების“ 51-ე (17.12.12-23.12.12) ნომერში. საბედნიეროდ, მეგობრებმა ერთმანეთი იპოვეს. რევაზ სულაქველიძე ნაპოვნია და ამჟამად რევაზი და ნურგაზი ერთმანეთთან დაკავშირებას ელიან.  იმედია, საახალწლოდ მეგობრები ერთმანეთის ხმას ტელეფონით გაიგებენ.

ინტერვიუ ჩაწერილია 24.12.12-ში.

– გეგონათ თუ არა, რომ მეგობარს ასე მოკლე დროში იპოვიდით?

– ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩემს ჯარის მეგობარს ასე მალე ვიპოვიდი. თუკი გავითვალისწინებ, რომ მე უზბეკეთში ვცხოვრობ, რევაზი კი საქართველოში, ეს სასწაულიცაა! თან, სიმართლეს გეტყვით, არ მეგონა, რომ თქვენი რუბრიკის საშუალებით მოვძებნიდი. ანუ, მე განვათავსე ჩემი განაცხადი „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე და, უბრალოდ, ველოდი რაიმე პასუხს. საბედნიეროდ, ეს ისტორია თქვენს ხელთ მოხვდა და გამიმართლა. ამჟამად სულმოუთქმელად ველი, როდის დამაკავშირებენ მეგობართან.

– თქვენი დაკავშირება „ჟდი მენიათი“ უნდა მოხდეს, ხომ?

– დიახ. ასეთი პირობა აქვთ მათ, სწორედ მათ უნდა დაგვაკავშირონ ერთმანეთთან. ახლა კი წინასაახალწლო პერიოდია და, ალბათ, ჯერ ვერ მოიცალეს. დიდი მადლობელი ვარ თქვენი და თქვენი რედაქციის. ასეთ კეთილ საქმეს რომ აკეთებთ. დიდი ბედნიერებაა, როდესაც წლების წინ დაკარგულ მეგობართან დაკავშირებას ელი.

– როგორ ფიქრობთ, შეხვდებით ერთმანეთს თუ მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა გექნებათ?

– არ ვიცი, როგორ აეწყობა ჩვენი ცხოვრება. რევაზის ნახვა კი მინდა, მაგრამ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ეს მატერიალურ მხარეზეა დამოკიდებული. მთავარია, ვიპოვე ჩემი მეგობარი და აღარასოდეს დავკარგავ მას.

– რევაზსაც გაუხარდა, როდესაც ტელეფონით ვესაუბრე. ისიც მოუთმენლად ელის თქვენთან დაკავშირებას. ისღა დამრჩენია, ორივეს მოგილოცოთ ახალი წელი და წარმატებები გისურვოთ!

– დიდი მადლობა! მე და რევაზს ერთმანეთი ხომ 1986 წლიდან არ გვინახავს. ჩვენთვის, ორივესთვის, დიდი ბედნიერებაა ეს ამბავი. მეც ვულოცავ მთელ თქვენს კოლექტივს ახალ წელს და ბედნიერებას გისურვებთ! მინდა, ასევე, ყველა მკითხველს მივულოცო და ვუსურვო, რომ ისინიც ისეთი გახარებულები იყვნენ, როგორიც ახლა მე ვარ.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3