ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მაინტერესებს იმ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეხება ამნისტიის შესახებ კანონი, ანუ, სრულად არ თავისუფლდებიან სასჯელისაგან.
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონის მოქმედება სრულად არ ვრცელდება იმ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე, 111-ე, 112-ე, 113-ე, 114-ე, 115-ე, 116-ე მუხლები; 118-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 130-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 133-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 170-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 188-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2201 მუხლის მე-2 ნაწილი; 2291მუხლის მე-3 ნაწილი; 238-ე მუხლი; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 281-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 283-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 289-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 292-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 293-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 295-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 297-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 3421 მუხლის მე-2 ნაწილი; 397-ე მუხლის მე-2 ნაწილი; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება – 117-ე მუხლის პირველი ნაწილი; დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ – 139-ე, 140-ე, 141-ე მუხლები; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ – 142-ე მუხლი; 1421 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 1433 მუხლის პირველი ნაწილი; 1442 მუხლი; 1443 მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 154-ე მუხლი; 155-ე მუხლი; 156-ე მუხლი; 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 160-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 161-ე მუხლის პირველი ნაწილი; 162-ე მუხლი; 163-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641 მუხლი; 1642 მუხლი; 1643 მუხლი; 166-ე მუხლი; არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში – 171-ე მუხლის მე-3 ნაწილი; ბავშვის შეცვლა – 174-ე მუხლი; პროსტიტუციაში ჩაბმა – 253-ე მუხლის პირველი ნაწილი; დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ – 320-ე მუხლის პირველი ნაწილი; 321-ე მუხლის პირველი ნაწილი; სამოხელეო დანაშაული – 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები; 334-ე მუხლი; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი; 337-ე მუხლი; 339-ე მუხლის პირველი ნაწილი; 340-ე მუხლი; 341-ე მუხლი, 342-ე მუხლი; სამართალწარმოების განხორციელებისთვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლა – 364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; დანაშაული მტკიცებულების მოპოვების საპროცესო წესის წინააღმდეგ – 3691 მუხლის მე-2 ნაწილი; დანაშაულის დაფარვა – 375-ე მუხლი; დანაშაულის შეუტყობინებლობა – 376-ე მუხლი; დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ – 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 381-ე მუხლის მე-2 ნაწილი; მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისკენ – 405-ე მუხლი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება იმ მსჯავრდებულ ქალთა საკითხი, რომლებსაც ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონით, ერთი მესამედით შეუმცირდებათ სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალებს, გარდა დანაშაულისა, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ბედი ელით ახალი ამნისტიის შესახებ კანონით იმ პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ ჩადენილი თაღლითობისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ გამოცემული ამნისტიის შესახებ კანონით, სრულად გათავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი იმ შემთხვევაში, თუ ყველა დაზარალებული ან მათი უფლებამონაცვლე, ამნისტიის კანონის გამოყენების პროცესში გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას გამოთქვამს ამ პირის მიმართ ამნისტიის აქტის გამოყენებაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, ამნისტია გამოყენებულ იქნება, თუ აღნიშნულის შესახებ, კანონით გათვალისწინებული წესით, თანხმობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახის ერთი წევრი: დედა, მამა, მეუღლე ან შვილი.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ამნისტიის შესახებ კანონით ვის და რა დანაშაულით მსჯავრდებულ პირებს შეიძლება გაუნახევრდეთ შეფარდებული სასჯელი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამნისტიით გაუნახევრდებათ სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებს: 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; მე-200 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2051 მუხლის მე-2 ნაწილი; 208-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 214-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები; 237-ე მუხლის პირველი ნაწილი; 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი; 2401 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები; 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი; 384-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 389-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა გათავისუფლდეს, ან, რა შემთხვევაში თავისუფლდება ამნისტიით სრულად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტია სრულად ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირს, თუ ამ პირის ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით, ანუ, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა სრულად ამნისტირებულია.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ეხება თუ არა ამნისტიის კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ანუ – ქურდობას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება და ათავისუფლბს სრულად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის პირს, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 303-ე მუხლით, ანუ, თუ პირი ბრალდებულია იმავდროულად ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისთვის.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ეხებათ თუ არა ამნისტია იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ზეგავლენით ვაჭრობისათვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტია სრულად ათავისუფლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირებს, ანუ, იმ პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ზეგავლენით ვაჭრობისთვის.