კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქარი გაუკეთა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ და ვის დაურეკა მან პირველად კოსმოსში

ის პლანეტის მოსახლეობის  დიდი ნაწილის სულიერ მამად ითვლება და მისი სტუმრობა რომელიმე ქვეყანაში ეროვნულ ზეიმად იქცევა ხოლმე. საუბარია მის უწმინდესობა რომის ეპისკოპოს ბენედიქტე მეთექვსმეტეზე, 265-ე რომის პაპზე, ერისკაცობაში იოზეფ რატცინგერზე, ადამიანზე, რომელმაც ყველასათვის საყვარელი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის შემდეგ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლობის მძიმე მისია იტვირთა და, ასევე, ვატიკანის – ჯუჯა-სახელმწიფოს მმართველი გახლავთ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტის ცხოვრებიდან.

* იოზეფ ალოიზ რატცინგერი 1927 წელს გერმანიაში, ბავარიის მხარის ქალაქ მარკტლ-ამ-ინში დაიბადა. რატცინგერები ძველი დროიდან ფერმერობას ეწეოდნენ, მაგრამ, მომავალი პონტიფიკის მამა, იოზეფ რატცინგერ-უფროსი, პოლიციაში მსახურობდა და ანტიფაშისტი იყო. იოზეფის მშობლებმა ერთმანეთი ადგილობრივ გაზეთში, რუბრიკა „გაცნობის ბიუროს“ საშუალებით 1920 წელს გაიცნეს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იოზეფი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატალიონში მსახურობდა, რომელიც მიუნჰენში „ბეემვეს“ ქარხნის დაცვას უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი  უნგრეთის ტერიტორიაზე ტანკსაწინააღმდეგო ჯებირების დაყენებით იყო დაკავებული. რატცინგერი ირწმუნება, რომ ომის პერიოდში მას არც ერთი გასროლა არ განუხორციელებია. 1944 წელს იგი ტყვედ ჩაბარდა მოკავშირე ჯარებს და რამდენიმე თვე ტყვეთა ბანაკში გაატარა. 

* რამდენიმე წლის წინ ებრაულმა  პრესამ ბრალი დასდო რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს, რომ ახალგაზრდობაში ის გაწევრიანებული იყო ახალგაზრდულ ნაცისტურ ორგანიზაცია „ჰიტლერიუგენდში“ და, ასევე, იმაში, რომ ის ცდილობდა რომის პაპ პიუ მეთორმეტის კანონიზებას, რომელსაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა ნაცისტური დანაშაულების დაფარვის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. რომის პაპის პრესსამსახურის უფროსმა, პადრე ფედერიკო ლომბარდიმ, ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ვატიკანის ოფიციალური პასუხი დააფიქსირა: „იოზეფ რატცინგერი მართლაც იყო გაწევრიანებული „ჰიტლერიუგენდის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, მაგრამ, ის არც ერთ შეკრებას არ დასწრებია და არ მიუღია მონაწილეობა მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში“. საინტერესოა, რომ, ბრალდებასთან ერთად, გაზეთებში განთავსებული იყო ფოტოსურათი, რომელზეც  „ჰიტლერიუგენდის“ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა იოზეფ რატცინგერი ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად იყო აღბეჭდილი. 

* რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ არ იცის ავტომობილის მართვა, სამაგიეროდ, მას აქვს ვერტმფრენის პილოტის ლიცენზია. მიუხედავად იმისა, რომ პაპი პროფესიულ დონეზე ფლობს ვერტმფრენის მართვას, ბოლო პერიოდია, მას პირადი პილოტი, იტალიის საჰაერო ძალების პოლკოვნიკი ანტონიო ბერარდო ემსახურება. პაპის ვერტმფრენი „S-61 Sea King“ 9,3 ტონას იწონის და 270 კილომეტრ-საათ სიჩქარეს ავითარებს, ხოლო ფრენის სიშორე 1 000 კილომეტრს შეადგენს. პონტიფიკის საჰაერო ტრანსპორტი ტექნიკის ბოლო ნოვაციებით არის აღჭურვილი და მასში განთავსებულია ორი მოსასვენებელი ოთახი, მინი-სააბაზანო და სამზარეულო. მიუხედავად იმისა, რომ პაპს არ ეშინია ფრენის, მას ყოველთვის თან ახლავს პირადი ექიმი – რენატო ბუციონეტი, მდივანი – დონ გეორგი და პირადი ფოტოგრაფი – არტურო მარი.

* კომპანია „მერსედეს-ბენცმა“ სპეციალურად რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტისთვის M კლასის „მერსედესის“ მოდელი გამოუშვა. ამ ავტომობილით რომის პაპი ვატიკანსა და მის ფარგლებს გარეთ  მორწმუნე კათოლიკეებთან შეხვედრების დროს გადაადგილდება. „მერსედესის“ ინჟინრების მიერ შემუშავდა ავტომობილის სპეციალური ძარა, სადაც კლასიკური უკანა სავარძლების ნაცვლად ჩაიდგა ტყვიაგაუმტარი შუშისგან დამზადებული კაფსულა, რომელშიც პონტიფიკოსის ტახტი განთავსდა. შუშის კაფსულა  „პაპ-მობილი“, როგორც ამ ავტომობილს უწოდებენ, უკვე ემსახურება კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს. 

* ვატიკანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე მიკრობლოგების სერვისის – „ტვიტერის“ მომხმარებელი გახდა. პირველი „ტვიტი“ რომის პაპმა 12 დეკემბერს ჩაწერა თავის ბლოგზე – მან მადლობა გადაუხადა მკითხველებს და დალოცა. მას შემდეგ მისი მკითხველების რაოდენობა ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანით იზრდება. რომის პაპის ბლოგი მსოფლიოს რვა ენაზე: ინგლისურად, იტალიურად, ესპანურად, პორტუგალიურად, გერმანულად, პოლონურად, ფრანგულად და არაბულად იქნება წარმოდგენილი, მომავალში კი კათოლიკური ეკლესია გეგმავს სხვა ენების დამატებასაც. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე წელია, რაც რომის პაპს გახსნილი აქვს გვერდი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. თავის გვერდზე იგი ყოველდღიურად ათავსებს საინტერესო ინფორმაციას მორწმუნე კათოლიკეებისთვის. „ფეისბუქის“ პარალელურად, სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, ვატიკანმა შექმნა ინტერნეტ პორტალი Pope2you.com. აქვე დავამატებთ, რომ, დიდი ხანია, რაც ინტერნეტში ფუნქციონირებს ბენედიქტე მეთექვსმეტის პირადი საფოსტო ყუთი,  BenedettoXVI@vatican.va, რომლის მისამართზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გაგზავნოს წერილი პაპისთვის და მას აუცილებლად უპასუხებენ. 

 * რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტის ცხოვრების შესახებ წიგნი აქვს „დაწერილი“ პაპის საყვარელ კატას, სიამის ჯიშის წითურ შინაურ ცხოველს, მეტსახელად – „ჩიკოს“. წიგნის სახელწოდებაა „იოზეფი და ჩიკო“ და მასში დეტალურად არის აღწერილი რომის პაპის ცხოვრება, დაწყებული ბავარიიდან დასრულებული 2005 წელს პონტიფიკოსად არჩევისას. კატის სახელით წიგნის ავტორია იტალიელი მწერალი ჯანი პერიგო. 

* რომის პაპმა საშობაოდ შეიწყალა თავისი ყოფილი კამერდინერი პაოლო გაბრიელე, რომელსაც ბრალად ედებოდა პონტიფიკოსის პირადი დოკუმენტაციის მოპარვა და გასხვისება. ყოფილმა კამერდინერმა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა ჟურნალისტ ჯანლუიჯი ნუცის, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა თავის წიგნში – „მისი უწმიდესობის, რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტის საიდუმლო წერილები.“ კამერდინერს ვატიკანის სასამართლომ ნახევარწლინი სასჯელი შეუფარდა, თუმცა, რომის პაპმა საშობაოდ პირადად მოინახულა გაბრიელე, აპატია მას და შეიწყალა.

* რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს საკუთარი სუნამო აქვს. პონტიფიკოსის სუნამოს სურნელზე მუშაობდა ცნობილი იტალიელი პარფიუმერი სილვანა კაზოლი. დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ რისგან შედგება რომის პაპის სუნამო, თუმცა, ცნობილია, რომ პარფიუმერმა არომატისთვის გამოიყენა ლაიმის ხის, ტირიფისა და რამდენიმე ბალახის ნაზავი. სილვანა კაზოლი ცნობილი პარფიუმერია, მისი შექმნილია ესპანეთის მეფის, ხუან კარლოსისა და მადონას პერსონალური სუნამოები.

* რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე პირველი პონტიფიკოსია, რომელმაც კოსმოსში დარეკა. რომის პაპი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ კოსმონავტებს გაესაუბრა, დალოცა ისინი და ჰკითხა, თუ როგორ შთაბეჭდილებებს ტოვებს კოსმოსიდან დანახული დედამიწა. 

* „პაპი არ ატარებს „პრადას“ – ასეთი სათაურებით აჭრელდა რამდენიმე ხნის წინ იტალიური პრესა. ცნობა იმის შესახებ, რომ რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე  ატარებს წითელ მოკასინებს, რომელიც მას ცნობილმა სამოდელო სახლმა „პრადამ“ შეუკერა, ტყუილი გამოდგა. ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა ვატიკანმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რომის პაპის წითელი მოკასინები იტალიელი ოსტატის, ადრიანო სტეფანელის მიერ არის შეკერილი და პონტიფიკოსს არანაირი კავშირი არ აქვს სამოდელო სახლ „პრადასთან“.

* საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვატიკანში ვიზიტის დროს რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც 35 წუთს გაგრძელდა, სააკაშვილმა და რომის პაპმა საჩუქრები გაცვალეს: საქართველოს პრეზიდენტმა პონტიფიკოსს ორი მართლმადიდებლური ხატი მიართვა, ხოლო რომის პაპმა მიხეილ სააკაშვილს აჩუქა სასუვენირო საწერი კალამი, რომელსაც ცნობილი იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი ლორენცო ბერნინის სვეტის ფორმა აქვს – საუბარია ვატიკანში მდებარე წმიდა პეტრეს ტაძრის სვეტებზე. 

скачать dle 11.3