დიდი ბრიტანეთის მომავალი პრინცესა
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ გამოსცა სპეციალური ბრძანება, რომლის თანახმად, მისი შვილიშვილის, პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილს, თუკი ის გოგონა იქნება, პრინცესას ტიტული მიეკუთვნება და მას, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, „მისი უდიდებულესობით” მიმართავენ. აღნიშნულ ბრძანებას დედოფალმა 2012 წლის 31 დეკემბერს მოაწერა ხელი. ბრძანების თანახმად, უილიამისა და ქეითის შვილს სამეფო ტახტის დაკავების უფლება ექნება რიგითობის დაცვით. ცნობა იმის შესახებ, რომ ქეით მიდლტონი ფეხმძიმედ არის, 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. ჯერჯერობით უცნობია ბავშვის სქესი.