კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჰქონდა „გაჭედვები“ გიორგი ვარდოსანიძეს და რატომ იყო მის გამო შოკში სალომე ჭაჭუა

„მე და გიგის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჯერ‚ ალბათ‚ არ არის აუცილებელი ქორწინებით დაგვირგვინდეს. თუმცა‚ შეიძლება‚ ახლო მომავალში დავქორწინდეთ კიდეც. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ოჯახებითაც ძალიან კარგად ვართ, შეზღუდვა არ გვაქვს არავისგან. როცა მოგვინდება‚ მაშინ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას“‚ – ეს სიტყვები სალომე ჭაჭუას ეკუთვნის, რომელიც დღეს‚ თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგონაა და, ძალიან ბევრს სჯეროდა, რომ გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული გახდებოდა.

 

სალომე ჭაჭუა: როდესაც მეორე სეზონში გადავწყვიტე მონაწილეობა, ძალიან მინდოდა ფინალში გასვლა. საბედნიეროდ‚ შემხვდა კარგი პარტნიორი და ორივე ბოლომდე ვიხარჯებოდით. ფინალში რომ გავედით‚ შოკში ვიყავით. ვფიქრობ‚ ფინალში ძალიან კარგად ვიცეკვეთ და მოგების ისეთივე რეალური შანსი გვქონდა, როგორიც რუსკასა და ოთოს. მაყურებლის გადასაწყვეტი იყო ყველაფერი. პირველ ადგილზე გასვლა‚ რა თქმა უნდა‚ ძალიან გაგვიხარდებოდა, მაგრამ‚ ვფიქრობ‚ გიორგისთვის მეორე ადგილი უფრო კარგი იყო – ისეთი მანქანა შეხვდა, მგონი‚ უფრო გაუხარდა. მაგრამ, ტიტული – „პირველი ადგილი“, მაინც სულ სხვაა.

– ისე‚ პრიზების მხრივ‚ ამ კონკურსში მოცეკვავეები იჩაგრებიან. 

– არ იჩაგრებიან. ეს მოცეკვავის კონკურსი ხომ არ არის, ვარსკვლავის კონკურსია. ჩვენც არ მოგვცეს ცუდი პრიზები. მაგალითად‚ მე და ოთოს‚ თუ არ ვცდები, ყოველ წელს‚ ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირზე წასასვლელად „თიბისი ბანკი“ დაგვასპონსორებს და მონაწილეობასაც მივიღებთ. სულ რამდენიმე საუკეთესო ტურნირი არსებობს, ერთი არის მაიამიში, მეორე – ბლეკფული და მესამე – შტუდგარტის ტურნირი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო წყვილები ჩადიან. ეს არის ერთკვირიანი ტურნირი, მაგრამ, ამის გარდა, ტარდება სემინარები და, შესაბამისად‚ კარგ გამოცდილებას იღებ. 

– როგორც ვხვდები‚ გიორგით კმაყოფილი ხარ, რადგან ამ ყველაფერში ძალიან დიდი შრომა ჩადე.

– გიორგი ბოლომდე მომყვა, მიუხედავად იმისა, რომ „გაჭედვები“ ჰქონდა: ჯერ მუხლი ასტკივდა ძალიან, მერე რაღაც იტკინა, სიცხე ჰქონდა. მაგრამ, მე ბოლომდე გვერდში ვედექი, გავიტანეთ ერთმანეთი და, რაც მთავარია‚ ამყვა. არ არის ზარმაცი ადამიანი, მსახიობია და ასეთი რაღაცეები არ ესწავლება. კინოტურში ერთ-ერთი ყველაზე რთული ცეკვა შევასრულეთ, თან‚ ჩემი ჟანრი არ იყო, რთული დადგმა გვქონდა; გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გიორგის სიცხე ჰქონდა, ისე ცუდად იყო‚ გადასხმები გაუკეთეს. ამ დროს მიმესიჯებს – პარასკევამდე ვერ მოვალ, ვკვდებიო. შოკში ჩავვარდი. მივწერე: მაშინ, სხვა ფილმი აირჩიე-მეთქი. ძალიან გავბრაზდი. ბოლოს რეზო რობაქიძე და გიორგი გაჩეჩილაძე დამეხმარნენ, ერთად დავდგით და მერე შემოგვიერთდა გიორგი. ძალიან გამიმართლა ორივე სეზონში, ჯანიანი მეწყვილეები შემხვდნენ, ეხერხებათ „პადერჟკები“. ორივეს, განსაკუთრებით – გიორგის‚ ბოლომდე ვენდობოდი, არ მქონია შიშის მომენტი – ვერ დამიჭერს, ხელს გამიშვებს, დამაგდებს-მეთქი. 

– ძალიან დატვირთული ხარ, მთელ დღეს სტუდიაში ატარებ, თან, ეს პროექტიც ბევრ დროს გართმევდა. თუ გრჩებოდა თავისუფალი დრო თუნდაც იმისთვის, რომ გიგისთან ერთად გაგეტარებინა?

– ერთადერთი‚ საკუთარი თავისთვის არ მრჩებოდა დრო – ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე მუშაობა. რაც შეეხება ჯგუფებთან მუშაობას, ვცდილობდი‚ არ გამეცდინა. დილის 11 საათიდან იწყებოდა ჩემი დღე და ღამის 12 საათზე მთავრდებოდა. რა თქმა უნდა‚ განვიცდიდი‚ გიგისთან ურთიერთობისთვის რომ არ მრჩებოდა დრო, მაგრამ, 12 საათის მერე მასთან ერთად ვიყავი და დილის 4 საათზე მივდიოდი სახლში. წელიწად-ნახევრის განმავლობაში საერთოდ არ დამისვენია და, ახლა, პროექტი რომ დამთავრდა‚ გადავწყვიტე‚ ხუთი დღით ბაკურიანში წავსულიყავი, რომ არ „გამერეკა“. მე, გიგი და ჩვენი მეგობრები წავედით და კარგად დავისვენეთ. თან, ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი, ბავშვობიდან ვდგავარ თხილამურებზე. შარშან გადავწყვიტე‚ სნოუბორდი მესწავლა და, მოკლედ‚ ვინც მასწავლა‚ იმასაც ვაჯობე. წელს გადავწყვიტე, სნოუბორდი უნდა დავამხეცო-მეთქი: ავიყვანე მწვრთნელი რამდენიმე საათით, რაღაც ფინტები დამამუღამებინა და, მოკლედ‚ კარგად ვისრიალე. სხვათა შორის‚ ახტი და შემოტრიალდი მეორე მხარეს – ასეთ რაღაცეებს უკვე ვაკეთებ. სანამ ცეკვაზე შევიდოდი, მანამდე მამას სულ დავყავდი ბაკურიანში და მან დამაყენა თხილამურებზე. გიგიც კარგად დგას თხილამურებზე და ერთად ვთამაშობდით „გასწრობანას“. ზოგადად‚ მიყვარს ექსტრემი, პარაშუტითაც ბევრჯერ გადმოვმხტარვარ,  მაგრამ‚ ახლა იმდენი რამ მოხდა აჭარაში, რომ ცოტა შემეშინდა. მშიშარა არ ვარ, ერთი‚ სიმაღლის შიში დამჩემდა ორი წელია და, კიდევ, კლაუსტროფობია მაქვს. ერთხელ, მახსოვს‚ დიდი თოვლი იყო, ეზოში ბავშვები ვსრიალებდით. ჩამოვსრიალდი და ძალიან ბევრი ხალხი დამეცა თავზე. თვალები რომ გავახილე‚ სიბნელე იყო, ზედ მეწვა ხალხი. მერე ორჯერ ლიფტში გავიჭედე და მორჩა, ახლა უკვე შოკში ვვარდები‚ ისე მეშინია. 

– ბოლოს რომ ვისაუბრეთ‚ პარტნიორი აღარ გყავდა, რადგან, ლევან ახვლედიანი თავის მეუღლესთან დაბრუნდა წყვილში. ახლა რა ხდება ამ მხრივ?

– ამ წამს მე და რეზო რობაქიძე ვვარჯიშობთ, ფორმა რომ არ დავკარგოთ. თუ კარგად შევეთვისებით ერთმანეთს და კარგი წყვილი დადგება, მაშინ, დავრჩებით, თუ არა და‚ არ ვიცი‚ რა იქნება. მე და გიორგის რამდენიმე თვით ამერიკაში გვინდა წასვლა გოჩასთან, რომ ცეკვაში ავიმაღლოთ კვალიფიკაცია და მერე ისევ დავბრუნდეთ საქართველოში. ამ ყველაფრის მიტოვებას არ ვაპირებ, გიორგი ხომ საერთოდ არ მიატოვებს, რადგან, მისია ეს ყველაფერი. საბუთები შევავსეთ და ვნახოთ‚ თუ მოგვცემენ ვიზას. 

– გარდა კვალიფიკაციის ამაღლებისა, ამ დატვირთული რეჟიმის ფონზე, ძალიან კარგი იქნება‚ შენ და გიგი ცოტა ხნითაც რომ გახვიდეთ ქვეყნიდან, ერთად გაატაროთ გარკვეული დრო.

– ეს ძალიან კარგი იქნება ურთიერთობისთვის. ბაკურიანში რომ ვიყავით ერთად, ძალიან კარგად დავისვენეთ, თან, ვხუმრობდით: უი, როგორ ხარ, რამდენი ხანია, არ მინახავხარო. გიორგიმ იცის‚ ეს ყველაფერი რამდენ შრომას მოითხოვს, როგორი გაფანატებული მაქვს ცეკვაზე და, ამიტომ არ აქვს პროტესტის გრძნობა. თან‚ მე ხომ ასე ვიღლები მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ‚ როდესაც გიორგისთან ერთად ვარ‚ ვცდილობ‚ ეს დაღლა არ შევიმჩნიო, – არ ვამბობ, წავედი სახლში, დავიღალე-მეთქი. ხანდახან, შეიძლება, შემომებუზღუნოს: რა არის, ამდენი ხანია‚ არ მინახავხარო, მაგრამ, იცის, რომ ცეკვის გარეშე არ შემიძლია. ჩემზე დიდი ხანია‚ თვითონ ცეკვავს, რომ დაიბადა‚ „ჩა-ჩა-ჩათი“ გამოვიდა, მშობლებიც მოცეკვავეები ჰყავს? ამიტომ, კარგად ესმის ჩემი, პირიქით‚ ყველანაირად მეხმარება. კომპოზიიცის დადგმაშიც ძალიან მეხმარებოდა, რადგან, ძალიან კარგი ქორეოგრაფია. რაც მასთან წყვილში დავდექი‚ დღემდე სულ მამეცადინებს. ხანდახან მე ვუჭამ ხოლმე ტვინს და ბოლოს მეუბნება, გამანებე თავიო. 

– როდესაც გაიცანი‚ საკმაოდ პატარა იყავი. როგორ ცდილობდა შენთვის თავის მოწონებას?

– 15 წლის ვიყავი, რომ გავიცანი. ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო და სულ იქაურ ყაიდაზე იყო გადასული, თან‚ აქცენტი ჰქონდა – რაღაცნაირად ლაპარაკობდა. ყველაზე მეტად იმით  მომეწონა, რომ სხვებს არ ჰგავდა, იცის, გოგოსთან როგორ მოიქცეს. გარდა ამისა, უზომოდ თბილია და, შეუძლია‚ ერთი დღის გაცნობილ ადამიანს ზედ გადაჰყვეს. სულ ამაზე მაქვს კამათი – არ იცნობს ადამიანს, გადაჰყოლია და მერე ცუდად დაჰბრუნებია უკან. რომ ჩამოვიდა‚ ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგი მეგობრობით დაიწყო, რადგან, იმ დროს მასაც ბევრი შეყვარებული ჰყავდა, მეც  ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა სტუდიაში. მერე მეუბნებოდა: კი მომეწონე, მაგრამ, იმდენს მოსწონდი და უყვარდი, დამეზარა მოსვლა და რამის გაკეთებაო. ბოლოს‚ კარგად რომ გავიცანით ერთმანეთი, დავმეგობრდით და უკვე მერე დაიწყო ყველაფერი.

– დღეს არის ისეთი რამ, რაზეც გული გწყდება?

– გული მწყდება იმაზე, რომ ორი წელი ცეკვაში მქონდა პაუზა აღებული, თუმცა, ეს ჩემი ნებით არ მომხდარა. მე რომ არ მევაჟკაცა‚ ალბათ‚ ახლა არ ვიცეკვებდი. აბიტურიენტი ვიყავი იმ დროს. მშობლებმა რომ დაინახეს, ცეკვაში კარგი შედეგები მქონდა და მალე მივაღწიე წარმატებას, გადაწყვიტეს‚ გამოვეყვანე, ისეთი ასაკი აქვს, გადაავიწყდება და სწავლას მიხედავსო. ტურნირზეც კი არ მიშვებდნენ საყურებლად, ამიკრძალეს ამ მხრივ ყველაფერი და, ამის გამო დეპრესია დამემართა და ჩავიკეტე. დღე არ გავიდოდა‚ კომპიუტერი არ ჩამერთო და სიახლეები არ მენახა, რადგან, იმედი მქონდა, რომ დავბრუნდებოდი და, მინდოდა‚ ფორმაში ვყოფილიყავი. ბოლოს, რომ ნახეს‚ ძალიან მქონდა „გაჭედილი“, მითხრეს – წადიო, თუმცა, უფრო მე დავიწყე: აღარ შემიძლია, 18 წლის გავხდი‚ სრულწლოვანი ვარ-მეთქი და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. მიხარია, რომ მალევე აღვიდგინე ფორმა. ერთი ისაა‚ რომ წონაში ვიყავი მომატებული, დღე და ღამე ვვარჯიშობდი და თავი მოვიკალი, რომ ფორმაში ჩავმდგარიყავი.

 

скачать dle 11.3