კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებდა ჰოლივუდის ვარსკვლავ ლიამ ნისონს ლუდსახარშ „გინესთან” და სად გაუტეხეს მას ცხვირი

 

ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი, ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის ორდენის მფლობელი და ყველაზე ცნობილი „შინდლერი“ პლანეტაზე... საუბარია ლიამ ნისონზე – „შინდლერის სიისა” და „ვარსკვლავური ომების” ვარსკვლავზე.

* ლიამ ნისონი (სრული სახელი და გვარი უილიამ ჯონ ნისონი) 1952 წლის 7 ივნისს დაიბადა ჩრდილოეთ ირლანდიაში, პროტესტანტულ ქალაქ ბელიმენში, კათოლიკეების ოჯახში. მისი მამა დაცვის თანამშრომელი იყო, დედა კი – მზარეული. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ლიამის დედა წარმოშობით ბელფასტიდან იყო და ხმაურიანი წვეულებებისა და მუსიკის მოყვარული გახლდათ, მამას კი სრულიად საპირისპირო ხასიათი ჰქონდა – ვერ იტანდა ხმაურს და სიჩუმეში ყოფნა უყვარდა. ბავშვობაში ლიამი გოგონებთან უფრო მეგობრობდა, ვიდრე ბიჭებთან და ამის გამო დედამ მისი კრივზე შეყვანა გადაწყვიტა. ლიამს კარგი რეაქცია აღმოაჩნდა და ის ირლანდიის ჩემპიონი გახდა იუნიორებს შორის, მაგრამ, ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მეტოქემ ლიამს ცხვირი გაუტეხა და მომავალმა მსახიობმა რამდენიმე ხნით მხედველობა დაკარგა. ამის გამო მას სპორტის მიტოვება მოუხდა, თუმცა, გატეხილი ცხვირი მომავალში მის „საფირმო ნიშნად“ იქცა. 

* კრივის შემდეგ ლიამის გატაცება თეატრი იყო და ის სამოყვარულო სცენაზე თამაშობდა სხვადასხვა სპექტაკლში. ბელფასტის სამეფო კოლეჯში სწავლის პერიოდში ლიამმა რამდენიმე ფაკულტეტი გამოიცვალა. მათემატიკურ და პედაგოგიურ ფაკულტეტებზე სწავლა მას არ იზიდავდა და ხშირი გაცდენების შემდეგ იგი ინსტიტუტიდან გარიცხეს,  პროფესიის არქონის გამო მას რამდენიმე სამსახურის გამოცვლა მოუხდა, სანამ 1976 წელს ბელფასტის ლირიკულ თეატრში რიგით მსახიობად არ მოეწყო. სხვადასხვა დროს ლიამ ნისონი არქიტექტორის თანაშემწედ, ლუდსახარშ „გინესის” დისტრიბუტორად, ამწეკრანის ოპერატორად მშენებლობაზე და სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობდა. 1978 წელს ლიამ ნისონი დუბლინის „ებბის“ თეატრში გადაბარგდა და სცენის წამყვანი მსახიობი გახდა, 1981 წელს კი მან პირველი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მხატვრულ ფილმში – რეჟისორმა ჯონ ბურმენმა იგი ეპიკურ „ესკალიბურში” მიიწვია და რაინდ გაივენის მთავარი როლი ანდო. ფილმში გადაღებების დროს ლიამმა ჰელენ მირენი გაიცნო, რომელიც მის პირველ სიყვარულად ითვლება. ლიამისა და ჰელენის ვნებიან რომანზე ლეგენდები დადიოდა და მავანნი ამბობდნენ, რომ ლიამის სახით ჰელენმა კარგი სათამაშო ჩაიგდო ხელში. 

* 1980-იან წლებში ლიამი განაგრძობდა თეატრალურ კარიერას; გარდა ამისა, მისი მონაწილეობით წელიწადში 3-4 ფილმი გამოდიოდა ეკრანებზე. იგი ნელ-ნელა ყალიბდებოდა ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ და ვარსკვლავურ მსახიობად ბრიტანეთში. მისი იმ დროინდელი ფილმოგრაფიიდან აღნიშვნის ღირსია: „ბაუნტი”, „კრული”, „მისია”, „წესის აგების ლოცვა” და დაბალბიუჯეტიანი დრამა – „დაკმაყოფილება”, სადაც ლიამის პარტნიორი მაშინ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ჯულია რობერტსი იყო. მოგვიანებით ნისონი იხსენებდა: „ამ ფილმის ერთადერთი ღირსება ის არის, რომ იქ შევხვდი პირველად ჯულია რობერტსს, სხვა ღირებულება ამ ფილმს არ აქვს”. ცნობისთვის, ჯულია შეყვარებული იყო ლიამზე, მაგრამ, მისგან საპასუხო გრძნობების არქონის გამო, მათი რომანი არ შედგა.

* 1990-იანი წლების დასაწყისში ლიამ ნისონი ჰოლივუდურმა სტუდიებმა შეამჩნიეს და სათამაშოდ მიიწვიეს მაღალბიუჯეტიან ფილმებში,  მათ შორის ბლოკბასტერებში „რობ როი”, „მაიკლ კოლინზი”, ვუდი ალენის „ცოლები და ქმრები” და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტივენ სპილბერგის „შინდლერის სია” – ფილმი, რომელიც ლიამ ნისონის კარიერის მწვერვალად ითვლება. სპილბერგი მთავარ როლზე გერმანელი მსახიობის აყვანას გეგმავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბროდვეის სცენაზე ქარიზმატული ნისონი დაინახა, ოსკარ შინდლერის როლზე სხვა მსახიობების კანდიდატურების განხილვაზე უარი განაცხადა. ამ როლისთვის ნისონი მსოფლიოს ორ ყველაზე პრესტიჟულ კინოდაჯილდოებაზე „ოსკარისა” და „ოქროს გლობუსის” ნომინაციებზე იყო წარდგენილი, თუმცა, მთავარი ჯილდოს გარეშე დარჩა. 

* თავისი მეუღლე, ნატაშა რიჩარდსონი, ლიამ ნისონმა 1984 წელს ბროდვეის სცენაზე გაიცნო. ისინი ათი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და ორი ვაჟი ეყოლათ – მაიკლ ანტონიო და დენიელ ჯეკი. ლიამ ნისონი ქვრივია, მისი მეუღლე 2009 წელს 45 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა – კვებეკში, სამთო-სათხილამურო კურორტზე, ნატაშა უხერხულად წაიქცა, თავის ქალის ტრავმა მიიღო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამჟამად ლიამ ნისონი ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ მილბრუკში ცხოვრობს შვილებთან ერთად.

* ლიამ ნისონი ანტონ ჩეხოვის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. ის და რალფ ფაინსი რამდენიმე წელია, გეგმავენ, თეატრალურ სცენაზე დადგან უკვდავი პიესა „ძია ვანია”. ნისონის თქმით, „ძია ვანიას” როლი მისთვის საოცნებოა და, საერთოდ, მიაჩნია, რომ რუსული ტემპერამენტი მისთვის ძალიან ახლობელია. მისი აზრით, ირლანდიელები და რუსები ერთმანეთის ნათესავები არიან.

* თავისუფალ დროს ლიამს თევზაობა უყვარს. წარსულში იგი მოტოციკლებით იყო გატაცებული და ბაიკერობდა კიდეც, მაგრამ, რამდენიმეჯერ მოყვა ავარიაში და მას შემდეგ მოტოციკლებს აღარ ეკარება. ბოლო ავარია ნისონს 2002 წელს მოუვიდა: მარტინ სკორსეზეს ფილმის – „ნიუ-იორკის ბანდების” გადაღებების დროს ის მაღალი სიჩქარით მიმავალი დაეჯახა გზაზე მოულოდნელად გადმოსულ ირემს და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

* ლიამ ნისონი ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებლად განიხილებოდა 1990-იანი წლების დასაწყისში, თუმცა, საბოლოოდ როლი პირს ბროსნანს ერგო. 

* რამდენიმე წელია, რაც ლიამ ნისონმა სიგარეტის მოწევას თავი დაანება, მაგრამ, ფილმის „გუნდი „ა”-ს” გადაღებების დროს, მის გმირს სიგარის მოწევა უწევდა და მსახიობმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რამდენიმე სიგარა მოწია.

* ლიამ ნისონი საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის” ქომაგია.

* ლიამ ნისონის სიმაღლე 193 სანტიმეტრია.

* 1999 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ, ლიამ ნისონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა, 2008 წელს კი ირლანდიის ამერიკულმა ფონდმა ირლანდიური კინემატოგრაფისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლიამ ნისონს სახელმწიფო პრემია გადასცა.

* 2011 წლიდან ლიამ ნისონი „იუნისეფის” კეთილი ნების ელჩია, იგი მოშიმშილე, ავადმყოფ და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ეხმარება.

* ლიამ ნისონის საუკეთესო მეგობრებად რალფ ფაინსი და კიერან ჰაინდსი ითვლებიან. 

* მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მოკრივედ ლიამ ნისონი ლეგენდარულ მუჰამედ ალის მიიჩნევს.

* ლიამ ნისონი მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში დაიბადა, თუმცა, მას მუდამ აინტერესებდა ისლამი და, დაუდასტურებელი ცნობის თანახმად, ფილმ „გატაცებული 2-ის“ გადაღებების დროს, თურქეთში, სტამბულის ერთ-ერთ მეჩეთში, მან ისლამი მიიღო.

* ჰელენ მირენთან რომანის დასრულების შემდეგ ლიამ ნისონს პირობა ჰქონდა დადებული, რომ არავინ  შეუყვარდებოდა, მაგრამ, ნატაშა რიჩარდსონის გაცნობის შემდეგ მან ეს პირობა დაარღვია.

 

скачать dle 11.3