კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„წამოხტა კაკო ლომივით ზეზე“

ანუ, „ნახეს უცხო მოყმე ვინმე“?!

 

თუ მისი მინისტრობისას მიღებული თუნდაც იმ კანონით ვიმსჯელებთ, რის მიხედვითაც ინვესტორს ფულის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, ჩვენი ჰაერის, წყლისა თუ ნიადაგის მოწამვლის უფლება აქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნამინისტრალ ხაჩიძეს ბუნება, მანცდამაინც, არ ნაყვარება; თუ ზედაც საკანონმდებლო ორგანოში მის ანგლობას დავამატებთ, როგორც ჩანს, გულს ვერც კანონშემოქმედებას აყოლებს, თუმცა, თუ მის „ფეისბუქურ“ აქტივობებს გადავხედავთ, ეჭვია, რომ ვირტუალური სივრცე მისი სტიქიაა.

ჰოდა, რაკი მისთვის სტიქიაა, იქიდანვე გვაცნობა, რომ, თუკი ასლან აბაშიძე დაბრუნდება, თავად ტყეში გავარდება, ოღონდ, მთლად შიშველ-ტიტველ-მშიერ-მწყურვალიც  არა. მეტი სიცხადისთვის მოვიხმობ ციტატას: „თუ ისე მოხდა, რომ ასლან აბაშიძეც დაბრუნდა საქართველოში, ავიღებ ზურგჩანთას, შიგ ჩავდებ ცოტა საჭმელს, ცოტა სასმელს, გადავივარცხნი თმებს მარჯვნივ (ან მარცხნივ), წავალ სადმე ტყეში, ვიპოვი დიდ გაშლილ მინდორს, დავიკიდებ იმ ადამიანების აზრს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ტყეში გაშლილი მინდორი არაა, მოვიხსნი ზურგჩანთას, ფეხებს დავდგამ მხრების სიგანეზე, ჩავახველებ, ღრმად ჩავისუნთქავ და რამდენიმე კონკრეტულ ადამიანს ყვირილით ვაგინებ!“ 

რადგან საგინებელი ადრესატების ვინაობა არ დაუზუსტებია, ისღა დაგვრჩენია, ჯერ ასლან აბაშიძის დაბრუნებას დაველოდოთ, შემდეგ კი  – კანონშემოქმედის მინდვრად გაჭრას. თუმცა, რაკი კოჭებშივე ეტყობა, ნაკლებ სავარაუდოა, მისგან ველოდოთ რეალობას: „კაცი მისგან განატყორცნი ბრუნავს, ვითა ტანაჯორი“, უფრო კაკო ყაჩაღობას უნდა უმიზნებდეს („წამოხტა კაკო ლომივით ზეზე, სველი ტრუსები გაფინა მზეზე“)… 

 

скачать dle 11.3