კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბრუნებელი

ანუ, ჯიშ-ჯილაგმოსაკითხი

 

ვიდრე ჩვენ საკუთარი პრობლემებით ვართ გართულნი: ზოგი თაფლობის ექვსი თვის გასვლას ელოდება, დანარჩენები კი სხვის თვალში ბეწვსა და დირეს ხან არჩევს, ხან – არც მაინცდამაინც, გასული წლის მიწურულს  სომხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვარდან სადრაკიანმა, პრესკონფერენცია გამართა და, რაკი მისი გამოსვლის ნაწილი ჩვენც გვეხებოდა, თქვენს ყურადღებას სწორედ მასზე შევაჩერებ.

კერძოდ, ბ-ნი სადრაკიანის  საპრეზიდენტო გეგმებშია, რაც მთავარია, სამცხე-ჯავახეთის სომხეთისთვის შეერთება და, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარება (პირი არ დაეწვას ოჯახქორს!).

ამ ჩვენი სამცხე-ჯავახეთის სომხეთთან მიერთებას ერთი მიზანი ჰქონია – სომხეთ-რუსეთს შორის სახმელეთო საზღვრის გაჭრა; აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ აღიარებას კი – „სამართლიანობის აღდგენა“. აფხაზეთის დამოუკიდებლობის სადრაკიანისეული ლოგიკა შემდეგნაირია: ჯერ ერთი, აფხაზეთის სამეფო ყოველთვის დამოუკიდებელი ერთეული ყოფილა და მუდმივადაც ებრძოდა ქართულ სამეფოებს; უფრო მეტიც, აფხაზეთის ბაგრატიონები სომეხი ბაგრატუნები ყოფილან და სულ ბოლოსაც სწორედ სომეხი მოსახლეობის მხარდაჭერით მოუგერიებიათ აფხაზებს ოკუპანტი ქართველების შეტევები.

იმავე ლოგიკას ავრცელებს ბ-ნი სადრაკიანი „იუჟნაია ოსეტიაზეც“ და ამტკიცებს, რომ, ის ტერიტორია, სადაც დღეს სამხრეთელი ოსები ცხოვრობენ, უხსოვარი დროიდანვე ეკუთვნით.

ჩვენ არ ვიცით არათუ ის, განახორციელებს თუ არა ხსენებული ბ-ნი თავის გეგმებს, ისიც კი, გახდება თუ არა სომხეთის პრეზიდენტი, თუმცა, ზემოთქმული ბუნებრივად ბადებს სურვილს ბ-ნი სადრაკიანის დედაბუდიანად მოკითხვისა, ცხადია, ყველა არსებულ და შესაძლებელ ბრუნვაში. 

 

скачать dle 11.3