ანეკდოტები
ცოლ-ქმარს ფერია ეწვია და ეუბნება:
– თქვენ 25 წელი ერთად იცხოვრეთ ტკბილად‚ გაგებით‚ ამიტომ, ორივეს თითო სურვილს შეგისრულებთ.
– მე მინდა‚ რომ ჩემს საყვარელ მეუღლესთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ადგილებში ვიმოგზაურო...
და ხელში ცნობილი ტურისტული ფირმის საუკეთესო ტურის ბილეთები გაუჩნდა.
– რა თქმა უნდა‚ ეს ძალიან რომანტიკულია‚ მაგრამ‚ მე მინდა‚ რომ ჩემ გვერდით ჩემზე 30 წლით უმცროსი ქალი იჯდეს.
აიქნია ფერიამ ჯადოსნური ჯოხი და... გადაიქცა კაცი 80 წლის მოხუცად.
რა თქმა უნდა‚ კაცები, შეიძლება, საზიზღრები არიან‚ მაგრამ, ფერია ხომ ქალია!
***
– სანამ ცოლს მოიყვანდი‚ მასთან სექსი გქონდა?
– არა. შენ?
– მე კი‚ მაგრამ, ხომ არ ვიცოდი‚ შენ თუ შეირთავდი?
***
ნიღბიანები მაღაზიაში შეცვივდნენ‚ მათ წინ გადაუდგა გამყიდველი.
– ახლავე მთელი ნავაჭრი ფული‚ სიგარეტები‚ სასმელი! – იარაღი მოუღერეს მძარცველებმა.
– იარაღი გაწიეთ‚ მაგით ვერ შემაშინებთ... თუ მაინცდამაინც... ჰა-ჰა‚ გაუპატიურების შემეშინდეს...
***
ბოშების ოჯახის სირცხვილი: მშობლები მუშაობენ‚ შვილებს მათხოვრობა არ შეუძლიათ...
***
ძვირფასი სიგარეტი იაფფასიანისგან იმით განსხვავდება‚ რომ მასში უფრო არომატული‚ სუფთა და გემრიელი შხამია...
***
პლატონს ისეთი მეგობარი ჰყავდა‚ რომ მისთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასი იყო.
***
ექიმის კაბინეტში შევიდა ქალბატონი ხელში უჭირავს ვარდები‚ ცელოფანში კი – კონიაკი‚ ბამბანერკა...
– თქვენი დიდი მადლობელი ვარ‚ ექიმო...
– კი მაგრამ‚ რატომ ხარჯავდით ჩვენს კუთვნილ ფულს?!
***
ვირტუალური ნაცნობობა სულაც არ წარმოშობილა ოცდამეერთე საუკუნეში‚ ის ჯერ კიდევ ფოტოგრაფიის გაჩენას მოჰყვა...
***
– ცხრა გოგოზე 3 ცისფერი‚ 4 ნარკომანი‚ 2 ლოთი და 3 გაცილებული მოდის... და ესენი მეკითხებიან‚ რატომ არ თხოვდებიო...
***
მიდის უკრაინის რადას სხდომა. განიხილავენ‚ როგორ გამოიყენონ ჩერნობილის ირგვლივ მდებარე გამოუყენებელი მიწები. ყველა დუმს. ბოლოს ერთი დეპუტატი წამოდგა:
– დავთესოთ თამბაქო და სიგარეტის კოლოფებზე დავაწეროთ: „ჯანდაცვის სამინისტრო უკანასკნელად გაფრთხილებთ...“
***
ერთადერთი ამერიკელი‚ რომელსაც პრეტენზია არ აქვს რუსეთის მიმართ... კოლორადოს ხოჭოა.
***
– რით განსხვავდება ადამიანი ღორისგან?
– ღორი არ გადაიქცევა ადამიანად‚ როდესაც თვრება...
***
ადამიანები სახელმწიფოსთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან შვილები: ის იგონებს მათთვის თამაშებს‚ უყვება ზღაპრებს და კვებავს ტკბილი შეპირებებით.
***
– ჩვენებს ხვდები?
– კი‚ ოღონდ, მხოლოდ ჯობ.ჯიზე და საქმე.ჯიზე...
***
ტესტი
– „სტაფილო‚ ხახვი‚ კარტოფილი‚ „ლექსუსი“... რომელია ზედმეტი?
მესამეკლასელები ერთხმად: სტაფილო‚ ხახვი და კარტოფილი!
***
ხედავ‚ თანამედროვე ენაზე რა კარგად ჟღერს: „ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას‚ ორგანიზმიდან გამოაქვს „შლაკები“...: აბა‚ დააწერდნენ ადრე: „საფაღარათო საშუალება“.
***
განსხვავება ცოლსა და გეიშას შორის:
გეიშა თქვენი ფულით გააკეთებს ყველაფერს, რაც თქვენ გსურთ‚ ცოლთან კი თქვენი ფულით უნდა გააკეთოთ ყველაფერი‚ რაც მას სურს.
***
– აი‚ თქვენი კბილიც....
– გმადლობთ‚ ექიმო... ესეც თქვენი სავარძლის სახელური...
***
– წარმოგიდგენია? გუშინ ტიპმა გამაბრაზა‚ მაგრამ, ვერსად ვერ „გავაგზავნე“... აშკარად ჩანდა‚ რომ ყველგან ნამყოფი იყო...
***
– მადლობა!
– რისთვის?
– აჰ‚ არა‚ ეს ისე‚ ყოველთვის მადლობას ვამბობ‚ როდესაც არ ვიცი, როგორ გავგზავნო ერთ ადგილას ვინმე ისე‚ რომ არ ვაწყენინო...
– ვა‚ მაგარი მეთოდია...
– მადლობა...
***
გოგონა აშკარად მიხვდა‚ რომ ბიჭი აბამს... ინტიმისთვის.
– თქვენ თუ გგონიათ‚ რომ მეძავი ვარ, ცდებით...
– არა‚ რას ამბობთ, სულაც არ ვაპირებ ფულის გადახდას...
***
– ადვოკატი რატომ არ აიყვანე?
– ვინ ავიყვანო‚ ყველა უარს მეუბნება‚ როცა იგებს, რომ უდანაშაულო ვარ...
***
ლუდის დალევა შეიძლება: გერმანულად – ძეხვით‚ ინგლისურად – ჩიპსებით‚ იაპონურად – სუშით და რუსულად – არყით...
***
– შვილო, უნდა დამეხმარო... დედაშენმა გარაჟი გაჩითა და ქალის ტრუსი იპოვა... მე კიდევ ვუთხარი‚ რომ მანქანა შენ გათხოვე...
– კი მაგრამ‚ დედამ ხომ იცის‚ რომ მანქანის მართვა არ ვიცი?!
– შენ დამიდასტურე და მაგაზე მე ვიზრუნებ... ბამპერი უკვე შევჭეჭყე...