რა უნდა გაითვალისწინოთ 2013 წელს, რომ მომავალი კეთილდღეობა დაგეგმოთ
2013 წელი, ჩინური კალენდრის მიხედვით, მუქი გველის წელიწადია. ის ერთგვარი გამოცდების წელია, სადაც მოგიწევთ ბარიერების გადალახვა, გონებრივი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით მოქმედება. უნდა ეცადოთ, მაქსიმალურად მართოთ ემოციები და არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომები.
2013 წელი ვირთხის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის შედარებით მშვიდი და სტაბილურია. აუცილებლად უნდა გამოავლინოთ მეტი პასუხისმგებლობა, რათა ამ წელს მეტად წარმატებული იყოთ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ დამოუკიდებლად და აუჩქარებლად. კარიერულ სფეროში ეს წელიწადი ბევრ პერსპექტივას გპირდებათ. მოსალოდნელია ახალი შემოთავაზებები და ბევრი საქმიანი გადაადგილება. მთავარია, მოიპოვოთ კოლეგებისა და ხელმძღვანელი პირების ნდობა და პატივისცემა. მათ კი, ვინც არ მუშაობს, ეს წელი დასაქმებას ჰპირდება. გამოიყენეთ ყველა შემოთავაზება. გირჩევთ, არ დაარღვიოთ წესები და კანონები. მეტად დაუგდეთ ყური ინტუიციას და ენდეთ საყვარელი ადამიანის რჩევებს.
ხარის წელს დაბადებული ადამიანები გველის წელიწადში ადვილად შეძლებთ წარმატებების მიღწევას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. იყავით ორიენტირებული საპასუხისმგებლო საქმის შესრულებაზე – ეს კარგ შემოსავალს გპირდებათ. გირჩევთ, მეტად სერიოზულად მიუდგეთ თქვენს გადაწყვეტილებებს, რადგან, ამ წელს დაშვებულ შეცდომას, კარგა ხანს ვეღარ გამოასწორებთ. დაპირება და წინდახედულება მეტად წარმატებულს გაგხდით. ეცადეთ, პირადი ცხოვრება და საქმიანობა დაასტაბილუროთ. დროულად ჩამოიშორეთ ყველა ის ადამიანი, ვის გვერდითაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ.
2013 წელი ვეფხვის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის საკმაოდ წარმატებულია. მთავარია, პასუხისმგებლობას არ გაექცეთ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ. აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი სიძლიერე და გონებაგამჭრიახობა – ეს თქვენთვის წარმატებების მომტანი აღმოჩნდება. გამოავლინეთ ინიციატივა სასიყვარულო პარტნიორთან. საქმიან სფეროში არაერთი გამოცდა გელით. ნუ ეცდებით, ამ გამოწვევებს აგრესიით უპასუხოთ. მეტი დაფიქრება გმართებთ საქმეების შესრულებისას. წელს ვეფხვის წელიწადში დაბადებული ბევრი ადამიანი შეძლებს ფინანასური კრიზისის დაძლევას და დამატებითი შემოსავლის წყაროს გამონახვას. გაითვალისწინეთ, რას გკარნახობთ ინტუიცია და რა შენიშვნებს გაძლევენ გამოცდილი ადამიანები.
გველის წელიწადი კატის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის არც ისე პოზიტიურია. ეცადეთ, წლის დასაწყისშივე გააქტიურდეთ და მოაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რაც საქმესა და პირად ცხოვრებაში დაგიგროვდათ. არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას, თავბრუდამხვევ სასიყვარულო-რომანტიკულ შეხვედრებსა თუ მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებების დაგეგმვას. უმჯობესია, მშვიდად მიჰყვეთ მოვლენებს და შემოიფარგლოთ ყოველდღიურობით. ჩუმად აკეთეთ საქმე და დაელოდეთ შედეგს. იყავით დამთმობი და ყურადღებიანი და ასე აიცილეთ გველის წელიწადში პრობლემური სიტუაციები თავიდან.
2013 წელი დრაკონის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის, მთელი რიგი მოვლენებით და საინტერესო შეხვედრებით იქნება დატვირთული. არ არის გამორიცხული, რადიკალურად შეიცვალოს თქვენი ცხოვრება. ნუ მიანდობთ თქვენი საქმეების შესრულებას სხვებს. მიუხედავად რთული კარიერული წლისა, ფინანსური თვალსაზრისით გაგიმართლებთ. ფინანსური კუთხით განსაკუთრებით იღბლიანია წლის დასაწყისი, როცა დრაკონის წელს დაბადებულ ადამიანებს ექნებათ ისეთი შემოსავალი, რომ თავიც გაინებივრონ და ახლობელ და საყვარელ ადამიანებსაც არ მოაკლონ ყურადღება. არ გირჩევთ რაიმე სერიოზულის დაგეგმვას და ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, რადგან, დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ამიტომ, მიჰყევით გარემოებებს და დატკბით ცხოვრებით.
გველის წელიწადში დაბადებულებს წინ თავგადასავლებით სავსე, ნათელი, საინტერესო და საპასუხისმგებლო 2013 წელი გელით. სასიკეთოდ შეიცვლება როგორც კარიერული, ასევე, ფინანსური და პირადი ცხოვრება. მოგეცემათ საშუალება, მოახდინოთ თვითრეალიზება საქმეში, გამოავლინოთ პროფესიონალური ნიჭი და მოქნილობა. თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები და გამოხატეთ ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭი. მოგეცემათ შანსი, საკუთარი გამომუშავებით დააგროვოთ საკმაოდ სტაბილური კაპიტალი. არ არის გამორიცხული, ახალი საქმის წამოწყებაც კი გადაწყვიტოთ. განსაკუთრეებით მიაქციეთ ყურადღება თქვენს გარემოცვას და ნუ დახუჭავთ თვალს ტყუილსა და ღალატზე. წელს კარგი შანსი გეძლევათ, გაიცნოთ ის ადამიანი, ვინც, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს.
2013 წელი ცხენის წელიწადში დაბადებულთათვის არც ისე მშვიდია, თუმცა, ბევრი მათგანისთვის გველის წელი ბედნიერების მომტანი და იღბლიანი აღმოჩნდება როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე, პროფესიული კუთხით. ბევრი რამ შეიცვლება პირად ცხოვრებაში. არ არის გამორიცხული, მთელი რიგი შემოთავაზებების წინაშეც აღმოჩნდეთ. შეინარჩუნეთ წინდახედულება. ამ წელს არ გაქვთ შეცდომის დაშვების უფლება, რადგან, მას დიდხანს ვერ გამოასწორებთ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად და მიიღეთ გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი თვალსაზრისის გათვალისწინებით. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუაციებს ოჯახში. იყავით კეთილგანწყობილი კოლეგების მიმართ და დრო დასვენებისთვისაც გამონახეთ.
გველის წელიწადი თხის წელს დაბადებული ადამიანებისთვის ერთგვარი გამოცდის პერიოდია. არ არის გამორიცხული, სირთულეების წინაშეც აღმოჩნდეთ როგორც კარიერულ და პირად ცხოვრებაში, ასევე, ჯანმრთელობის კუთხითაც. ნუ ჩავარდებით დეპრესიაში და საღი აზროვნებით გადაჭერით ყველა პრობლემა. ფინანსური თვალსაზრისით გველის წელიწადი არ არის მომგებიანი, მაგრამ, ერთგვარად, სტაბილური წელია. ხარჯეთ ფული მხოლოდ საჭირო ნივთებზე. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ საკუთარ შემოსავალზე ხართ დამოკიდებული. გქონდეთ საყვარელი ადამიანის გვერდით დგომის იმედი და მისგან დახმარებაზე ნუ იტყვით უარს.
მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანები გველის წელიწადში ადვილად შეძლებთ ყველა იმ პრობლემის გადაჭრას, რასაც ცხოვრება გიმზადებთ. მოსალოდნელია კონფლიქტები, სტრესული სიტუაციები, ახალი ნაცნობობა, რომანტიკული თავგადასავლები და თავბრუდამხვევი მოვლენები. ზოგადად, ეს წელი, მაინც პოზიტივის მომტანია. წელს არ არის გამართლებული რისკი კარიერაში. ფინანსური თვალსაზრისით ეს წელი დიდ შემოსავლებს არ გპირდებათ, თუმცა, თანხა გეყოფათ იმისთვის, რომ საკუთარი სურვილების უმეტესობა აიხდინოთ. არ მოდუნდეთ და არ დაგაფრთხოთ პატარა გაუგებრობებმა.
2013 წელი მამლის წელიწადში დაბადებული ადამიანებისთვის ახალი პერსპექტივების მომტანია. მთავარია, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. განსაკუთრებით პოზიტიური ელფერის მატარებელია, სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობები. ნუ გახდებით დამოკიდებული სხვებზე და სასიყვარულო გატაცების გამო არ მოადუნოთ ყურადღება თქვენს პროფესიონალურ საქმიანობაზე. კოლექტიური მუშაობა მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. მომჭირნეობა ყველაზე მეტად ამ წელს გმართებთ. მოსალოდნელია მთელი რიგი ფინანსური პრობლემები, ასევე, გარკვეული სირთულეები სამსახურში. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება წვრილმანების მიმართ და ნუ ეცდებით ერთი არასწორი ნაბიჯით დაანგრიოთ ის, რასაც აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდით.
გველის წელიწადი ძაღლის წელს დაბადებული ადამიანებისგან მოითხოვს მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენას, საკუთარი შეცდომების აღიარებასა და სამართლიანობის პრინციპის დაცვას. ნუ შეუშინდებით პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. კარიერის თვალსაზრისით, გველის წელი საკმაოდ დატვირთული და მძიმეა. მოსალოდნელია ხელმძღვანელ პირებთან გაუგებრობები, კოლეგებთან კონფლიქტები და საკუთარი აზრის პარტნიორებთან ხმამაღალი ტონით დაცვა, თუმცა, ეს თქვენ გამოგივათ. თქვენ მიერ გამოვლენილ შრომისუნარიანობასა და შესრულებული საქმის ხარისხზე იქნება დამოკიდებული თქვენი ფინანსური შემოსავლები. ნუ დაგეგმავთ ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, ჯობია, დინებას მიჰყვეთ.
2013 წელი ტახის წელში დაბადებულ ადამიანებს, დიდი პერსპექტივების წინაშე დააყენებს. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლების ზრდა, ახალი სასიკეთო ნაცნობობა, რომანტიკული ურთიერთობები. მთელი წლის განმავლობაში არ მოიწყენთ და ფორტუნაც თქვენს მხარეზე იქნება. დააკვირდით, რას გთავაზობენ საქმიანი პარტნიორები, რადგან, წელს გეძლევათ შანსი, მათი რეკომენდაციით საკმაო წარმატებებს მიაღწიოთ. ფინანსური თვალსაზრისითაც წარმატებული წელიწადი გექნებათ. არ დაძაბოთ სიტუაცია არც ოჯახში და, არც სამსახურში. იმოქმედეთ მშვიდად და წინდახედულად.