კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თბილისში ცხოველების ასაცრელად შემოტანილია სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ვაქცინა, რომელთა ფასებიც საგრძნობლად განსხვავდება ერთიმეორისგან. მაინტერესებს, ფასთან ერთად ისინი ხარისხითაც განსხვავდება?

პასუხი: ვაქცინა არსებობს როგორც მაღალვალენტიანი, ისე დაბალვალენტიანი, რომელშიც ნაკლები დაავადებები შედის. ჩემი აზრით, ამერიკული წარმოების ვაქცინები უფრო ხარისხიანია, ვიდრე ჩეხურები, მაგრამ, გააჩნია, როგორ პირობებში გვყავს ძაღლი აცრილი. ეს უკვე ვეტექიმმა უნდა განსაზღვროს, პაციენტი როგორ აცრას. აქ ბევრი ნიუანსია. აუცილებლად უნდა იყოს ჩატარებული დეჰელმეთიზაცია და მერე უნდა მოხდეს ცხოველის ვაქცინაცია, მყარი იმუნიტეტი რომ შეექმნას. მე პირადად ამერიკულ ვაქცინას იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ, რამდენიმე წელია, ამ ვაქცინით ვმუშაობ და, არ მქონია აცრილი ძაღლის დაავადების შემთხვევა.

კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკიდან ახელს კნუტი თვალს და როდიდან შეიძლება, მან დედის გარეშე იცხოვროს?

პასუხი: დედის გარეშე ბევრს გაუზრდია კნუტი 5 დღის,  ერთი კვირის და უფრო მოზრდილი ასაკიდან. რაც შეეხება თვალის ახელას, ეს ინდივიდუალურია და მერყეობს 8-დან 12 დღემდე. იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენი ნაყოფი ჰყავს დედას, არ აქვს მნიშვნელობა, კატა იქნება ეს თუ ძაღლი. თუ ლაქტაცია დამაკმაყოფილებელია კნუტებისთვის და ჰყოფნით რძე, შედარებით ადრე ახელენ თვალებს. საერთოდ კი, რეკომენდებულია, რომ კნუტი დედას ერთი თვის ასაკიდან მოვაშოროთ. 

კითხვა: სახლში მყავს ძაღლი, რომელიც ცოფზეა აცრილი და გარეთ არ გამყავს. მაინტერესებს, მაინც აუცილებელია მას კომპლექსური აცრა გავუკეთოთ?

პასუხი: რა თქმა უნდა, კატა იქნება თუ ძაღლი, კომპლექსური აცრის გაკეთება აუცილებელია. შეიძლება, ცხოველი არ გადიოდეს გარეთ, მაგრამ, ოჯახის წევრები ხომ გადიხართ? ვირუსული დაავადებების შემოტანისგან დაზღვეული ნამდვილად არ ხართ, რადგან, შესაძლოა, ვირუსული დაავადებები ფეხით ან ტანსაცმლით შეიტანოთ სახლში. იმის გარანტია არ არსებობს, რომ თქვენი ცხოველი დაცული იქნება სახლში კომპლექსური აცრების გარეშე. ასე რომ, სირთულეების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ძაღლს აცრები.

კითხვა: ჩემი ძაღლი პერიოდულად კოჭლობს უკანა ფეხით, თუმცა, ტრავმა არ აქვს გადატანილი. მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: გააჩნია, როგორი ძაღლი გყავთ. თუ დიდი ზომის ძაღლია, შეიძლება, დისპლაზია ან სხვა რამ იყოს მიზეზი – ათასი ნიუანსია. ამიტომ, ჯობია, ცხოველი გამოცდილ ვეტერინარს უჩვენოთ, რომელიც დიაგნოზს დაუსვამს. ზეპირად მკურნალობის დანიშვნა სასურველი არ არის. აუცილებლად უნდა გამოიკითხოს პატრონი, რადგან, ბევრი რაღაც არის განმსაზღვრელი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ვეტექიმმა.

კითხვა: რაიონებში იციან ძაღლის, ცხვირის ოდნავ ზევით, დაშანთვა. როგორც ამბობენ, ეს შემდეგ მათ სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. მაინტერესებს, თუ შეესაბამება ეს სიმართლეს?

პასუხი: ეს მეცხვარული წესია. თვალებს შუა, ცხვირის ზევით, ცხელი ლითონით დაღავენ ცხოველს. მე პირადად ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ დაღდასმული ძაღლი არ ავადდება. ეს რომ დავიჯერო, მაშინ, მეც უნდა ვიარო რამდენიმე წელი ცხვარში, დავაკვირდე დაღდასმულ ცხოველს და დასკვნა გამოვიტანო. უბრალოდ, ეს მეცხვარული ტრადიციაა და რწმენა აქვთ ამის. 

скачать dle 11.3