კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რომელი მცენარეები შემიძლია დავთესო ზამთარში, რომ გარეთ ვამყოფო?

პასუხი: არსებობს მცენარეების ბევრი სახეობა, რომლებმაც, შესაძლოა, ზამთარში იყვავილონ, ასეთებია:  ივან და მარია, ყინვაგამძლე სოკულენტები და ასე შემდეგ. შეგიძლიათ, ეს მცენარეები ამყოფოთ გარეთ ყინვების დროსაც და სითბოშიც. მათ არ ესაჭიროება ბევრი მოვლა-პატრონობა. ზამთარში შეგიძლიათ წყალი არ დაუსხათ, რადგან ის თოვლის წყლით იღებს საჭირო რაოდენობის წყალს. მცენარეს თუ ბინაში შეიტანთ, აუცილებლად მიაწოდეთ წყალი, რომ იცოცხლოს.

კითხვა: ჩემი შობის ხე არ გაწითლდა, როგორ მოვიქცე?

პასუხი: შობის ხეს ანუ პუანსეტიას ფოთლები რომ გაუწითლდეს, მას სჭირდება თავისებური მოვლა, რომელიც, შესაძლოა, თქვენ ვერ მოახერხოთ, ამიტომ, კარგი იქნება თუ უკვე მზა მცენარეს შეიძენთ. თუ მაინც თავად გადაწყვეტთ მოვლას, იცოდეთ, რომ ფოთლების გასაწითლებლად, ერთი თვის განმავლობაში მას ესაჭიროება სრული უსინათლობა და ბნელი ადგილი. ასევე, არსებობს სხვადასხვა სპეციალური ხსნარი, რომლებიც პუანსეტიას ადრევე უწითლებს ფოთლებს. მას არ უყვარს ზედმეტი წყალი და სასუქები. მცენარე კარგად გრძნობს თავს მაშინ, როდესაც მას ფესვები პატარა ქოთანში აქვს. ასევე გახსოვდეთ, მას არ უყვარს ახალი ნიადაგი.

კითხვა: შეიძლება თუ არა ახალ წელს ქოთანში ჩარგული ცოცხალი ნაძვი შევიტანო სახლში და როგორ მოვუარო მას?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება და ძალიან კარგია. მაგრამ, ის არ უნდა დადგათ სითბოში თორემ, შესაძლოა, წიწვები გასცვივდეს. სახლში შეტანამდე ნაძვი კარგად მორწყეთ, ასე ამყოფეთ ძველით ახალ წლამდე და წყალი არ დაასხათ. ნაძვს არ უყვარს, ასევე, არც სხვა ქოთანში გადარგვა და არც ტოტების შეკვეცა. მცენარე დადგით ნათელ ადგილას. ის იოლი მოსავლელია და კარგი შესანახია, ხოლო როგორც კი დამთავრდება ახალი წელი მცენარე გადგით ისევ გარეთ.

კითხვა: ზამთრის თბილ ამინდებში ამიყვავდა ორქიდეა. მაინტერესებს, ისევ თუ აყვავდება გაზაფხულზე?

პასუხი: ორქიდეა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ, ეცადეთ, რომ შესაფერის ადგილას დადგათ. შესაძლოა, მას დიდ სითბოში ამყოფებთ და ამიტომ აყვავდა. თქვენი ორქიდეა ისევ აყვავდება ზაფხულში, მაგრამ, კარგ ყვავილს აღარ მოგცემთ. ამიტომ, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე არ ამყოფოთ, დადგით 12-15 გრადუს სითბოში, რომ მოსვენების დრო ჰქონდეს. მას არასდროს არ შეაჭრათ გადმოსული ფესვები და არც გადარგოთ.  თუ გინდათ, რომ ორქიდეამ კარგი ყვავილი მოგცეთ, შეაჭერით საყვავილე ღერო და მიეცით მოსვენების პერიოდი, რომ გაზაფხულს კარგად შეხვდეს.

კითხვა: აივანზე მაქვს სოკულენტი მცენარეები და კაქტუსები. მაინტერესებს შეიძლება თუ არა, რომ ზამთარში ბინაში არ შემოვიტანო?  

პასუხი: გააჩნია, თქვენ კონკრეტულად რომელი სოკულენტი და კაქტუსი გაქვთ. არსებობს სოკულენტებისა და კაქტუსების სახეობები, რომლებიც უძლებს ზამთარს, მაგრამ, არის ისეთებიც, რომლებიც ვერ უძლებს ზამთრის სიცივეებს. საერთოდ, კარგი იქნება, თუ მცენარეს არ დატოვებთ გარეთ ან მოარიდებთ მაგარ ყინვებს. სუბტროპიკული მცენარეები, შესაძლოა, დატოვოთ გარეთ და არ შეგეშინდეთ, რომ ყინვები გააფუჭებს, ოღონდ, არ მისცეთ წყალი, რადგან, საჭირო ტენს თავად აიღებს ჰაერიდან.

скачать dle 11.3