რა მოხდა ამ დღეს
7 იანვარი
1610 – გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა იუპიტერის პირველი თანამგზავრები: იო, აგინმედე და ევროპა.
1785 – ფრანგმა ჟან ბლაშარმა პირველმა გადაუფრინა ლა-მანშს საჰაერო ბურთით.
1887 – სანფრანცისკოელმა თომას სტივენსმა დაასრულა პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო ველოსიპედით, დაწყებული 1884 წლის აპრილში.
1914 – პირველმა გემმა გაცურა ჯერ კიდევ ოფიციალურად გაუხსნელი პანამის არხში.
1949 – გამოქვეყნდა გენების პირველი ფოტოსურათი.
8 იანვარი
1656 – ჰოლანდიის ქალაქ ჰარლემში გამოვიდა გაზეთი, რომელიც დღემდე გამოდის. ესაა დღემდე არსებული უძველესი პერიოდული გამოცემა.
1958 – 14 წლის ბობი ფიშერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონი ჭადრაკში.
9 იანვარი
1793 – ფრანგმა ჟან-პიერ ბლანშარმა, პირველმა გადაუფრინა ამერიკის კონტინენტს საჰაერო ბურთით.
1799 – ინგლისში მსოფლიოში პირველად შემოიღეს მოგების გადასახადი.
1816 – ქვანახშირის მაღაროებში პირველად გამოიყენეს უსაფრთხო ნავთის ლამპები.
1951 – ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს შტაბ-ბინის შენობა.
10 იანვარი
1863 – გაიხსნა მსოფლიოში პირველი – ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზი.
1966 – გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი: „ლენინის მოედანი – დიდუბე“.
1993 – იტალიაში სპეციალური კანონით აიკრძალა სექსი ავტომობილის ტარებისას.
11 იანვარი
1798 – გარდაიცვალა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორე.
1879 – დაიწყო ინგლის-ზულუსების ომი სამხრეთ აფრიკაში.
1909 – ამერიკის შეერთებული შტატებში გაიმართა ქალთა პირველი ავტორბოლა.
1963 – ლოს-ანჯელესში გაიხსნა პირველი დისკოთეკა მსოფლიოში – Whisky-A-Go-Go.
1984 – პირველად მუსიკის ისტორიაში ალბომის გაყიდვამ გადააჭარბა 10 მილიონ ეგზემპლარს – ეს იყო მაიკლ ჯეკსონის „ზი თრილერ“.
12 იანვარი
1910 – ყველაზე ახალგაზრდა მშობლები გახდნენ 9 წლის ბიჭი და 8 წლის გოგო.
1928 – რუს სანიდერი იყო პირველი ქალი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს ელექტრონულ სკამზე.
1932 – არკანზასელი ჰეტი კარაუეი იყო პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრი გახდა.
1970 – სილვესტერ სტალონეს კინოდებიუტი... პორნოგრაფიულ ფილმში.
13 იანვარი
1906 – მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს პირველი რადიომიმღებები.
1917 – პარიზში საფრანგეთის კონტრდაზვერვამ დააპატიმრა მოცეკვავე, ჯაშუში მატა ჰარი.
1964 – კარლ ვოიტილა (მომავალი პაპი იოანე პავლე მეორე) გახდა კრაკოვის არქიეპისკოპოსი.