კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეს საჭიროა...

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც აუცილებლად გიფიქრიათ – რისთვის არის ეს საჭირო? დიახ, სწორედ საშობაო დღესასწაულის ზეიმით აღნიშვნაზე მოგახსენებთ. ხომ არ შეიძლება, ამდენი ადამიანი ერთდროულად მოიცვას მხიარულებისა და ფულის გაფლანგვის სურვილმა?! – საჩუქრები, ახალი ტანსაცმელი, ბრჭყვიალა და საზეიმო სუვენირები... განსაკუთრებული, საზეიმო კულინარია და სიხარულის განცდა... ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც საშობაო დღესასწაულს თან ახლავს... იქნებ, მართლაც არ არის საჭირო ასეთი „განსაკუთრებულობის“ გამოვლენა? – საჭიროა და ახლავე გაიგებთ, რატომაც...

დავიწყოთ სიხარულის განცდით. თუ თქვენ საახალწლო აქსესუარებისა და ატრიბუტიკისგან, ამ დღესასწაულს განსაკუთრებულ ელფერს რომ ანიჭებს, ჭეშმარიტ სიხარულს არ განიცდით, ჯობია, ამ დღეს სახლში ჩაიკეტოთ, ან სახლიდან წახვიდეთ. გააჩნია, ოჯახის წევრების განწყობას. არ ითამაშოთ, თუკი შინაგანად არ გიხარიათ შობის დღესასწაულის მოსვლა. შეგიძლიათ, იყოთ ის, რაც ხართ და მოიქცეთ ისე, როგორც გინდათ, რომ მოიქცეთ...

თუმცა, ახალი წლისა და შობის დღესასწაულის აღნიშვნა საჭიროა, არა იმიტომ, რომ ამ დღეებს ყველა აღნიშნავს, მხოლოდ იმიტომ, ერთფეროვნება გაიხალისოთ და შეცვალოთ – თუნდაც ორიოდე დღე იგრძნოთ თავი ზღაპარში. მიხვდეთ, რომ ისევ შეგიძლიათ იყოთ პატარა ბავშვი, რომელსაც ბედნიერებისთვის ცოტა ჰყოფნის...

 

შექმენი დღესასწაული!

 

დღესასწაული რომ არსებობს, თქვენ ამაში წვლილი არ მიგიძღვით, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ისე, დღესასწაული თავად მოიწყოთ. ეს ყველა ადამიანს არ შეუძლია. 

მთავარია განწყობა, რომელიც ფოიერვერკივით თავისით არ იფეთქებს. ჩართეთ საქმეში ხუთივე გრძნობა, მუსიკა, სურათები, სუნი, გემო... თქვენი სახლი პატარა თეატრად გადააქციეთ... ანუ – დღესასწაულს დეკორაციები სჭირდება.

მოძებნე და იპოვე საკუთარი ასოციაციები. რას გახსენებთ შობის დღესასწაული. გაჩახჩახებულ ნაძვის ხეს? გემრიელ კერძებსა და ტკბილეულს? სიმღერასა და მხიარულებას? გასართობ ტელეგადაცემებს?.. აუცილებლად გააკეთეთ არჩევანი. სხვანაირად საკუთარი დღესასწაული არ გექნებათ.

ტრადიციები და რიტუალები – იქნებ ფიქრობთ, რომ ეს მარტივი ამბავია... ყველა დღესასწაულს საკუთარი განმასხვავებელი ნიშანი აქვს. რაც მეტი დამახასიათებელი ნიშანი ექნება თქვენი შობის დღესასწაულს, მით მეტ პოზიტივს მოგიტანთ.

თქვენი მთავარი მტერი შობის დღესასწაულზე წყენაა – აუცილებლად გათავისუფლდით მისგან. აპატიეთ ადამიანებს. ეს, უპირველესად, თქვენ მოგგვრით შვებას.

დაღლილობა – ყველაფერს ერთ დღეს ნუ გააკეთებთ. მით უმეტეს, თუ წინასწარ განეწყობით, რომ ვაიმე, რამდენი საქმის გაკეთება მომიწევს: დალაგება, სამზარეულო, კერძები... სადღესასწაულო განწყობა გვერდს აგივლით. აუცილებლად გამოიძინეთ. დღესასწაული თქვენი განწყობით იქმნება და არა შემწვარ-მოხრაკულით.

ტრადიციები კარგია, მაგრამ მათ თქვენი შევიწროების საშუალება არ უნდა მისცეთ. მაგალითად, როგორ ფიქრობთ, დრო არ მოვიდა, აღარ უყუროთ ფილმს – „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“?!.

 

ჩაიფიქრე – ასრულდება!

 

როგორ გგონიათ, რა ჩაიფიქრა პრინცესამ, როცა ბაყაყს აკოცა?! – დიახ, მის ადგილას მშვენიერი უფლისწული ყოფილიყო. მაგრამ, მარტო ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნებოდა, პრინცესას წარმოსახვის უნარი რომ არ მოეშველიებინა – რეალურად წარმოედგინა, რომ მის წინაშე მშვენიერი უფლისწული იყო და არა ჩვეულებრივი ბაყაყი... და სასწაულიც მოხდა.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ წელიწადში სულ რამდენიმე დღეა, როცა ყველაზე ახლოს ვართ სურვილების ასრულებასთან. ეს არის შობა-ახალი წელი და ჩვენი, საკუთარი დაბადების დღე. ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ამბობს, რომ არ უყვარს თავისი დაბადების დღე, ან ამტკიცებს, რომ შობა-ახალი წელი არაფრითაა გამორჩეული. ამ ტიპის ადამიანებს ძალიან უჭირთ სიამოვნების მიღება ცხოვრებისგან... უჭირთ პატარ-პატარა სიხარულების დანახვა და იმის გაცნობიერება, რომ ბედნიერება მათ გვერდითაა.

ვინ იცის, რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისთვის, რომ მომავალი წლიდან ყველაფერს შეცვლიდით, ცხოვრებას ახლებურად განაგრძობდით... რამე თუ გაგიკეთებიათ რეალურად საამისოდ?

დაპირებები – დაპირებებად და... საკუთარი თავის მტერი ხომ არ ხართ? ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად ჩაიფიქრეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილი. მერე კი, ყველაფერი გააკეთეთ, იმისთვის, რომ არ დარჩეს უბრალო სურვილად, ტრადიციულ რიტუალად შობის ღამეს...

 

ბედნიერება –

წლის საქმე

 

შობის დღესასწაულით იწყება ახალი წელი – სავსე ახალი პერსპექტივებით, იმედებითა და სასიამოვნო სიურპრიზებით. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებული და პოზიტიური იქნება ის. შეუკვეთეთ შობის ღამეს წლის საქმე – ბედნიერება! გააკეთეთ ეს სწორად, გეგმაზომიერად და ყველაფერი გამოვა. შეიძლება, ჩვენი რჩევები სასაცილოდ ან ბავშვურ გასართობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს უკვე აპრობირებულია და კარგად „მუშაობს“...

უთხარით საკუთარ თავს თუნდაც ერთი, გულწრფელი კომპლიმენტი დღის განმავლობაში. კიდევ ერთი კომპლიმენტი – რომელიმე ადამიანს. დააკვირდით მათ კარგად და აღმოაჩენთ, რომ ისინი სულაც არ არიან ცუდები, ან მტრულად განწყობილნი.

შეეცადეთ, დღეში ნახევარი საათი მაინც იაროთ ფეხით. ამინდს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ისუნთქეთ ღრმად და არაფერზე იფიქროთ. ნუ დაგენანებათ დრო ამისთვის. ნახევარი საათი სალაპარაკოდაც არ ღირს.

არ გალანძღოთ და არ დასაჯოთ საკუთარი თავი წარსული შეცდომებისთვის. საკმარისია, დაინახოთ შეცდომები და იმუშაოთ მათ გამოსწორებაზე თუ არა, იმაზე მაინც, რომ არ გაიმეოროთ.

... დაურეკეთ მას პირველმა, თუკი ამის გაკეთება მართლა გინდათ. სპონტანურობა ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა.

კვირაში ერთი დღე მოიქეცით ისე, როგორც ნამდვილად გინდათ, ანუ აკეთეთ ის, რაც გიხარიათ, სიამოვნებას გგვრით და არა ის, რისი კეთებაც საჭიროდ მიგაჩნიათ.

ნუ „გაძვრებით ტყავიდან“ და ყოველთვის, ყველაფრის მოსწრებას ნუ შეეცდებით. ეს დაგღლით და გამოგფიტავთ. ერთბაშად არა, მაგრამ ნელ-ნელა აუცილებლად იგრძნობთ „გადარბენის“ მავნე შედეგებს.

ძალიან, ძალიან გაბრაზდით? – სანამ აყვირდებოდეთ, ადგილზე იხტუნეთ. აბსურდია? – რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ ეს გიშველით. თანაც „დამამშვიდებელი საშუალება“ სულ თქვენთანაა.

скачать dle 11.3