კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის „იბუტება“ ნაძვის ხე და არის თუ არა წინასწარმეტყველური შინაარსის შობის ღამეს ნანახი სიზმარი

ამბობენ, ახალი წლის ღამეს, სახლში გაწყობილ ნაძვის ხეზე ოჯახის ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახის წევრებს ლამაზად მორთული ხის კენწეროდან ლოცავსო. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მანანა ამბობს, ნაძვის ხეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეთ. ახალი წლის ჩავლის შემდეგ, მისი დაწვა და დაჩეხვა, არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება. არ არის გამორიცხული, ასეთ საქციელს, იმ წელშივე უბედურება მოჰყვეს. ასევე, მისი თქმით, ახალი წლის დღეებში, ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრ-ფორმირებას, რაც მისსავე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს.

მანანა: არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და ასევე, ფიქრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის. რომ ამბობენ, ბედნიერები არ ვართო. აბა, მიიღეთ მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას, სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას. ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრით, სიტყვითა და სიტუაციით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორც თქვენ გინდათ. არ ეცადოთ საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს. როგორც იტყვიან, ყველას აზრი გაითვალისწინეთ, მაგრამ არ დაიჯეროთ. 

– ამბობენ, სურვილების ახდენა ყველას შეუძლია, მთავარია, მას სწორი გზა მივცეთ და ამის ალბათობა, ყველაზე მეტად ძველით ახალ წლამდეაო. ამაზე რას გვეტყვით?

– დიახ, მართალია. ახალი წლიდან ძველით ახალ წლამდე, დიდი შანსია, სწორი ფიქრითა და აზროვნებით, ნებისმიერი სურვილი აიხდინოთ. არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი. კერძოდ, ყველა ადამიანმა უნდა ჩამოწეროს ფურცელზე საკუთარი სურვილების სია. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ აუცილებლად აგისრულდებათ. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ, გნებავთ – ჩანთით, გნებავთ – ჯიბით. მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ შეუძლებელი სამყაროში არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით კი, თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში. ბავშვობიდან მესმოდა ოჯახის წევრებისგან, რომ შობის ღამეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ახდება. მთავარია, გულით გინდოდეს და გულით ისურვოო. შვიდ იანვარს გარკვეული პოზიტიური ენერგია აქვს. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ და კონკრეტულად, რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, არ არის გამორიცხული, სასურველი შედეგი უმოკლეს დროში მიიღოთ. ასე რომ, შობას ჩათქმული სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ, თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება, წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ, თუ სურვილს სწორ, მიზანმიმართულ გეზს მისცემთ. საერთოდ, ახალი წლის დღეებში ადამიანს განსაკუთრებული დაკვირვება მართებს. თითოეულ ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება. უცხოეთიდან ტრადიციად შემოვიდა, რომ ახალი წლის დღეებში, სახლიდან გადაყარონ ძველი ნივთები და რაც მეტ ნივთს გადაყრით, მით მეტ სიმდიდრეს მოგიტანთ ახალი წელიო. ასე, ბევრი იქცევა, მაგრამ შეცდომას უშვებს.

– ეს მეც გამიგია, რომ ახალი წლის დღეებში, რაც მეტ ნივთს გავიტანთ გარეთ და გადავყრით, მით მეტ სიკეთესა და ბედნიერებას უნდა ველოდოთ იმ წელიწადსო.

– ახლა, თუ ყველაფერი გადაყარეთ, ცარიელ ოთახში დაჯექით და ბედს დაელოდეთ, მთლად ასეც არ არის საქმე. ზუსტად უნდა იცოდეს ადამიანმა, რა გადააგდოს და რა – არა. თუ გინდათ, ახალმა წელმა ბედნიერება მოგიტანოთ, სწორედ ამ ახალი წლის დღეებში უნდა მოიქცეთ გონივრულად. მაგალითად, ახალი წლის დღეებში არ შეიძლება სურათების, წამლების, ძველი ჩანაწერების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ ჩანთების გადაყრა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ თამამად მოისროლოთ ნაგვის ყუთში მოძველებული აპარატურა, სამზარეულოს ნივთები ან ავეჯი.

– გამიგია, ნაძვის ხის დაჩეხვა არ შეიძლებაო. სად უნდა წავიღოთ ნაძვის ხე ახალი წლის შემდგომ?

– აუცილებელია, ნაძვის ხესთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობდეს ადამიანი. მთავარია, არ გაანაწყენოთ, რომ არ გაგებუტოთ თქვენი ნაძვის ხე. თუ ასე მოხდა, მაშინ იმ წელს უბედურება გარდაუვალია ოჯახში. ამიტომ, არასდროს დაწვათ, დაჩეხოთ და არც უხეშად მოექცეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის ღამეს, მასზე ოჯახის მფარველი ანგელოზი იჯდა და იქიდან გლოცავდათ. ახალი წლის შემდგომ, ნაძვის ხე ფრთხილად უნდა აიღოთ და სახლთან ახლოს, გარეთ დადოთ.

– ამ დღეებში ნანახ სიზმრებს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

– 7 იანვარი ყველაზე განსაკუთრებული დღეა. ამ დროს ნანახ სიზმარს აუცილებლად დააკვირდით და გამოიტანეთ აზრი. არ არის გამორიცხული, ამ დღეს ნანახი სიზმარი მალევე აგიხდეთ. ასევე, ეცადეთ, ეს დღეები ისე გაატაროთ, რომ არ მოიწყინოთ, არ გაიხსენოთ წარუმატებლობა, ესტუმროთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც საუბარი და ურთიერთობა გსიამოვნებთ. ასევე, ერთ პატარა ეშმაკობასაც გასწავლით: თუ ახალი წლის დღეებში ვინმემ ფული გაჩუქათ, ამ ფულით იყიდეთ პატარა სარკე. ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაიხედეთ მასში, ბალიშის ქვეშ ამოდეთ და ისე დაიძინეთ. ის დაგიცავთ ბოროტისგან, მთელი წლის განმავლობაში ხელს მოგიმართავთ და სურვილების ახდენაში დაგეხმარებათ. შობა დღეს აუცილებელია, ყველა ოჯახში იყოს ცომისგან გამომცხვარი ბეკეკა, რომელსაც კარზე დაკიდებთ. მით უმეტეს, თუ ბავშვია ოჯახში, ეს აუცილებლად უნდა მოახერხოთ. ეს რიტუალი, ბავშვებს ბოროტისა და განსაცდელისგან იცავს. ასევე, კარგია, თუ ასეთ პატარა ფიგურებს შობა დღეს თავად დააცხობთ და მას ბავშვებს დაურიგებთ. მათგან წამოსული სიკეთე და სუფთა ენერგია თქვენზე აუცილებლად დადებითად აისახება.

скачать dle 11.3