კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვუმკურნალოთ ნაბახუსევს

ნაბახუსევი ქრონიკული ალკოჰოლიკებისთვის განსაკუთრებით მტანჯველია. მათ აწუხებთ თავის ტკივილი, ციება, ხელების კანკალი, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, დეპრესია, აჩქარებული გულისცემა და ასე შემდეგ. ამიტომ მათთვის აუცილებელია, ამ დროს ასი მილილიტრი სასმლის დალევა. 

რაც შეეხება მას, ვინც იშვიათად სვამს სპირტიან სასმელს, ნაბახუსევ მდგომარეობაში იშვიათადაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში: თუ უხარისხო, მავნე ნივთიერებების შემცველ ალკოჰოლურ სასმელს დალევენ, ან ზედმეტი დოზა მოუვათ და თან, საკვებსაც არ მიაყოლებენ; თუ სხვადასხვა სპირტიან სასმელს, მაგალითად, არაყს, ღვინოს, კონიაკს ერთმანეთში აურევენ. 

ნაბახუსევის ყველაზე ტიპური სიმპტომია თავის ტკივილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ სპირტი და მასში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებები ნერვულ სისტემას აზიანებს. გარდა ამისა, ალკოჰოლით მოწამვლა შიდა ქალის წნევას სწევს მაღლა. ამ დროს ადამიანს პირის სიმშრალე და წყურვილის გრძნობაც აწუხებს. ალკოჰოლს ორგანიზმის გამოშრობაც შეუძლია. წინა საღამოს გადამეტებული დოზით ალკოჰოლის მიღება, მეორე, დილას ორგანიზმში სითხის დეფიციტს იწვევს. იმისთვის, რომ ეს დეფიციტი სასწრაფოდ შეივსოთ და წყურვილის გრძნობაც მოიკლათ, სითხე ერთბაშად არ უნდა მიიღოთ. გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში ლიტრ-ნახევრამდე სითხე დალიეთ, ოღონდ არა გაზიანი. კარგია, ასევე, მაგარი ჩაი ან ყავა. 

ნაბახუსევზე ბევრი ადამიანი მინერალური წყლის დალევას ამჯობინებს. ეს სწორიცაა, რადგან ნაბახუსევზე ორგანიზმი ალკოჰოლის მიღების შედეგად დაგროვილი ტოქსიკური ორგანული ნაერთებისგან გათავისუფლებას გთხოვთ. მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ, ორ ლიტრამდე მინერალური წყალი დალიოთ. წყურვილის მოკვლის გარდა, ასევე უნდა იზრუნოთ ორგანიზმში ელექტროლიტების, კერძოდ მაგნიუმის, ნატრიუმისა და ფოსფორის დოზის აღდგენაზეც. ამ ნივთიერებებით მდიდარია კიტრის მწნილის წვენი, კომბოსტოს მწნილი, ხორბლის ბურახი. ისაუზმეთ ნოყიერი კერძებით, მიირთვით კარტოფილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები. 

ნუ გაჩერდებით დიდხანს ცხელი წყლის აბაზანაში, რადგან ამით გულსისხლძარღვთა სისტემას შეუქმნით საფრთხეს. ეფექტურია ნელთბილი შხაპის მიღება. ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ოფლის გამოყოფას აუმჯობესებს, რომელსაც ტოქსინები გამოაქვს ორგანიზმიდან. 

ნაბახუსევზე უნდა მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. ჯობია, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ. 

 

ნუ დალევთ არაყსა და ანტიბიოტიკებს გრიპის სამკურნალოდ

თუ გრიპს სწორად უმკურნალებთ, ის მალევე გაგივლით. ბევრი ამ დროს ასპირინს სვამს. ამ პრეპარატს შეუძლია ტკივილების შემსუბუქება, ანუ ებრძვის დაავადების შედეგს და არა მიზეზს. ზოგადად, გრიპის დროს ასპირინის დალევა არ არის რეკომენდებული, რადგან ის აძლიერებს ჰემორაგიულ სინდრომს, ანუ ზრდის სისხლძარღვთა გამავლობას, რამაც, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიოს. 

გრიპის დროს ანტიბიოტიკების მიღებაც არ იძლევა შედეგს, რადგან ვირუსზე არ მოქმედებს. 

კარგია გრიპის დროს ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა, მაგრამ ეს არ ვარგა, თუ მაღალი სიცხე გაქვთ. ამ დროს აჩქარებულია გულისცემა, ხოლო ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა, გულს დამატებით დატვირთავს. 

მეცნიერებმა კვლევის საფუძველზე დაამტკიცეს, რომ გრიპი ზოგჯერ სასარგებლოც კია. მათ აღმოაჩინეს კავშირი გადატანილ ინფექციურ დაავადებებსა და სიმსივნური წარმონაქმნების მიმართ ორგანიზმის განწყობას შორის. კვლევამ აჩვენა, ვისაც გამუდმებით ემართება გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადება და ანგინა, გაცილებით ნაკლები რისკი აქვს, დაავადდეს კანის კიბოთი, ვიდრე მას, ვისაც ცივ პერიოდში ეპიდემიები არ ემართება. 

ეს უკავშირდება იმუნიტეტის თავისებურებასაც, კერძოდ, ორგანიზმი თითქოს კომპენსაციას უკეთებს ჩვეულებრივი ინფექციებისგან თავის დაცვის უუნარობას და თავად იბრძვის. 

ზოგი გრიპის დროს არაყს სვამს და ჰგონია, ამით თავს დაიცავს. ეს ასე არ არის. სპირტი არ არის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება. პირიქით, ის ასუსტებს ორგანიზმს და აქვეითებს იმუნიტეტს. ამიტომ, მსმელები უფრო ხშირად ავადდებიან გრიპით და უფრო რთულადაც გადააქვთ ეს დაავადება, ვიდრე მათ, ვინც ზომიერად ან საერთოდ არ სვამს. გარდა ამისა, ბევრი მედიკამენტი ალკოჰოლთან შეუთავსებელია და მათი ერთდროული მიღება სასტიკად იკრძალება.

 

ზეთისხილი იცავს გულს, მწვანე სალათის ფურცლებს კი ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები

ზეთისხილი და მწვანე სალათის ფოთლები ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან სასარგებლოა, ამიტომ, ისინი ხშირად უნდა მიირთვათ. 

ზეთისხილი იცავს გულსა და სისხლძარღვებს. დილით მიირთვით 5-6 ცალი ზეთისხილი ან დალიეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, თუ, რა თქმა უნდა, ეს შეგიძლიათ. ის სისხლს ამარაგებს მეტად მნიშვნელოვანი მჟავებით და ეფექტურად იცავს ორგანიზმს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისგან. 

მწვანე სალათის ფოთლები კი სხვა ბოსტნეულთან ერთად დაბლა სწევს არტერიულ წნევას და ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსიკური ნივთიერებები. მათ, ვინც ხშირად მიირთმევს მწვანე სალათის ფოთლებს, არ ემუქრება ნაწლავური აშლილობა. ამ ბოსტნეულის შემადგენლობაში არსებული ფლავონოიდები, ასევე, ეფექტურად იცავს კანს და, მთლიანად ორგანიზმს, ნაადრევი დაბერებისგან. 

 ჭამეთ ზეთისხილი, სალათის ფოთლები და იყავით ჯანმრთელები.

 

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი ჩვენგანი მკურნალობას თავს არიდებს და ფიქრობს, რომ ეს თავისით გაივლის. არადა, გართულებულმა გაციებამ შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს. 

გირჩევთ, გაციების დასაწყისშივე ძლიერმოქმედი აბების მიღებას მოერიდოთ, რადგან ბევრი სხვა ეფექტური საშუალებაც არსებობს. 

ბევრი იმასაც ამბობს: თუ სურდო უკვე შეეყარა ადამიანს, მასთან ბრძოლა დაგვიანებულიაო. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან თუ დროულად დაიწყებთ მკურნალობას, სურდოს რამდენიმე დღეში დააღწევთ თავს. 

სამკურნალოდ კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ინჰალაციაა. აადუღეთ წყალი, ჩააწვეთეთ მასში რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ზეთი, თავზე პირსახოცი წაიფარეთ და ცხელი ორთქლი ისუნთქეთ. ევკალიპტს ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და სუნთქვას მკვეთრად აუმჯობესებს. თუ ოფლის მოდენა გინდათ, მდუღარეში დარიჩინი ჩაუმატეთ. ის ოფლის მოდენაში დაგეხმარებათ და ორგანიზმს გაათბობს. მდუღარე წყალში ჩამატებული ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი ვირუსებს ანადგურებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. 

ასევე, სურდოს დროს კარგია ცხელ წყალში ფეხების ჩაყოფა. როცა ფეხებს ითბუნებთ, სისხლი ქვედა კიდურებს აწვება და თავში არსებული სისხლძარღვები იკუმშება. 

ყელის ტკივილის დროს კი სავლები დაგეხმარებათ. თბილ წყალში ჩაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი და ყელში გამოივლეთ. ამ მცენარეს ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს და ინფექციას იოლად ამარცხებს. 

ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ ხალხურ მედიცინას და გაციების პირველი ნიშნებისთანავე ძლიერმოქმედ აბებს მოერიდოთ.

 

როგორ უნდა უშველოთ შემაწუხებელ ხველას

ხველის დასაწყისშივე მთავარია, კარგად ჩათბეთ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ, რათა ორგანიზმს ხველასთან ბრძოლაში დაეხმაროთ. ამ დროს ძალიან კარგია პიტნის ნაყენი წიწაკით. კერძოდ, ერთი სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ხუთი წუთით. შემდეგ დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, 1/4 ჭიქა ლიმონის წვენი და ერთი მწიკვი დაფქული წიწაკა. ნაყენი დალიეთ ცხელი.

ეფექტის გასაძლიერებლად, გაიკეთეთ ცხელი კომპრესი, კერძოდ, სამი წილი ცხელი წყალი და ერთი წილი ვაშლის ძმარი აურიეთ ერთმანეთში, დაასველეთ მასში დოლბანდი, კომპრესი ოცი წუთით გაიკეთეთ ყელსა და გულზე.

ორგანიზმის დამცველი ძალის გასაძლიერებლად კარგია C ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება.

სურდოს დასამარცხებლად კარგი საშუალებაა კოქტეილები:

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ასკილის სიროფი, ორი სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი, ორი სუფრის კოვზი კეფირი ან მაწონი. კარგად აურიეთ, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი და სვით რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

კარგი განწყობისთვის ხშირად მიირთვით ბანანი და ავოკადო

ბანანის რბილობში გროვდება ნივთიერებები, რომელთა წყალობით, გვეუფლება სიხარულისა და სულიერი კომფორტის განცდა. კერძოდ, ტრიპტოფანი ტვინში სეროტონინის გამომუშავებას აძლევს სტიმულს. დღეში ერთი ან ორი ცალი ბანანის ჭამა სრულიად საკმარისია კარგი განწყობის შესანარჩუნებლად.

ნახევრად უჯერი ცხიმმჟავების შემცველობით ავოკადო ყველა სახის ხილსა და ბოსტნეულს სჯობია. გარდა ამისა, მასში უხვადაა A პროვიტამინი, B ჯგუფის, C, D და E ვიტამინები. ავოკადოს ეთეროვანი ზეთი კი შეიცავს მატონიზებელ ნივთიერებას. ამიტომ, სამყარო ლამაზად რომ აღიქვათ, სრულიად საკმარისია, დღეში ნახევარი ავოკადო მიირთვათ.

წითელ მოცხარში B და C ჯგუფის ვიტამინების, კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და ორგანული მჟავების დიდი რაოდენობაა, რაც უჯრედების რეგენერაციას ასტიმულირებს. ყოველდღიურად ერთი ჭიქა ახალგამოწურული მოცხარის წვენი ძალას მატებს ორგანიზმს და ამასთან ერთად, ხსნის სტრესს.

скачать dle 11.3