კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მშობიარობის შემდეგ შემეცვალა თმის სტრუქტურა (თითქოს ტალღოვანი გახდა) და დამეწყო  ცვენა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმაშია. კიდევ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: თმის სტრუქტურის შეცვლისა და ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი სხვაც (ფარისებრი ჯირკვლის გარდა), მაგალითად: ცვლილებები სასქესო ჰორმონებში, თავის კანის მიკროცირკულაცია, ჰემოგლობინი. ამას გარდა, არ იქნებოდა ურიგო თმის ბოლქვისა და კანის სპეციფიკური დიაგნოსტიკა.

კითხვა: ვარ 42 წლის. დაახლოებით 12 წლიდან ძილის წინ ცხვირში ვიწვეთებ წვეთებს, რადგან, ვწვები თუ არა, ცხვირი მეჭედება. რა არის ამის მიზეზი? 

პასუხი:  სისხლძარღვების შემავიწროებელი  წვეთების ხანგრძლივი გამოყენებისას  არსებობს ქრონიკული რინიტის ნაირსახეობის – ვაზომოტორული რინიტის ჩამოყალიბების ალბათობა. ასეთ დროს ვითარდება ცხვირის ნიჟარების სისხლძარღვების ორგანიზმის მიერ არაკონტროლირებადი ტონუსის დარღვევა; ამას გარდა, ირღვევა ცხვირის ლორწოვანის ბუნებრივი მდგომარეობა.

კითხვა: აღმომიჩინეს ლამბლიები და ჰელიკობაქტერ-პილორი. ჩავიტარე მკურნალობა. რამდენ ხანში უნდა გავიმეორო ანალიზები?

პასუხი: ჰელიკობაქტერიის (კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერიები) აღმოსაჩენად განმეორებითი ანალიზის ჩასატარებლად უნდა გავიდეს 4 კვირა კუჭის სეკრეციის ბლოკატორების გარეშე, ხოლო ლამბლიების აღმოსაჩენად – მკურნალობის კურსის დასრულებისთანავე.

კითხვა: ჩემს ქმარს აღმოუჩინეს მიკოპლაზმა, მე – არა. რა გზით გადაეცემა ეს ინფექცია და როგორ ვლინდება მამაკაცებში?

პასუხი: მიკოპლაზმოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მიკოპლაზმა იწვევს. მიკოპლაზმა არის მიკროორგანიზმი, რომელსაც სამედიცინო კლასიფიკაციაში შუალედური მდგომარეობა უჭირავს ბაქტერიებს, სოკოებსა და ვირუსებს შორის. გადაეცემა სქესობრივი ან ჰაერწვეთოვანი და საყოფაცხოვრებო გზით – მიკოპლაზმოზით დაავადებულთან უშუალო კონტაქტითა და საერთო მოხმარების საგნებით; ინფიცირება, ასევე, შეიძლება მოხდეს მუცლად ყოფნის პერიოდში ან მშობიარობის დროს. მამაკაცებში, ისევე, როგორც ქალებში, შესაძლებელია ინფექციის ხანგრძლივი, თითქმის უსიმპტომო არსებობა სასქესო გზებში ან მწვავე ინფექციის განვითარება ტკივილით, გამონადენით და ასე შემდეგ.

კითხვა: რა არის სტენოკარდია და როგორ ვითარდება ის?

პასუხი: სტენოკარდია – გულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა – გულის იშემიური დაავადების (გიდ) ნაირსახეობა. ახასიათებს უეცრად განვითარებული მოჭერითი, ზეწოლითი ან მწვავე ხასიათის ტკივილის შეტევები გულმკერდში, რომელიც გამოწვეულია მიოკარდის (გულის კუნთის) სისხლით მომარაგების მწვავე უკმარისობით.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს არითმია?

პასუხი: არითმია შეიძლება იყოს აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, რომელიც არავითარ მკურნალობას არ საჭიროებს. შეიძლება, მის უკან იდგეს ემოციური ან ფიზიკური გადაძაბვა, ყავის დიდი რაოდენობით მიღება, ფაღარათის გამო კალიუმის დიდი რაოდენობით დაკარგვა და სხვა.

კითხვა: იცის თუ არა ფილტვებმა ტკივილი და რა შემთხვევაში?

პასუხი: ფილტვის ქსოვილს მტკივნეულობა არ ახასიათებს. ტკივილი აღინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პათოლოგია პლევრას შეეხება. ფილტვების არეში მტკივნეულობა უხშირესად ნერვის ან კუნთის პათოლოგიას უკავშირდება.

скачать dle 11.3